Quantcast
Channel: Notepad
Viewing all 4821 articles
Browse latest View live

თუ მხედველობა გიუარესდებათ, მის შესანარჩუნებლად ეფექტურ სავარჯიშოებს და ხერხებს გთავაზობთ

$
0
0

ის ადამიანებიც კი შეიძლება შუახნის ასაკში შეეჯახონ მხედველობის პრობლემებს, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში ბრწყინვალე მხედველობა ჰქონდათ. ყველაზე ხშირად სიმკვეთრის შემცირება და გარჩევადობის გართულება აღინიშნება.

ეს ხდება იმიტომ, რომ წლების მანძილზე, ჩვენი თვალის ლინზა სუსტდება და ფოკუსირების უანრს კარგავს. მზის ზემოქმედება, მტვერი და ქარიც თავის როლს თამაშობენ. გუგა ასაკთან ერთად თხელდება.

რამდენიმე მარტივი ხერხი, რომელსაც ბევრი არაფრად აგდებს, ბუნებრივი პროცესის შეფერხებაში დაგეხმარებათ.

  1. ჯანსაღად კვება – თხილი, მარცვლეული, ციტრუსები, მწვანე ბოსტნეული და სტაფილო განსაკუთრებით სასარგებლოა თვალებისთვის.
  2. სათვალის ტარება ულტრაიისფერ სხივებთან – ყოველთვის დაიცავით თვალი პოტენციური საფრთხისგან.
  3. უსაფრთხოების ზომები კომპიუტერთან ჯდომისას.
  4. მეტი წყლის დალევა – წლების განმავლობაში მშრალი თვალი პრობლემებს ქმნის.
  5. ჰიგიენური პროდუქტები და პირსახოცი პერსონალური იქონიეთ.
  6. გაატარეთ საკმარისი დრო გარეთ.
  7. ეცადეთ არ ახახუნოთ და გაწმინდოთ თვალი არასაჭიროდ.
  8. დაკვირვებით აირჩიეთ კონტაქტური ლინზები.
  9. მაღალი ხარისხის კოსმეტიკა და მოვლის საშუალებები გამოიყენეთ.
  10. ყავის და თამბაქოს დიდი რაოდენობით მოხმარებას თავი აარიდეთ.
  11. რეგულარული სამედიცინო შემოწმება.
  12. ვარჯიში.

თვალის გიმნასტიკა მნიშვნელოვანი საქმიანობაა. კუნთებს გავარჯიშება და კარგ ფორმაში დარჩენა სჭირდებათ. წარმოგიდგენთ 2 ეფექტურ სავარჯიშოს, რომელიც თქვენს ვიზუალურ გარჩევადობას დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს.

სავარჯიშო 1

  1. სწორი ხაზები (ამოძრავეთ თვალები მაღლა და დაბლა, გვერდებზე და დიაგონალურად ორივე მხარეს) გაიმეორეთ 8-10-ჯერ.
  2. თითოეული მართკუთედი, 8 და წრე საათის ისრის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ 4-5 ჯერ უნდა შესრულდეს.
  3. დახატეთ გველი თვალებით თითოჯერ ყველა მიმართულებით.
  4. სპირალები გაიმეორეთ 5-ჯერ.
  5. ეკვატორი 8-ჯერ უნდა გაიმეორეთ. დახატეთ წარმოსახვითი წრეები თვალებით ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად.
  6. უკანასკნელი 4 სურათი არის სავარჯიშო თითების მხრის სიგრძეზე. ამოძრავეთ თითები 5 სმ დაშორებით და გაიმეორეთ 8-ჯერ ყველა მიმართულებით

სავარჯიშო 2

ეს სავარჯიშო პირველის ვარიაციაა, უბრალოდ მიმართულებები ოდნავ განსხვავდება. ისრების და რვიანების 4-5 ჯერ გამეორება საკმარისია, ყვავილების თითოჯერ.

ნუ დააძალებთ თვალებს, თუ დისკომფორტს გრძნობთ. შეგიძლიათ 4 გამეორებით დაიწყოთ. ზოგადად რიცხვი 10-მდე უნდა გაიზარდოს, თუ შესაძლებელია. ახლომხედველობისთვის საკმარისია 3-4ჯერ. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ეს მარტივი სავარჯიშოები დღეში რამდენიმე წუთს წაიღებს და ცხოვრებაში მახვილ მხედველობას გაიხანგრძლივებთ.

The post თუ მხედველობა გიუარესდებათ, მის შესანარჩუნებლად ეფექტურ სავარჯიშოებს და ხერხებს გთავაზობთ first appeared on Notