Quantcast
Channel: Notepad
Viewing all 4821 articles
Browse latest View live

ცილა ნამდვილი სასწაულმოქმედია! აი რატომ უნდა მიირთვან 40 წლის ადამიანებმა დღეში 3 კვერცხის ცილა.

$
0
0

ცილოვან პროდუქტებს შორის კვერცხის ცილა ყველაზე ადვილად გადასამუშავებელია. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციებიც ასახელებენ მას როგორც ეტალონს.

ცილის სარგებელი

კვერცხის ცილის მღება განსაკუთრებით სასარგებლოა 40-45 წელზე უფროსი ადამიანებისთვის. ის არ ამძიმებს კუჭს ხორციანი კერძების მსგავსად.

ქათმის კვერცხის ცილა 85%ით წყლისგან, 12%ით ცილისგან, 0.3 %ით ცხიმისგან და 0.7%ით ნახშირწყლებისგან შედგება. ასევე მის შემადგენლობაშია ჯგუფი B-ს ვიტამინები, ისინი ზრდიან თმას, ფრჩხილებს და წონას ნორმაშ ამყოფებენ.

ცილა გახდომისთვის

ბევრი დიეტოლოგი პაციენტებს ვახშამზე 2 კვერცხის ცილას ურჩევს. ღამის განმავლობაში ეს პროდუქტი ორგანიზმში ამინომჟავებს დაუჭერს მხარს და სასარგებლო ჰორმონებს გამოყოფაში დაეხმარება.

კვერცხის ცილაში მინიმალური რაოდენობის ცხიმი და ნახშირწყალია, ამიტომაც ადამიანი რეგულარულად გახდება. ასევე, ექიმები გვირჩევენ მივიღოთ ის ავადმყოფობის შემდეგ, რათა იმუნური სისტემა გავაუმჯობესოთ.

სისხლის წნევა

ცილაში განსაკუთრებული ნივთიერება პეპტიციდია. ის სისხლის წნევას ნორმაში ამყოფებს. ამიტომაც, ისინი ვისაც წნევა ხშირად უწევს, აუცილებლად უნდა მიიღონ კვერცხის ცილა.

The post ცილა ნამდვილი სასწაულმოქმედია! აი რატომ უნდა მიირთვან 40 წლის ადამიანებმა დღეში 3 კვერცხის ცილა. first appeared on Notepad.

ამ გენიალური მეთოდით ბლინების მომზადება უფრო გაგიმარტივდებათ

$
0
0

თქვენ ალბათ გსმენიათ ბოთლის დახმარებით ბლინების მომზადების გენიალური მეთოდის შესახებ. ამ უცნაურ მიდგომას აქვს მთელი რიგი დადებითი მხარეები: დროის და  გასარეცხი ჭურჭლის ეკონომია, ამავე ბოთლით შეგიძლიათ შეინახოთ ცომი მაცივარში და ა.შ.

გარდა ამისა, ამ მეთოდით შესაძლებელია განსხვავებული ფორმის ბლინების გამოცხობაც. ამისათვის პლასტიკის ბოთლს თავზე უნდა გაუკეთოთ თვითნაკეთი საცობი, რომლიდანაც ცომი წვრილი ჭავლის სახით გამოვა.

ინგრედიენტები

  • ნახევარი ლ რძე
  • 50 მლ ზეთი
  • ერთი ს. კ. შაქარი
  • ნახევარი ჩ.კ. სოდა
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • 300-500 გ ფქვილი
  • ორი ცალი კვერცხი

მომზადება

  1. 1,5 ლ მოცულობის ბოთლი კარგად გარეცხე.
  2. ძაბრის დახმარებით ჩაასხი მასში ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის რძე. ჩაუშვი კვერცხი. ძაბრი ამოიღე, ბოთლს დაახურე და ანჯღრიე შიგთავსის გახსნამდე.
  3. დარჩენილი რძეც ჩაასხი კვლავ ძაბრის საშუალებით, ჩაყარე შაქარი და შემდეგ თანდათანობით დაამატე დარჩენილი ინგრედიენტები, ზეთის გარდა. კარგად ანჯღრიე.
  4. ბოლოს ჩაასხი ზეთიც და კვლავ შეანჯღრიე.

  1. ბოთლის ნახვრეტიდან დაასხი ცომი ცხელ ტაფაზე და მიეცი სასურველი ფორმები.

ძალიან უცხო და ლამაზი გამოდის.

გაუზიარე ეს მეთოდი მეგობრებსაც!

The post ამ გენიალური მეთოდით ბლინების მომზადება უფრო გაგიმარტივდებათ first appeared on Notepad.

აი, რატომ უნდა გავყინოთ ლიმონი. მიზეზს რომ გაიგებთ, ყოველდღე ასე მოიქცევით

$
0
0

ლიმონის დიდი სარგებლობა ადამიანისთვის ეჭვს უკვე აღარ იწვევს. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ლიმონში, ყველაზე ფასეული მისი ქერქია. ციტრუსის ცედრაში ათჯერ მეტი C ვიტამინია, ვიდრე რბილობში. რომ აღარაფერი ვთქვათ ეთერზეთზე, რომელიც კლავს მავნე ბაქტერიებს, კურნავს ანთებასა და თავის ტკივილს.

ლიმონის ქერქი გამოგადგებათ ყოფა-ცხოვრებაშიც. იმისათვის, რომ ქერქი სწორად მოაძროთ, ლიმონი უნდა გაყინოთ.

გაყინული ლიმონის სარგებლობა

ლიმონის უპირატესობის სრულად შეგრძნებისთვის, ის რამდენიმე ხნით უნდა მოათავსოთ საყინულეში. ამის შემდეგ თქვენ ადვილად შეძლებთ მის გახეხვას, კანთან ერთად. მიღებული მასა დაამატეთ ნებისმიერ კერძში ან სასმელში. გაყინული ლიმონი საკვებს ანიჭებს განუმეორებელ ციტრუსის არომატს და განამტკიცებს თქვენს ჯანმრთელობას.

როგორ გამოვიყენოთ ცედრა

ლიმონის ქერქი შეგიძლიათ გააშროთ, შემდეგ დაფქვათ ბლენდერში, ფქვილის მდგომარეობამდე. ლიმონის ცედრას ფხვნილი ჩაამატეთ ჩაიში, გამოსაცხობ ფორმაში, სალათებში. თუ ლიმონის ფხვნილს შაქარს აურევთ, მიიღებთ ლიმონის შაქარს, რომელსაც შეუდარებელი არომატი აქვს.

საჭმლის მონელების გაუმჯობესებისთვის დაღეჭეთ ლიმონის ცედრა. ის შველის ყელის ტკივილსაც. ლიმონის ცედრა საკვები დანამატის სახით ამაღლებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს გაციებისგან. ასევე ლიმონის ცედრა ხელს უწყობს გახდომას – ექტინის შემცველობის გამო. ეს ნივთიერება აქვეითებს შაქრის შეწოვას და ამცირებს ჭამის სურვილს.

არ დაგავიწყდეთ ლიმონის გულმოდგინედ გარეცხვა გამოყენების წინ. ლიმონის სარგებლობის შესახებ აუცილებლად მოუყევით თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში!

The post აი, რატომ უნდა გავყინოთ ლიმონი. მიზეზს რომ გაიგებთ, ყოველდღე ასე მოიქცევით first appeared on Notepad.

კოსმეტოლოგი: 40 წელს გადაცილებულ ქალებს ამ 3 ნიღაბს ვურჩევ. ქუთუთოები აღარ იწელება.

$
0
0

თვალები სულის სარკეა და არავერბალური ურთიერთობის დიდი ნაწილი მათ გამოხატულებაზეა დამოკიდებული. თვალი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ჩანს მასთან მდებარე ნაოჭებიცა და მუქი წრეებიც დამღლელი დღის შემდეგ. თვალის გარშემო არსებული კანი დელიკატურ მოპყრობას ითხოვს.

ამ ადგილას კანის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახალგაზრდულად გამოიყურება სახე მთლიანად. ჩვეულებრივი კრემები და სკრაბები ზიანის მომტანია, წარმოგიდგენთ განსაკუთრებულ რეცეპტებს.

კრემი ქუთუთოებისთვის

როგორც იცით, პირველი ასაკობრივი ნიშნები სწორედ ქუთუთოებზე ჩნდება. ისინი შესამჩნევი ხდებიან უკვე 25 წლის ასაკში, თუმცა პროცესის შეფერხება და უკან დაწევა რესურსების სწორი გამოყენებით შეგვიძლია.

პირველ რიგში არ დაგავიწყდეთ, რომ ნატურალური კოსმეტიკა მთავარი კოზირია. ის არ იწვევს მიჩვევას, არ გამოირჩევა უეცარი რეაქციებით და არ გაყენებთ ზიანს.

მეორე რიგში მნიშვნელოვანია რეცეპტის შერჩევა. თუ მშრალი კანი გაქვთ, გაექეცით ნიღბებს ლიმნის წვენით, თუ ცხიმიანი გაქვთ ფრთხილად იყავით ზეთის დამატებასთან. ქუთუთოებისთვის განკუთვნილი სახლში მომზადებული ნიღბების დიდხანს შენახვა არ შეიძლება, რადგანაც ნატურალურ პროდუქტებს შეიცავენ. წარმოგიდგენთ კიტრის ნიღბებს, რადგანაც ის უნივერსალური პროდუქტია.

არაჟნიანი

დავიწყოთ დატენიანებით, ეს ცხოვრების ყველა ეტაპზე სჭირდება კანის ნაწილებს. რაც უფრო დატენიანებული გაქვთ, მით უფრო ნაკლებად გამოგიშრებათ.

დაგჭირდებათ:

  • არაჟანი — 2 ს.კ.
  • გახეხილი კიტრი — 2 ს.კ.

აურიეთ და დაიდეთ თვალის გარშემო მინიმუმ 15 წუთით.

მცენარეული

კვლავ კიტრი. ის ისევე უხდება დატენიანებას, როგორც ალოე.

დაგჭირდებათ

  • კიტრი — 1 ს.კ
  • პიტნა — 1 ჩ.კ.
  • რეჰანი — 1 ჩ.კ.

ყველა მწვანილი ახალი უნდა იყოს. დაჭყლიტეთ რაც შეგიძლიათ წვრილად. აურიეთ კიტრთან ან ალოეს წვენთან და რამდენიმე საათი ცივ ადგილას დადგით.

თაფლის

სახისთვის ღია, ნათელი ფერის მიმცემი ნიღაბი ებრძვის პიგმენტურ ლაქებს. თაფლი და კიტრი ბუნებრივ გამღიავებლებად ითვლებიან.

დაგჭირდებათ:

  • გახეხილი კიტრი — 1 ს. კ.
  • თაფლი — 1 ჩ. კ.

თაფლი ნსუბუქად გამოკვებავს სახეს, კიტრი კი გახმობისგან დაიცავს.

ეს 3 სასარგებლო რეცეპტი პირველი ასაკობრივი ნიშნებისგან გიხსნიან და ნაოჭების გაჩენის რისკს შეამცირებენ, ასევე სახეს ჯანსაღ იერს მიანიჭებენ.

დაიმახსოვრეთ რომ  მხოლოდ ლიმონი არ გამოაშრობს კანს. ერიდეთ კოსმეტიკური თიხის შემცველ კრემებს. ისინი იდეალურად ერგებიან სახის კანს მაგტამ ქუთუთოებზე მათი წასმა მავნებელია. ნაზი ადგილია და დიდ დატვირთვას ვერ გაუძლებს.

The post კოსმეტოლოგი: 40 წელს გადაცილებულ ქალებს ამ 3 ნიღაბს ვურჩევ. ქუთუთოები აღარ იწელება. first appeared on Notepad.

დიეტა “მაგიდა N5”: ეს კვების სამკურნალო გეგმა დიეტოლოგმა მიხეილ პევზნერმა შექმნა.

$
0
0

დიეტა “მაგიდა № 5” – კვების სამკურნალო გეგმაა, რომელიც მკურნალმა დიეტოლოგმა მიხეილ პევზნერმა შეიმუშავა. მან ის შექმნა სპეციალურად მათთვის, ვისაც ნაღვლის ბუტის და ღვიძლის პრობლემები აქვს და მათი მუშაობის გაუმჯობესება უნდა. ამ დიეტას ძირითადად ნიშნავენ ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, პადაგრა.

დიეტა «მე-5 მაგიდა» 1 კვირაზე

პირველ რიგში, მცირდება ცხიმების მიღება. რაციონიდან ვარდება პროდუქტები დიდი რაოდენობით ქოლესტერინით, ეთერული ზეთებითა და პურინებით. მენიუ ივსება პექტინებით.

ყველა კერძი იხარშება, ითუშება ან ცხვება ნაკლებ მარილში. დღიური მენიუს კალორიულობა შეადგენს 2500-ს. მათ შორის 80გ ცილა, 80 გ ცხიმი და 400გ ნახშირწყალია, რომლებიც 4-6 პორციაზე უნდა გაანაწილოთ.

პროდუქტების და კერძების სია, რომლებიც უნდა მიიღოთ
  1. ხილი და კენკრა
  2. შავი ხიზილალა
  3. მაკარონი
  4. სუხარი, ნამცხვრები, მშრალი ბისკვიტები
  5. მურაბა, თაფლი, მარმელადი, შაქარი არაუმეტეს 70 გ დღეში
  6. ნაღების და მცენარეული კარაქი
  7. ბოსტნეულის წვენი, ასკილის ხსნარი, ბალახის ჩაი, ყავა რძით
  8. ოხრახუში, კამა, დაფნის ფოთოლი, მიხაკი, დარიჩინი, ვანილი
  9. რძის და ბოსტნეულის სუპები
  10. არაუმეტეს 200 გ რძის პროდუქტები დღეში
  11. არაუმეტეს 1 კვერცხი დღეში
  12. სამარხვო ხორცი
  13. უცხიმო თევზი
  14. ფაფა წყალზე ან რძეზე
  15. წინა დღის გამომცხვარი პური
  16. ჩათუშული თუ ნედლი ბოსტნეული, განსაკუთრებით სტაფილო და ჭარხალი

აკრძალული პროდუქტებისდა კერძების სია
  1. ალკოჰოლი
  2. შიგნეულობა
  3. პარკოსანი
  4. დაკონსერვებული და დამარილებული კერძები
  5. სოკო
  6. გაზიანი სასმელები
  7. ცივი სასმელები
  8. ძმარი
  9. შემწვარი, ცხარე კერძები
  10. ცხიმიანი ხორცი, ფრინველი და თევზი
  11. შოკოლადი და კაკაო
  12. ხახვი, ბოლოკი, ისპანახი, მჟაუნა, ნიორი, თალგამი, ფერადი კომბოსტო.

1 დღის მენიუ
  1. საუზმე: ხორცის გუფთა ოთქლზე მომზადებული, მანის ფაფა, ჩაი.
  2. მეორე საუზმე: ბანანი ან გამომცხვარი ვაშლი.
  3. სადილი: ბოსტნეულის სუპი, ორთქლის კატლეტები ან მოხარშული ქათამი წიწიბურასთან ან ბრინჯთან ერთად. კომპოტი ან წვენი.
  4. წახემსება: სუხარი ან ორცხობილა, ასკილის ნახარში.
  5. ვახშამი: მოხარშული თევზი თეთრ სოუსში და მოხარშლი ბოსტნეულით. კარტოფილის პიურე, ხაჭო, ჩაი.

მენიუს კიდე 1 ვარიანტი
  1. პირველი საუზმე: უცხიმო ხაჭო, შვრიის ან მანის ფაფა წყალზე. ჩაი თაფლით.
  2. მეორე საუზმე: ჩირი, ნედლი ვაშლი.
  3. სადილი: ბოსტნეულის სუპი მცენარეულ ზეთზე, მოხარშული ქათამი რძის სოუსში, მოხარშლი ბრინჯი, კომპოტი.
  4. წახემსება: ასკილის ნახარში.
  5. ვახშამი: ჭარხლის კატლეტები, ჩაი, პური

ღამე შეგიძლიათ დალიოთ კეფირი. ეცადეთ ამ სქემით იხელმძღვანელოთ. 7 დღის შემდეგ თუ თავს უკეთ არ იგრნობთ, 1 თვე გააგრძელეთ.

ეს დიეტა არამხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას გააუმჯობესებს, არამედ დაკლებაში დაგეხმარებათ, დააარეგულირებს მეტაბოლიზმს და ზედმეტი წონაც გაქრება.

The post დიეტა “მაგიდა N5”: ეს კვების სამკურნალო გეგმა დიეტოლოგმა მიხეილ პევზნერმა შექმნა. first appeared on Notepad.

როგორ მოვქსოვოთ წინდები –ისეთი მარტივია, რომ ახალბედაც შეძლებს!

$
0
0

თბილი და ლამაზი მოქარგულიწინდები საუკეთესო საჩუქარია ცივ თუ გრილ სეზონებზე. შესაძლებელია ის ორი ჩხირით მოხერხებულად გავაკეთოთ.

ეს ტექნოლოგია უფრო მარტივი და სწრაფია, ვიდრე კლასიკური მეთოდი, ამიტომაც ახალბედებიც შეძლებენ მის შესრულებას. მსგავსად მოქსოვილი წინდები საოცრად მოხერხებული გამოდის.

დაგჭირდებათ
  • სასურველი ფერების გორგალი
  • 2 ჩხირი
  • სანტიმეტრიანი ლენტა
ინსტრუქცია

იმისთვის, რომ წინდა იდეალურად მოერგოს ფეხს, ზუსტად უნდა იცოდეთ ფეხის ზომა და პადიომის სიმაღლე. ასევე, განსაზღვრეთ რა სიმაღლის წინდას გააკეთებთ.

მუშაობა იწყება მანჟეტის უკანა ნაწილის მომზადებით. ორივე ჯოხზე 22 თვალი გააკეთეთ. მოქსოვეთ 4 სანტიმეტრზე.

კიდევ 4 სანტიმეტრი მოქსოვეთ სწორად. უკანა ნაწილი მზადაა.

შემდეგ გადადით ქუსლზე. მისთვის ფორმის მისაცემად ქარგვის დროს ყოველ ხაზზე მოაკელით მეორე, მესამე და 2 ბოლოს წინა მარყუჟი. გააკეთეთ ეს იქამდე, სანამ ხაზში 12 მარყუჟი არ დაგრჩებათ. შემდეგ გაზარდეთ ზომა.დაიწყეთ ხაზი, მოქარგეთ პირველი მარყუჟი ყველა ხაზზში, სანამ 22 მარყუჟი არ დაგროვდება.

მოქარგეთ დაახლოებით 8 სანტიმეტრი სწორად – დამოკიდებულია ტერფის ზომაზე.

წინდას ისეთივე ფორმა მიეცით, როგორც ქუსლს. მოაკელით მარყუჟი 12მდე შემდეგ მოქსოვეთ წინდის მაღლა 8 სანტიმეტრი. თითოეულ ხაზში პირველი და უკანასკნელი მარყუჟები ესაზღვება. ასე შეუერთდება ტერფი წინდის ზედა ნაწილს და საბოლოო სახეს მიიღებს.

მოქსოვეთ 4 სანტიმეტრი პადიომის წინა ნაწილზე სწორად, შეუერთეთ უკანა ნაწილს და მოქარგეთ 4 სანტიმეტრი მანჟეტი.

მზადაა.

ასე მოქსოვთ წინდებს ზედმეტი სირთულის გარეშე. ამასთან, პროცესი სასიამოვნო გახდება.

The post როგორ მოვქსოვოთ წინდები – ისეთი მარტივია, რომ ახალბედაც შეძლებს! first appeared on Notepad.

ის 50 წლის არის, ფეხები კი 20 წლის გოგოსავით აქვს, აი მისი საიდუმლო

$
0
0

ფეხები დიდხანს რომ დარჩეს ახალგაზრდა, საჭიროა, სულ ცოტა: მისი რეგულარული მოვლა. არაფერია რთული და ძვირადღირებული.

ქუსლებზე ნახეთქები არამხოლოდ ულამაზოა, არამედ სიარულის დროს ძლიერ ტკივილს იწვევს. ყველაფერი იწყება წვრილი ნახეთქით და თანდათან ის ხდება ღრმა, ინფიცირდება. ამიტომ დრო არ დაკარგოთ, დღესვე დაიწყეთ ფეხების მოვლა.

არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც ახალგაზრდა და ლამაზი ფეხების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ფეხების მოვლა

ჩაალბეთ ფეხები 15 წუთით ტაშტში, ან გაიკეთეთ აბაზანა ფეხის დასაორთქლად. ეს დაარბილებს კანს ქუსლებზე და გააუმჯობესებს მის კვებას. სასურველი ეფექტის მისაღებად აბაზანაში შეგიძლიათ დაამატოთ ნუშის, ატმის, ან ზეითუნის ზეთი, ვიტამინი A და E, სოდა, ზღვის მარილი, სმკურნალო ბალახები.

აბაზანის შემდეგ გამოიყენეთ პემზა. ქუსლი მსუბუქად გაიხეხეთ, წრიული მოძრაობებით.

ამ პროცედურების ჩატარება არ ღირს ძალიან ხშირად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კანის მგრძნობელობის მატება.

გაუხეშებული კანის მოცილების შემდეგ ფეხი რბილდება. ამის შემდეგ კიდევ უნდა გადადგათ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

გაიშრეთ ფეხები კარგად, შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ლოსიონისა და კრემის ნაცვლად, შეგიძლიათ ჩაიტაროთ პაკეტების პროცედურა. გაავსეთ შესაბამისი ზომის პაკეტი ქოქოსის ზეთით ან სხვა დამატენიანებელი საშუალებით, ჩაიცვით ფეხებზე და დაყავით ასე 10-15 წუთი.

როცა ფეხებს გაიშრობთ, ის მიიღებს ჯანმრთელ და მოვლილ შესახედაობას. შეგახსენებთ, რომ ყველა ეს პროცედურა შედეგს არ მოგცემთ, თუ არ მოიხმართ სწორ ფეხსაცმელს. შეეცადეთ, უარი თქვათ მჭიდრო ფეხსაცმელზე მაღალი ქუსლებით.

ხალხური მედიცინა გვთავაზობს თავის საშუალებებს ქუსლების მკურნალობისა და მოვლისათვის. ტერფების გაუხეშების, ოფლიანობისა და ნახეთქების წინააღმდეგ შემოწმებული საშუალებაა ასპირინისა და არყის ნარევის გამოყენება. აიღეთ 10 ტაბლეტი ასპირინი, დაფხვენით. შეურიეთ 250 მლ არაყს, დადგით ნაყენი ბნელ, გრილ ადგილად 5 დღით.

შემდეგ გაჟღინთეთ ნაყენით ბინტი და შემოიხვიეთ პრობლემურ ადგილებში მთელი ღამით. დილიდან მოიხსენით კომპრესი, გადაივლეთ ფეხზე წყალი, გაიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ფეხის კანის რეგულარული მოვლა საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ ისეთი უსიამოვნებები, როგორიცაა ნახეთქები ქუსლებზე.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!

 

 

The post ის 50 წლის არის, ფეხები კი 20 წლის გოგოსავით აქვს, აი მისი საიდუმლო first appeared on Notepad.

ჰუმუსი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. აღმოსავლური სამზარეულოს მარგალიტს სახლში ადვილად მოამზადებთ.

$
0
0

ჰუმუსი პირველად XIII საუკუნის არაბულ წიგნებშია მოხსენიებული, ახლა კი მას მსოფლიოს ყველა კუთხეში იპოვნით. ეს საოცრად სასარგებლო საკვები ცილის წყაროა, ამცირებს საჭმლისადმი მიდრეკილებას და არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. კვლევებმა დაადასტურა, რომ ჰუმუსი ონკოლოგიური დაავადებების რისკსაც ამცირებს.

მასში შემავალი ინგრედიენტები მოდუნების და დაძინების საშუალებასაც ადვილად გაძლევთ. ჰუმუსი მოხარშული მუხუდოსგან მზადდება, რომელიც კარგი დანამატია სალათების უმრავლესობისთვის.

რეცეპტი საშინაო პირობებში

ჰუმუსი ბევრი ცნობილი ადამიანის საყვარელი კერძია. კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ჰუმუსს მიირთმევენ, კიბოს განვითარებისკენ ნაკლებად არიან მიდრეკილნი. ბევრი რეცეპტი არსებობს, თუმცა 3 ყველაზე პოპულარულს წარმოგიდგენთ.

ჰუმუსის კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები
  • 1,5 ჭიქა დაკონსერვებული მუხუდო
  • 1/4 ჭიქა ტაჰინი (სეზამის პასტა)
  • 1/2 ჩ.კ. ძირა
  • 1/2 ჩ.კ მარილი
  • 1/4 ჭიქა ლიმნის წვენი
  • 2 ს.კ. წყალი
  • 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
მომზადება
  1. აურიეთ მუხუდო, ნიორი, ძირა და მარილი. დაჭყლიტეთ ბლენდერში. თანდათანობით ამატეთ ლიმნის წვენი, შემდეგ წყალი.
  2. მასას დაუმატეთ ტაჰინი და განაგრძეთ არევა. როცა ის ერთგვაროვანი გახდება, ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. დატოვეთ ჰუმუსი რომ 30 წუთის მანძილზე გაცივდეს. შეგიძლიათ მორთოთ ზეითუნის ზეთით ან მწვანილით.
გუაკამოლე-ჰუმუსი

ინგრედიენტები
  • დიდი მწიფე ავოკადოს ნახევარი
  • 450 გ დაკონცერვებული მუხუდო
  • 1/3 ჭიქა ტაჰინი
  • 1/4 ჭიქა ლაიმის წვენი
  • 1 კბილი ნიორი
  • 3/4 ჩ.კ. მარილი
  • 1/4 ჩ.კ. დაფქული ძირა
  • 1 ჭიქა ქინძის ფოთლები ღეროებით
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 მუჭა გოგრის მარცვლები
მომზადება
  1. აურიეთ ბლენდერში ავოკადო, მუხუდო, ტაჰინი, ლაიმის წვენი, ნიორი, მარილი, პილპილი და ქინძი. დაჭყლიტეთ ერთგვაროვან მასამდე 1 წუთის მანძილზე. პროცესში დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. ჰუმუსი ჰაეროვანი გამოვა.
  2. გოგრის მარცვლები მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 10 წუთით.
  3. გააცივეთ ჰუმუსი, დაამატეთ მწვანილი და მარცვლები.
ჭარხლის ჰუმუსი

ინგრედიენტები
  • 2 საშუალო ჭარხალი
  • 450 გ დაკონსერვებული მუხუდო
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1/4 ჭიქა ყველი ფეტა
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ლიმნის ქერქი
  • 2 ს.კ. ლიმნის წვენი
  • პილპილი
  • მარილი
მომზადება
  1. გააცხელეთ გაზქურა 220 გრადუსზე. მოათავსეთ ჭარხალი გამოსაცხობ ფორმაში და დააწვეთეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. აცხვეთ 45-60წთ, სანამ ბოსტნეული მსუბუქი არ გახდება.
  2. გააცივეთ მზა ჭარხალი და დაჭერით ნაჭრებად.
  3. აურიეთ ბლენდერში მუხუდო, ჭარხალი, ყველი, ნიორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ლიმნის ქერქი, ლიმნის წვენი, პილპილი და მარილი. მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე.
  4. გააცივეთ ჰუმუსი. მიიტანეთ ლავაშთან და ჩიფსებთან ერთად.
The post ჰუმუსი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. აღმოსავლური სამზარეულოს მარგალიტს სახლში ადვილად მოამზადებთ. first appeared on Notepad.

ფსიქოლოგიური ტესტი: გამოიცანით, რომელი მათგანი არ წარმოადგენს ოჯახს

$
0
0

იცით, რომ ურთიერთობები ისეთივე მნიშვნელოვანია ფიზიკური ჯანმრთელობითვის, როგორც ვარჯიში? კვლევების მიხედვით, სოციალურად იზოლირებულ მოზრდილებში ანთებების რისკი ისეთივე მაღალია, როგორც ფიზიკურად არააქტიურებში. ჩვენი პირველი ურთიერთობა ოჯახთან, ბავშვობის პერიოდის შემდეგ, ხშირად იმას განსაზღვრავს, თუ როგორ ვუყურებთ სამყაროს.

დააკვირდით სურათებს კარგად. როგორ ფიქრობთ, რომელი ოჯახი არ არის ნამდვილი? ბევრი არ იფიქროთ. როცა შესაბამის პასუხს გადაწყვეტთ, პასუხები ქვემოთ იხილეთ და გაიცანით საკუთარი თავი კიდევ ერთხელ.

ოჯახი #1

თუ პირველი ოჯახი აირჩიეთ, შესაძლოა, თქვენ არ ხართ ოჯახზე-ორიენტირებული ადამიანი – ყოველშემთხვევაში არა ტრადიციული გაგებით. გიყვართ მეგობრები, ეხმარებით მათ და ცდილობთ ყველას მიმართ სიკეთე გამოიჩინოთ. შეიძლება მამის ავტორიტეტის გარეშე გაიზარდეთ, ალბათ, ამიტომ ცდილობთ სხვების დახმარებას, როგორც ამას დედა აკეთებდა.

ამ სურათზე დედა ზრუნავს ბავშვზე, ცდილობს დაიცვას მამის არამზრუნველობისგან. თქვენ არ გსურთ სხვებიც თქვენსავით გაიზარდონ, სწორედ ამიტომ წარმოიდგინეთ ეს ფოტო ყალბ ოჯახად.

ოჯახი #2

თუ მეორე ოჯახი აირჩიეთ, თქვენ ძლიერად ორიენტირებული ხართ ოჯახზე – მასზე მნიშვნელოვანი თქვენთვის არაფერია. გჯერათ სტაბილური და ხანგრძლივი ურთიერთობების, ნდობისა და სიყვარულის. ოჯახის საჭიროებები თქვენთვის მთავარია, ზოგჯერ საკუთარ პრობლემებსაც კი აიგნორებთ ამის გამო.

ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანები ძლიერ ოჯახს არ გვანან, მოზრდილები ბავშვს დიდ ყურადღებას არ აქცევენ და ბავშვიც არ ცდილობს მათთან ახლო ყოფნას. თითქოს 3 უცხო ადამიანი დადის ერთად.

ოჯახი #3

თუ მესამე ოჯახი აირჩიეთ, ალბათ, დისფუნქციური ოჯახიდან ხართ, გქონდათ ტრავმული ბავშვობა და გიჭირთ ადამიანების ნდობა. გაქვთ მაღალი შფოთვა და გიყვართ სხვების გამოწვევა. მუდამ მომავალზე ღელავთ და ზედმეტად ბევრს ფიქრობთ წვრილმანებზე.

ფოტოზე ადამიანები მოსიყვარულე ოჯახს გვანან, ბედნიერი ურთიერთობით. მშობლები ჩახუტებულები დადიან, მამას კი ბავშვის ხელი უჭირავს. დისფუნქციურ ოჯახში გაზრდამ თქვენი შეხედულებები სხვაგვარად ჩამოაყალიბა და ჯანსაღ ურთიერთობებსაც მუდამ ეჭვით უყურებთ. არ გჯერათ გულწრფელი გრძნობების არსებობის, ამიტომაც ჩათვალეთ ეს ფოტო ყალბ ოჯახად.

სწორად გამოიცანით, რომელია არანამდვილი ოჯახი? გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში!

The post ფსიქოლოგიური ტესტი: გამოიცანით, რომელი მათგანი არ წარმოადგენს ოჯახს first appeared on Notepad.

10 ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც ყველა ქალს შეიძლება ტანჯავდეს –აი, როგორ გამოვასწოროთ ისინი

$
0
0

ახალგაზრდებში 4 გოგონადან 3 ხშირად გინეკოლოგთან ვიზიტზე უარს ამბობს, რადგანაც არაფერი ააწუხებს ან რცხვენია. ქალბატონებო, ამ სტატიის შემდეგ აუცილებლად დაფიქრდებით საკუთარ ჯანმრთელობაზე.

1. დაკვირვების პრობლემა

ღია ფერის გამონადენი, მაშინ როცა ციკლი არ გაქვთ – ეს შეიძლება საკვერცხეებში კისტამ, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოტოვებამ ან უბრალოდ სტრესმა გამოიწვიოს.

მნიშვნელოვანია იზრუნოთ საკუთარ თავზე, მიიღოთ ცხელი აბაზანა, გაიკეთოთ მასაჟი და გახსოვდეთ ჯანმრთელობის მნიშვნელობა. თუ სტრესი არ გაქვთ, დაფიქრდით რამ შეცვალა ჰორმონები და გაესაუბრეთ გინეკოლოგს.

2. ვაგინიტის რისკი

ვაგინიტი ანთების ფორმაა, რომელსაც ტკივილის, სუნის, ქავილის გამოწვევა შეუძლია. ის შეიძლება ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული და ყოველთვის ინფექციის მატარებელი არაა.

ტამპონები, საპნები, საპოხი მასალა – მათაც შეუძლიათ არაინფექციური ვაგინიტის გამოწვევა. დარწმუნდით რომ ნატურალურ პროდუქტებს იყენებთ.

3. სიმშრალის დისკომფორტი

ამას ჰორმონალური დისბალანსი, მშობიარობა, ძუძუთი კვება მენოპაუზის ხანგრძლივობა იწვევს. გამოსავალი მარტივია: ნატურალური საპოხი მასალები სიმშრალეს გააქრობს.

4. კისტას რისკი

კისტა რაღაც დროის მერე ქრება. საუკეთესო საშუალება 15 წუთიანი დასაჯდომი აბაზანაა. მაგრამ თუ კისტა ინფექცირებულია, მიმართეთ ექიმს.

5. ვიწრო და სინთეტიკური ტრუსების საფრთხე

10 Health Problems Every Woman Can Suffer From — and How to Fix Them

ვიცით რომ ვიწრო ტრუსები ლამაზია, მაგრამ მათ ინფექციის გამოწვევა შეუძლიათ. ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მოდა! ყოველთვის შეამოწმეთ რა მასალითაა დამზადებული თქვენი საცვლები. პრობლემები შესაძლოა სინთეტიკური ტრუსის ჩაცმიდან დაიწყოს.

6. დაბანა

დასაბანი საშუალება ხილის არომატით მოისროლეთ და ნატურალური, უსუნო საპონი და პროდუქტები აარჩიეთ, რომლებიც სპეციალურად თერაპიული და ინტიმური ჰიგიენისთვისაა განკუთვნილი.

7. ცუდი სუნი შესაძლოა მიღებული საკვების ბრალი იყოს

ქალის სასქესო ორგანოს ცუდი სუნი შესაძლოა საჭმელზე იყოს დამოკიდებული. ცუდი საკვები ორგანიზმზე ცუდად აისახება.

8. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების საფრთხე

მსოფლიოში ყოველდღურად მილიონობით ადამიანი ავადდება შიდსით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს კომპლექსურად მიუდგეთ და ექიმი დროდადრო მოინახულოთ. ბევრი ინფექცია შეუმჩნეველია რადგანაც სიმპტომები არ აქვს.

9. გაუზრდელი თმისგან გამოწვეული პრობლემა

თმის ჩაბრუნებას იწვევს ამ ზონის ახევა, მოგლეჯა და გაპარსვა. ამ პრობლემის გადაჭრისთვის შეწყვიტეთ გაპარსცა, მიიღეთ თბილი აბაზანა და კონკრეტული ადგილი ნაზად გაიწმინდეთ ნაჭრით რათა მკვდარი უჯრედები და ჩაბრუნებული თმა მოიშოროთ.

10. ვულვას რისკი

10 Health Problems Every Woman Can Suffer From — and How to Fix Them

მწვავე ტკივილს ვარჯიში და ინტიმური აქტივობაც იწვევს. მიღეთ აბაზანა ეპსომის მარილით და ყინულით და ტკივილიც გაქრება.

The post 10 ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც ყველა ქალს შეიძლება ტანჯავდეს – აი, როგორ გამოვასწოროთ ისინი first appeared on Notepad.

ამ 11 მოძრაობას თუ შეასრულებთ, წელის და კისრის ტკივილი უკვალოდ გაქრება.

$
0
0

უდრეკი კისერი და მჭიდრო მხრები ბევრისთვისაა ნაცნობი. ტკივილს სტრესი, ცუდად ჯდომის მანერა, ნაკლები აქტივობა იწვევს. რეგულარული გაჭიმვები ეფექტურ შედეგს გამოიღებს. მუდმივობა წარმატების გასაღებია. წარმოგიდგენთ რამდენიმე გაწელვას, რომელიც ტკივილის მოხსნაში დაგეხმარებათ.

1. კისრის გადახრა

  • დაახვიეთ პირსახოცი
  • დაიდეთ თავქვეშ
  • თავი მაქსიმალურად გადახარეთ იატაკისკენ და მოდუნდით
  • დარჩით პოზაში 10 წთ.
2. მოჭერა

  • დაიწყეთ სკამზე ან იატაკზე კომფორტული დაჯდომით
  • შემოიწყვეთ ხელები თავის უკან
  • დახარეთ თავი წინ მკერდისკენ
  • გაჩერდით 30-40 წამი შემდეგ ნელა დააბრუნეთ თავი საწყის პოზიციაზე.
3. გვერდითი გადახრა

  • დაიწყეთ სკამზე ან იატაკზე კომფორტული დაჯდომით
  • მარჯვენა ხელი თავზე დაიდეთ და მარჯვნივ ნაზად გადაწიეთ
  • ზურგი და მხრები მოადუნეთ
  • გაჩერდით 30-40 წამი შემდეგ ნელა დააბრუნეთ თავი საწყის პოზიციაზე.
  • გაიმეორეთ მეორე მხარეს
4. ტრაპეციული გაჭიმვა

  • მარჯვენა ხელი უკან დაიდეთ და მარცხენათი მოქაჩეთ
  • მარცხენა ყური მარცხენა მხრისკენ წაიღეთ
  • გაჩერდით 20 წამი და მეორე მხარეს გაიმეორეთ

შეგიძლიათ იგივე სავარჯიშო წინ შეკრული ხელებით გააკეთოთ.

5. კისერი და თავი

  • დაჯექით სკამზე და მოათავსეთ ერთი ხელი უკან;
  • ნიკაპი მკერდისკენ დახარეთ, ხოლო ყური მარცხენა მხრისკენ
  • თავი 45 გრადუსით შემოატრიალეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ.
  • ორივე მხარეს 20-30 წამი გაჩერდით.
6. ისრის ფორმა

  • დადექით ხელებსა და ფეხებზე;
  • მარცხენა ხელი მარჯვენა მხარსა და ფეხებს შორის მოაქციეთ, ტანი მაღლა აატრიალეთ.
  • გაჩერდით 30-40 წამი, შემდეგ გაიმეორეთ მეორე მხარეს.
7. მხრების ბრუნვა

  • დაჯექით ან დადექით, ზურგი და კისერი გასწორებული უნდა იყოს.
  • აწიეთ მხრები მაღლა და ატრიალეთ.
8. გადაჯვარედინება

  • დადექით და ფეხები მხრების სიგანეზე დააწყვეთ.
  • მარჯვენა ხელით “გადაჭერით” მკერდი
  • მეორეთი დაიჭირეთ ის და ტანისკენ მაქსიმალურად მოზიდეთ
  • გაჩერდით 10-20 წამი და გაიმეორეთ მეორე მხარეს
9. ხელები

  • გადაიტარეთ მარჯვენა ხელი თავზე
  • მეორე ქვევიდან ამოიტარეთ და პირველს ხელი მოკიდეთ
  • გაჩერდით 10 წამი, შემდეგ მოეშვით და გაიმეორეთ

თუ ხელს ვერ აწვდენთ, გამოიყენეთ პირსახოცი და მას ჩაჭიდეთ ორივე ხელი, ასე ადვილად გადაიტარებთ.

10. მარჯვენა ხელი კედელზე

  • მიადეთ ხელი კედელს ისე როგორც კომფორტულად იგრძნობთ თავს.
  • მიაწექით მხრითაც.
  • ნელ-ნელა მკერდი კედლისგან მოაშორეთ
  • გაჩერდით 30-40 წამი და გაიმეორეთ მეორე მხარეს
11. ორმაგი გაჭიმვა

  • დადექით სწორად;
  • ხელები ზურგს უკან შეაერთეთ;
  • აწიეთ მხრები მაღლა სანამ დაჭიმულობას არ იგრძნობთ;
  • გაჩერდით 30-40 წამი, გაიმეორეთ 3-ჯერ
The post ამ 11 მოძრაობას თუ შეასრულებთ, წელის და კისრის ტკივილი უკვალოდ გაქრება. first appeared on Notepad.

მარგანცოვკა: ბაღში, ეზოში და ყვავილნარში გამოყენების 14 უჩვეულო იდეა

$
0
0

მარგანცოვკა ჯერ კიდევ სკოლის ქიმიის გაკვეთილებიდანაა ნაცნობი. თურმე მისი მეშვეობით ბაღში ფუსფუსი გაცილებით ხელსაყრელია.

1. ბაღის ჭურჭლის დეზინფექცია

პროცედურისთვის მოამზადეთ შემდეგი ხსნარი: 10 ლ წყალში გახსენით 3 ჩ.კ. მარგანცოვკა. მიღებული მასით გარეცხეთ პლასტიკური ჭურჭელი, ხის კი ჩაალბეთ, რათა ნივთიერება შეიწოვოს. შემდეგ კარგად გააშრეთ.

2. ნიადაგის მომზადება გადარგვისთვის

პირველ რიგში ნიადაგის დეზინფექცია უნდა მოახდინოთ. არ აქვს მნიშვნელობა მაღაზიაში ნაყიდი ნიადაგია თუ ტყიდან მოტანილი. გახსენით 5გ მარგანცოვკა 1 ლ წყალში, აურიეთ და ნიადაგს მოასხით. ასე მას მავნებლებისგან დაიცავთ.

3. თესლების გადამუშავება

იმისთვის, რომ თესლიდან ჯანსაღი მცენარე გაიზარდოს, ისინი მარგანცოვკაში ჩაალბეთ.

4. ბოლქვების გადამუშავება

გამოიყენეთ მარგანცოვკა ხახვისთვის. გარდაგვამდე ჩაალბეთ, მაგალიტად 1ლ წყალში 3 გ ნივთიერება გახსენით და ბოლქვები მასში 1 საათით მოათავსეთ. თუ გადასარგავ მასალაში დაბინძურება შეინიშნება, უფრო ძლიერ საშუალებას ამზადებენ. 1ლ წყალში 20 გ ნივთიერებას ამატებენ და 20 წუთით ტოვებენ.

კარტოფილის ბოლქვები 20-30 წუთით ჩაალბეთ. ამისათვის 10 ლ წყალში გახსენით 10გ მარგანცოვკა.

5. ფარდულის და სარდაფის დეზინფექცია

დაასველეთ არამხოლოდ თაროები, არამედ კედლებიც. ხის ავეჯი სჯობს ჩაალბოთ და შემდეგ მეზე გააშროთ.

6. სათბურის დეზინფექცია

თუ გასულ წელს მცენარები დაგიავადმყოფდათ, დაამუშავეთ სათბური მარგანცოვკის ხსნარით. ინსტრუმენტის სახით გამოიყენეთ ნაჭერი ან ღრუბელი. მუშაობის პროცესში ჩაიცვით ხელთათმანი.

პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს

  • გაიტანეთ ნაგავი
  • გაწმინდეთ კედლები და კარკასი ჭუჭყისგან;
  • ყველაფერი მორეცხეთ ხსნარით (2-3 ჩ.კ. 10ლ წყალში);
  • საგულდაგულოდ გარეცხეთ კარი და ზღურბლი;
  • მობანეთ გარედანაც
7. ბაღის ინვენტარის დეზინფექცია

მათ ხშირად ჩნდებიან მავნებლები. თუ დაავადებულ მცენარეზე მუშაობთ, შემდეგ კი ინსტრუმენტს სხვა რამისთვის გამოიყენებთ, შესაძლოა ისიც დაზიანდეთ. ყოველი პროცედურის წინ გარეცხეთ ინვენტარი მარგანცოვკის ხსნარით. დეზინფექციისთვის კონცენტრირებული მასა დაამზადეთ – არანაკლებ 1 ჩ.კ. 1 ლ.წყალზე.

8. ნიადაგის დამუშავება თხრილებზე

10 ლ თბილ წყალში გახსენით 5გ მარგანცოვკა და აცადეთ, სანამ კრისტალები არ გაიხსნება. მზა ხსნარი თანაბრად დაასხით თხრილს.

9. მცენარის გამოკვება

მარგანცოვკის შემცველობაშია მარგანეცი და კალიუმი, რომელიც მცენარის სწორი განვითარებისთვის აუცილებელია. ასეთი ბიუჯეტური საშუალება მათ გამოკვებავს და დაავადებებისგან დაიცავს. ამ დროს მნიშვნელოვანია ხსნარის კონცენტრაცია.

კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხალს, კარტოფილს, ბარდას მარგანცოვკით შუა ზაფხულში კვებავენ. ამისთვის 3გ ნივთიერებას 10ლ წყალში ხსნიან, რაც 3/4კმ-ს ყოფნის.

10. მცენარის გამრავლებისას

მოამზადეთ ხსნარი და ფრთხილად წაუსვით ბამბით მცენარის ზედაპირს. შემდეგ შეუდექით დარგვას.

11. ნერგებზე შავი ძირების საწინააღმდეგოდ

შავ ძირებს მთელი ნერგის განადგურება შეუძლიათ, ასევე მეზობელი ნერგების დაზიანება. საუკეთესო პროფილაქტიკა მარგანცოვკაა. 3-5 გ ნივთიერება გახსენით 10ლ წყალში. ვარდისფერი ხსნარი უნდა მიიღოთ, რომლითაც ფესვები ფრთხილად გარეცხოთ.

12. ლპობის საწინააღმდეგოდ

იმისთვის, რომ ჟოლო და მარწყვი არ დაგილპეთ, მოამზადეთ ხსნარი: 1.5-2 ჩ.კ. მარგანცოვკა 10ლ წყალში გახსენით. შემდეგ გამორეცხეთ მცენარეები და ნიადაგი მათ ქვეშ. პროცედურა ყვავილობამდე უნდა ჩატარდეს, სანამ ფოთლები გაზრდას დაიწყებენ.  ზაფხულში მეორე გაიმეორეთ. 2-2.5 ჩ.კ. 10ლ წყალში.

ყურძნის დასაცავად 5-7გ გახსენით 10ლ წყალში.

13. ნაცროვანი სოკოების საწინააღმდეგოდ

კიტრზე, ჭარხალზე ან ყაბაყზე ნაცროვანი სოკო გაჩნდა? 3გ მარგანცოვკა 10ლ წყალში გახსენით და მცენარეს და ნიადაგს მოასხით. პროცედურა ყოველ 2-3 დღეში გაიმეორეთ, სეზონზე 3-ჯერ.

14. ფიტოფტოროზის საწინააღმდეგოდ

100გ ნიორი წვრილად დაჭყლიტეთ, დაასხით თბილი წყალი და დააყენეთ. შემდეგ დღეს ხსნარი გაცერით და 1გ მარგანცოვკა დაუმატეთ. გახსენით 10ლ წყალში და გადაასხით მცენარეს, 10-15 დღეში დაამუშავეთ დაზიანებული ნაწილები.

The post მარგანცოვკა: ბაღში, ეზოში და ყვავილნარში გამოყენების 14 უჩვეულო იდეა first appeared on Notepad.

ზუსტად 20 წუთში შეგიძლიათ ეს უგემრიელესი საკვები მოამზადოთ. აიღეთ წყალი და ხორბლის ფქვილი.

$
0
0

ყველა ესპანელმა დიასახლისმა იცის, როგორ მოამზადოს ჩუროსი. მისი რეცეპტი მარტივია და ნაციონალურ ღირსებად ითვლება. ეს გემრიელი ესპანური წასახემსებელი იქ ყველა კუთხე-კუნჭულში იყიდება.

მზადდება კვერცხის ცომზე, რაც მას განუმეორებელ სირბილეს ანიჭებს. მის მომზადებას 25 წუთზე მეტი იშვითა შემთხვევაში სჭირდება. ეს ხდება მაშინ, თუ ჩუროსს კრემს ან ყველს უმატებენ.

შიგთავსის მომზადების აუცილებლობა არაა, რადგან ჩუროსი ისედაც ნოყიერია.

ინგრედიენტები

წყალი 200მლ

ხორბლის ფქვილი 160გ

გამაფხვიერებელი 1 ს.კ

მარილი 0.5 ჩ.კ.

დარიჩინი 0.2 ჩ.კ.

მზესუმზირის ზეთი 100მლ

მომზადება
  1. გააცხელეთ წყალი. ჩაყარეთ მარილი, დარიჩინი, გამაფხვიერებელი და ფქვილი დიდ ჯამში.
  2. დაასხით ცხელი წყალი და მოზილეთ ცომი. დააყენეთ 5 წთ.
  3. ცომი სპეციალურ საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ (რითიც ტორტს რთავენ), შეგიძლიათ პაკეტი გამოიყენოთ და ზეთიან ტაფაზე ზოლებად დაასხით. შეგიძლიათ სპირალის ფორმით დაასხათ და შემდეგ გაყოთ ერთმანეთისგან. შეწვით ყვითელ შეფერილობამდე ორივე მხრიდან.

ამ ნაწარმს რთავენ რძიანი ან შავი შოკოლადით. ის საუკეთესო დესერტია ჩაისთან ან ყავასთან მისაყოლებლად.

The post ზუსტად 20 წუთში შეგიძლიათ ეს უგემრიელესი საკვები მოამზადოთ. აიღეთ წყალი და ხორბლის ფქვილი. first appeared on Notepad.

ჩვენ გასწავლით როგორ მოხარშოთ ჭარხალი 9 წუთში: კიდევ 8 სასარგებლო რჩევა დიასახლისებს.

$
0
0

სხვადასხვა კერძის დამზადებისას, სხვადასხვა სირთულეებს ვაწყდებით. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგანაც კულინარია მთელი მეცნიერებაა, რომელსაც დიდი დრო და ნერვები სჭირდება. ამიტომაც, წარმოგიდგენთ რამდენიმე სასარგებლო ხრიკს, რომელიც გამოადგებათ ახალბედებსაც და გამოცდილ დიასახლისებსაც.

სამზარეულოს ხრიკები

რა მოვიმოქმედოთ, რომ ხახვმა არ აგვატიროს?

ექსპერტები გვირჩევენ, ხახვი დაჭრამდე მაცივარში მოვათავსოთ. ჰაერთან კონტაქტისას ხახვი S-ოქსიდს ათავისუფლებს, რაც ცრემლების წარმოქმნას უწყობს ხელს. თუ ბოსტნეულს გააცივებთ, მას ისეთივე ძლიერი ეფექტი აღარ ექნება. მაგრამ, არ შედოთ საყინულეში, რადგანაც დარბილდება.

რა მოვიმოქმედოთ ცომი ადვილად რომ არ იშლებოდეს?

დაამატეთ მდნარი კარაქი.

რა მოვიმოქმედოთ ტომატის სოუსი მჟავე რომ არ იყოს?

თუ გრძნობთ, რომ ის ძალიან მჟავე გამოგდით, დაამატეთ ცოტაოდენი სოდა. ხანდახან შაქარს ამატებენ, მაგრამ ის მთლიანად ვერ გააქრობს სიმჟავეს, მხოლოდ შენიღბავს.

რა მოვიმოქმედოთ სუნელები უფრო არომატული რომ იყოს?

შეწვით ისინი ტაფაზე მცენარეულ ზეთში. ეს უნდა გააკეთოთ 1-2 წუთის მანძილზე მაღალ ცეცხლზე. შეგიძლიათ 30 წამით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსოთ.

როგორ გამოვაცხოთ პური რბილი ქერქით?

პურის მომზადებისას შიგთავსი წყლით გაზქურის ფსკერზე დადგით. როცა წყალი აორთქლებას დაიწყებს, ორთქლი  სახამებელთან შევა რეაქციაში და ქერქი დარბილდება.

რა მოვიმოქმედოთ ომლეტი ნესტიანი რომ არ იყოს?

რძის მაგივრად ცოტაოდენი გაყინული კარაქი დაუმატეთ.

როგორ შევინახოთ სწორად ვაშლი და ავოკადო?

თუ ვაშლი და ავოკადო დაჭერით, მაგრამ მთლიანად არ დაგჭირდათ, მოაპკურეთ ლიმნის წვენი და ჰერმეტულ კონტეინერში მოათავსეთ. ამ ხერხით დიდი ხნის განმავლობაში ახალივით იქნებიან და არ გაშავდებიან.

როგორ შევინახოთ ტორტი სწორად?

პროფესიონალი კონდიტერები გვირჩევენ გავყინოთ ტორტი მომზადების შემდეგ. იქამდე, სანამ ამას მოვიმოქმედებთ საკონდიტრო ნაწარმი პლასტიკურ პარკში ან კონტეიენრში უნდა შევფუთოთ. ექსპერტები გვარწმუნებენ რომ ტორტი უფრო გემრიელი გახდება.

როგორ მოვხარშოთ სწრაფად ჭარხალი?

ზოგადად, ჭარხალი მთელი საათის განმავლობაში იხარშება, თუ მეტი არა. მაგრამ, 1 ხერხი დიასახლისებს ლოდინისგან გაანთავისუფლებს. გარეცხეთ ჭარხალი და თერმულ პაკეტში მოათავსეთ. გაუკეთეთ ჩანგლით ან დანით ხვრელები.

კაკეტი კერამიკულ ან შუშის ჯამში მოათავსეთ სქელი კედლებით და მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე 9 წთ გააჩერეთ. შემდეგ დაკეტილ ღუმელში კიდევ 10 წთ დატოვეთ და მზადაა.

The post ჩვენ გასწავლით როგორ მოხარშოთ ჭარხალი 9 წუთში: კიდევ 8 სასარგებლო რჩევა დიასახლისებს. first appeared on Notepad.

ჩემი მეგობარი უკვე 67 წლისაა და მისი კანის ყველას შურს. საიდუმლო საშინაო კრემშია კონიაკით!

$
0
0

კონიაკი ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური სასმელია, რომელიც კაცობრიობამ მოიფიქრა. გემრიელი გემოს გარდა, მას უამრავი სასარგებლო მახასიათებელი აქვს. როგორც აღმოჩნდა, ეს ნატურალური სასმელი ახალგაზრდობის საიდუმლოს ინახავს. ის მშვენიერი პროდუქტია საშინაო ლიფტინგისთვის.

კონიაკი კანს უფრო ელასტიურს ხდის, მას ჯანსაღ იერს და ბრწყინვალებას სძენს. ასევე გეხმარებათ გათავისუფლდეთ ნაოჭებისგან. ის არამხოლოდ ებრძვის უკვე გაჩენილ ნაოჭებს, არამედ ახლის წარმოქმნასაც აფერხებს. წარმოგიდგენთ გამაახალგაზრდავებელი კრემის რეცეპტს, რომელიც ამ სასმელზეა დაფუძნებული.

საშინაო კრემი სახისთვის

ინგრედიენტები

  • 1 უმი კვერცხი
  • 100 კრ კრემი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ. კ. ლიმნის წვენი
  • 2 ს. კ. კონიაკი

მომზადება

1. გატეხეთ კვერცხი. მიყოლებით დაამატეთ კრემი, თაფლი, ლიმნის წვენი და კონიაკი. ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ.

2. მასა შუშის ქილაში გადაიტანეთ და  მჭიდრო თავსახური დააფარეთ. კრემი მზადაა!

3. სჯობს კრემი მაცივარში შეინახოთ, არაუმეტეს 7 დღისა.

გასუფთავებულ კანზე ცოტაოდენი კრემი წაისვით. ნარჩენები 1 საათის შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით მოიწმინდეთ. სჯობს პროცედურა ღამით ჩაიტაროთ, რათა კანმა კრემით საფუძვლიანად იკვებოს.

სასურველი ეფექტის მისაღწევად, გაახალგაზრდავების კურსი ჩაიტარეთ. გაიმეორეთ პროცედურა 7-14 დღის მანძილზე, შემდეგ შეისვენეთ. კურსი ყოველ 3 თვეში უნდა გაიმეოროთ.


საშინაო კოსმეტიკას სასწაულების მოხდენა შეუძლია. გამოყენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ, თუ როგორ შეიცვალა კანი. ნაოჭები ალაგდება, სახე გაიჭმება და ჯანსაღ იერს მიიღებს. შედეგი მართლაც შთამბეჭდავია!

კოსმეტიკური პროცედურები საქმის ნახევარია, მაქსიმალური რეცეპტისთვის სახის გაჭიმვის ვარჯიშებიც გაიკეთეთ.

The post ჩემი მეგობარი უკვე 67 წლისაა და მისი კანის ყველას შურს. საიდუმლო საშინაო კრემშია კონიაკით! first appeared on Notepad.

ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ ოფლის სუნი საერთოდ გაქრება. დროა დაემშვიდობოთ დეოდორანტს

$
0
0

ზაფხულობით ოფლის გამოყოფას ვერც ერთი დეოდორანტი ვერ უშლის ხელს. თუ ჰაერის მაღალ ტემპერატურას ფიზიკურ აქტივობასაც დავამატებთ, მივიღებთ სისველეს ტანსაცმელზე, რომელიც ყარს.

სხვათაშორის, ჭარბი ოფლიანობა, შესაძლოა, რომელიმე ქრონიკული დაავადების (მაგ, გულის უკმარისობისა და შაქრიანი დიაბეტის) სიმპტომიც იყოს. ამიტომაც, თუ გრძნობთ, რომ მეტისმეტად ოფლიანობთ, მიმართეთ პროფესიონალს.

გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, რომელიც ოფლის გამოყოფას შეუშლის ხელს:

1. სოდა

ზოგიერთი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატურალური საშუალებების გამოყენება. ჩვეულებრივი საკვები სოდა ჭარბი ოფლიანობის დროს დაგეხმარებათ.

უბრალოდ დაიტანეთ იგი ნოტიო კანზე და მოიშორეთ ზედმეტი ფხვნილი.

თუ წინ სიცხე და ფიზიკური აქტივობა გელოდებათ, შეგიძლიათ, მარტივად შეაჩეროთ ოფლიანობა იზოტონიკის გამოყენებით, რომელსაც 1 ლ წყლით, 1ჩ/კ შაქრით, 1ჩ/კ მარილითა და 1ჩ/კ სოდით მოამზადებთ.

დალიეთ ერთი ჭიქა სასმელი დილით. თუმცა, თუ ამ სითხის დალევა ერთბაშად გიჭირთ, შეგიძლიათ, დღის განმავლობაში თანდათან მიიღოთ.

2. ანულიტი

ეს კრისტალის ფორმის დეოდორანტი ხელოვნური ანტიპერსპირანტების ბუნებრივი ანალოგია. იგი არ ტოვებს ლაქებს ტანსაცმელზე, არ აქვს სუნი და შედგება ანულიტის კრისტალებისგან. მინერალი გაჯერებულია ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით.

იგი კუმშავს საოფლე ჯირკვლებს, ატენიანებს კანს და აქრობს სუნს. გამოყენებამდე ამოავლეთ კრისტალი წყალში და წაისვით იღლიებზე. ანულიტის ქვა დაახლ. 2 წლის განმავლობაში გეყოფათ.

3. წყალბადის ზეჟანგი

ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა ოფლის სუნთან და ბაქტერიებთან ბრძოლისთვის. ნახევარ ჭიქა წყალში შეურიეთ 1 ჩ/კ ხსნარი და დაიტანეთ მშრალი, სუფთა იღლიის კანზე ყოველ დილით.

4. ალუმინის ქლორიდი

თუ ოფლის გამოყოფა მეტისმეტად ინტენსიურია, თქვენ უნდა ეძებოთ დეოდორანტი, რომელიც ალუმინის ქლორიდს დიდი რაოდენობით შეიცავს.

ასეთი ანტიპერსპირანტები შესამჩნევად ამცირებს ოფლის გამოყოფას მაღალ ტემპერატურაზეც კი. გასულ საუკუნეში ფიქრობდნენ, რომ ალუმინის შემცველი ანტიპერსპირანტები კიბოს იწვევს, თუმცა კვლევებით დადგინდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მოსაზრებებია და კავშირი არ არსებობს.

5. მუხის ქერქი

მუხის ქერქის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ. იგი შესანიშნავი საშუალებაა ოფლის წინააღმდეგ. კარგია დილაობით, სუფთა იღლიებზე მუხის ქერქის ნახარშის წასმა, ასევე, შეგიძლიათ გაყინოთ ნახარში და იღლიებზე ყინულის კუბები წაისვათ.

ნახარშის მარტივი მოსამზადებელია: 5 კოვზ მუხის ქერქს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, დაახლოებით, 30 წუთით. გააჩერეთ ნახარში 2 საათით და გაწურეთ.

6. პუდრი

როცა თან სხვა ნატურალური საშუალება არ გაქვთ, გამოიყენეთ სახის ჩვეულებრივი პუდრი. ტალკის შემცველობის წყალობით, თქვენ რამდენიმე საათით შეაჩერებთ ოფლის გამოყოფას. ეცადეთ, პუდრი წაისვათ ყოველ 1 საათში, ხელსახოცის გამოყენებით.

7. ხელის ანტიბაქტერიული გელი

თუ ოფლის სუნი გაქვთ, მაგრამ შხაპის მიღების შესაძლებლობა ამდროისთვის არ გაქვთ, გაიწმინდეთ იღლიები სველი ხელსახოცით და წაისვით ანტიბაქტერიული გელი. იგი სუნის გამომწვევ ბაქტერიებს მოკლავს.

8. ბოტოქსი

თუ ჭარბოფლიანობა თქვენი პირველი პრობლემაა, გაიკეთეთ ბოტოქსი – ამ პრეპარატით მკურნალობენ ჰიპერჰიდროზს. მისი მოქმედების პრინციპი მარტივია: ბოტოქსის წყალობით, ნერვული იმპულსი ვერ აღწევს საოფლე ჯირკვლებამდე, ამიტომ, ოფლი არ გამოიყოფა. ერთი ინექცია 6-12 თვის განმავლობაშია ეფექტური.

9. ლაზერი

თუ თქვენ ყველა საშუალება სცადეთ და სხვა გზა აღარ დაგრჩათ, მიმართეთ ექიმს მიზეზის დასადგენად. თუ თქვენ ჰიპერჰიდროზი აღმოგიჩნდათ, იმკურნალეთ ლაზერით, რომელიც საოფლე ჯირკვლის მუშაობას სამუდამოდ შეწყვეტს.

იქედან გამომდინარე, რომ ოფლის გამოყოფა ორგანიზმის თერმორეგულაციისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, ლაზერით მხოლოდ ყველაზე პრობლემურ ზონებს ასხივებენ.

The post ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ ოფლის სუნი საერთოდ გაქრება. დროა დაემშვიდობოთ დეოდორანტს first appeared on Notepad.

4 კვირაში წნევა დამირეგულირდა. მხოლოდ ეს კამის არომატული ნაყენი გამოვიყენე.

$
0
0

კამა სალათების და სუპების აუცილებელი კომპონენტია. მაგრამ, ბევრი დიასახლისი შეცდომას უშვებს, როცა მის ღეროებს აგდებს. კამის ყველა შემადგენელი ნაწილი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებას ჰიპერტონიას კურნავს.

ეს ამრტივი რეცეპტები მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, დაავადებას საწყის ეტაპზევე შეებრძოლებიან.

კამა — სასწრაფო დახმარება ჰიპერტონიკებისთვის

კამაზე დამზადებული სამკურნალო საშუალება არტერიული ჰიპერტონიის ტკივილს ამსუბუქებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ეს მწვანილი ნედლ მდგომარეობაში.

კამის სამკურნალო თვისებები

ის სავსეა B,A,C ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, რკინით, ფოსფორით, ეთერული ზეთებით. ეს ყველაფერი კომპლექსურად მოქმედებს გულზე, ძარღვებსა და ნერვულ სისტემაზე. ისინი ამშვიდებენ, კუნთებს ადუნებენ, სისხლძარღვებს აფართოებენ და სხეულში სისხლის მოძრაობას არეგულირებენ.

ყველა ორგანო, მათ შორის ტვინი, ჟანგბადით ივსება. მათი მუშაობა ნორმაში მოდის, არტერიული წვენა კი მცირდება.

კამაზე ამზადებენ პრეპარატ ანეტინს, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს.

უკვე 1–1,5 თვის შემდეგ, კამაზე დამზადებული ნატურალური საშუალებების რეგულარული გამოყენებით, ჰიპერტონიის სიმპტომები ძალაუფლებას დაკარგავენ. ხანდახან ეფექტი 3-4 კვირის შემდეგაა შესამჩნევი, დამოკიდებულია ორგანიზმზე. დაგავიწყდებათ ისეთი არასასიამოვნო შეგრძნებები, როგორებიცაა:

  • შავი უბეები თვალების გარშემო
  • წნევის ცვლილებები
  • ნერვულობა, ძილქუში, მუდმივი გაღიზიანება
  • სახის დასიება
  • თავის ტკივილი
  • ჟრჟოლა და ოფლი
  • ქრონიკული დაღლილობა
ნატურალური საშუალებები კამით

კამის მარცვლების ნახარში

  1. დაასველეთ 2 ს.კ. ნედლი ან 1 ს.კ. მშრალი კამის მარცვლები 500მლ წყალში. დაახურეთ თავზე და დატოვეთ ნახევარი საათით.
  2. გააცივეთ და მიიღეთ ჭიქის მეოთხედი დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
კამის ჩაი

ეს სასმელი არეგულირებს არტერიულ წნევას, ასუფთავებს ქოლესტერინის ნარჩენებს და მსუბუქად შლის საკვებს. ჩაი სახის ფერზეც აისახება – გაქრება შეწითლება და შესივება. ამასთან, გახდომისთვისაც მისწრაფებაა.

  1. აიღეთ 3 ჩ.კ. მარცვლები და დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი. 10 წუთის განმავლობაში დააყენეთ.
  2. დალიეთ ნახევარი ჭიქა თბილი ჩაი დილით, ცარიელ კუჭზე
ნახარში კამის მწვანილისგან და ღეროებისგან

  1. დაჭყლიტეთ 2 ს.კ. ნედლი კამა ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში. დაასხით 500მლ ცხელი წყალი. დააყენეთ 20 წთ, შემდეგ გაცერით მარლის მეშვეობით. დარჩენილ ნახარშში შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ.კ. თაფლი.
  2. გაყავით ნახარში 5 ნაწილად და დალიეთ საკვების მღებამდე ყოველ დღე, 1 კვირის მანძილზე. შემდეგ 4 დღიანი შესვენება გააკეთეთ და კურსი გაიმეორეთ.
ვისთვის არ შეიძლება კამა?

ექიმები არ ურჩევენ

  • დაბალი წნევის მქონე ადამიანებს
  • ქალებს მენსტრუაციის დროს
  • კამაზე ინდივიდუალური მიუღებლობის შემთხვევაში

მიიღეთ მეტი კამა, მოამზადეთ არომატული ჩაი ან ნახარში და ექიმებთან სირბილი აღარ დაგჭირდებათ.

The post 4 კვირაში წნევა დამირეგულირდა. მხოლოდ ეს კამის არომატული ნაყენი გამოვიყენე. first appeared on Notepad.

ხურმას კაპიკებში ვყიდულობ ბაზარში და ასეთ შესანიშნავ მურაბას ვამზადებ. აი, რეცეპტი

$
0
0

ზამთარს დარიჩინის სუნი აქვს და ის ტკბილია, როგორც ხურმა. წარმოგიდგენთ ხურმის მურაბის რეცეპტს, რომლითაც წელიწადის ცივ სეზონზე ძალიან ისიამოვნებთ.

არ აქვს მნიშვნელობა ხურმა რბილი იქნება თუ მაგარი. იცოდით, რომ ხურმა ცხოვრებას ახანგრძლივებს? მასში ბევრი ანტიოქსიდანტია, ებრძვის ინფექციურ და ონკოლოგიურ დაავადებებს და სასარგებლოა ფიზიკური თუ ფსიქიკური სისუსტის დროს. ეს წამალი სჯობს სამზარეულოში მუდამ გქონდეთ.

ინგრედიენტები

ხურმა 800გ

შაქარი 500გ

ლიმონი 1 ც

მომზადება

გარეცხეთ და კუბიკებად დაჭერით. თუ კურკები აქვს, ამოაცალეთ. დააყარეთ შაქარი, აურიეთ და 4 სთ დაუცადეთ, რათა წვენი გამოყოს.

მიღებულ წვენში უნდა მოხარშოთ ხილი. დაამატეთ შაქარი და ნელ ცეცხლზე დატოვეთ, 1სთ ურიეთ.

ლიმონი გაასუფთავეთ, დაჭყლიტეთ ბლენდერში ან უბრალოდ დაჭერით. დაამატეთ ხურმას და კიდევ 5წთ ხარშეთ.

მასა ერთგვაროვანი უნდა გახდეს, თითქმის კრემისებრი.

рецепт хурмового варенья

შეგიძლიათ ლიმნის გარდა, ჯანჯაფილი ან სხვა ხილიც დაამატოთ. ასევე, წარმატებით ეხამება თხილი, განსაკუთრებით ნუში. შეინახეთ მაცივარში.

The post ხურმას კაპიკებში ვყიდულობ ბაზარში და ასეთ შესანიშნავ მურაბას ვამზადებ. აი, რეცეპტი first appeared on Notepad.

გამოიყენეთ ლიმონი, მარილი და პილპილი, რათა ჯანმრთელობის ამ 8 პრობლემას გაართვათ თავი

$
0
0

ხალხური მედიცინის რჩევებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლიმნის მიღება სხვადასხვა სუნელებთან ერთად. მიმზიდველად ჟღერს არა? დღეს წარმოგიდგენთ ამ ციტრუსს მარილითა და პილპილით. ეს წამალი დაგეხმარებათ გაციების დროსაც.

ლიმნით მკურნალობა

გაციების დროს, განსაკუთრებით ხველისას დალიეთ ბევრი თბილი სითხე. მაგრამ, სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის წყალს ან ჩაის ცოტაოდენი მარილი, პილპილი და ლიმნის წვენი დაამატეთ. ან უბრალოდ მიირთვით დამარილებული და დაპილპილებული ლიმონი.

ყელის ტკივილისისას შემდეგი ნაყენი დაამზადეთ: 200მლ თბილი წყალი, 1/2 ჩ.კ. ლიმნის წვენი და 1/2 ჩ.კ. მარილი.

აბაზანები ფრჩხილებისთვის უფრო ეფექტური იქნება თუ რამდენიმე წვეთ ლიმნის წვენს და მარილს დაამატებთ.

არომააბაზანები ლიმნითა და მარილით ცელულიტისგან განგათავისუფლებთ.

ნაბახუსევზე დალიეთ ტომატის წვენი 2-3 წვეთი ლიმნის წვენით, მარილითა და შავი პილპილით.

თუ ზედმეტ წონასთან პრობლემები გაქვთ, ყოველდღე გამოიყენეთ 1 ჭიქა თბილი წყალი 1/4 ჩ.კ. შავი პილპილით, 1 ს.კ. თაფლით და 2 ს.კ. ლიმნის წვენით.

გულისრევის დროს მიიღეთ აბაზანები ლიმნის წვენითა და შავი პილპილით.

დაწურეთ ლიმონი, დაუმატეთ შავი პილპილი და მარილი და მშვენიერ მასას მიიღებთ, რომელსაც ნებისმიერ კერძს დაამატებთ და უფრო პიკანტურ გემოს შესძენთ.

ლიმონი მარილითა და პილპილით საუკეთესო საშუალებაა არამხოლოდ გაციებისთვის! ალბათ დარწმუნდით, რომ ის აუცილებლად უნდა დაუმატეთ რაციონში.

The post გამოიყენეთ ლიმონი, მარილი და პილპილი, რათა ჯანმრთელობის ამ 8 პრობლემას გაართვათ თავი first appeared on Notepad.

ექიმი კომაროვსკი: “ბებიების მთავარი დამცველი ვარ”

$
0
0

ბევრ ოჯახს აფრთხობს ხოლმე ფრაზა: “ჩვენთან ბებო მოდის”. ის ხომ მთავარი ხელმძღვანელი, ენციკლოპედია, დიეტოლოგი, ექიმი და ნებისმიერი საკითხის სპეციალისტია! ახალგაზრდა მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ჯიუტ ბებიებს შვილიშვილებზე ნეგატიური გავლენა ექნებათ.

იმედს გაგიცრუებთ, ისინი მთელი ძალით, მაქსიმალურად ცდილობენ დაგეხმარონ. მშობლებსა და ბებიებს შორის სწორი ურთიერთობის დამყარებაში ექიმი კომაროვსკის რჩევები გვეხმარება.

სჭირდებათ თუ არა ბავშვებს ბებია?

“თვითონ ცნება “ბებია” შეიძლება განვიხილოთ არა როგორც კონკრეტული ადამიანი, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური ფენომენი, რომელსაც ცალკეული შესწავლა სჭირდება.” – ამტკიცებს ევგენი კომაროვსკი.

სამწუხაროდ, მშობლები, რომლებიც ზედმეტად დაფოფინებენ შვილებს, უფრო მეტი ძალისხმევით იზრუნებენ შვილიშვილებზე.

მეტის ჭამა, თბილად ჩაცმა, ნაკლები ტირილი – მსგავსი უსარგებლო რჩევები უამრავია, მთავარი აზრი, რაც ბებიებმა უნდა გაიგონ არის ის, რომ ეს მათი შვილი არაა! ბავშვის ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა მის მშობლებზეა.

კონფლიქტების თავიდან არიდება შესაძლებელია. არ გაჩუმდეთ, ისაუბრეთ. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევა ჩამოგიყალიბებთ სწორ ურთიერთობას. ბებიასთან ბავშვის დატოვება მხოლოდ პირველადაა რთული. ნდობა და ერთმანეთის თანხმობა ორივე მხარეს დადებით შედეგს მოუტანს.

“ურთიერთობის გაანალიზებაში პრიორიტეტული როლი სწორედ ბებიებმა უნდა ითამაშონ, ისინი გამოცდილი ადამიანები არიან, უფრო გონივრები და დაბალანსებულები.” – წერს კომაროვსკი. სიყვარული ასაკთან ერთად იზრდება. შესაძლებლობა გიყვარდეთ, რეალურად წლებთან ერთად მოდის.

“ძალიან მიყვარს ბებიები, უსასრულოდ ვცემ პატივს მათ სიკეთეს, შრომას, დახმარების სურვილს”
ბავშვების აღზრდაში მთავარ როლს გამოცდილება თამაშობს. მშობლების დავალებაა ბებიებს აუხსნან, რომ მათი ცხოვრების წესი წარსულში დარჩა. მხოლოდ მშობლებს აქვთ აღზრდის ხერხების არჩევის უფლება.

ბებიები მიჩვეულნი არიან ბავშვები სუსტებად და მუდამ ავად მყოფებად აღიქვან. როგორც წესი, ავად ყოფნას ფსიქოლოგიური ფაქტორიც იწვევს. ბებიის და ბავშვის ურთიერთობაში პატარას უფრო მეტად სიყვარული სჭირდება, ვიდრე საჭმელი.

ექიმის მთავარი წესია: არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ არანაირი გადაწყვეტილება, რომელიც ბავშვის ცხოვრების წესს ეხება, განიხილეთ ის მშობლებთან ერთად. ბებიებო და ბაბუებო შეეგუეთ! დედამ და მამამ გაზრდა უნდა ისწავლონ. ეს არაა უმოქმედობა თქვენი მხრიდან, პირიქით საკვანძო მომენტი აღზრდისას.

იდეალური ბებია გვერდით დგას და აკვირდება თუ როგორ იქცევიან დედ-მამა სრულფასოვან მშბოლებად.

The post ექიმი კომაროვსკი: “ბებიების მთავარი დამცველი ვარ” first appeared on Notepad.
Viewing all 4821 articles
Browse latest View live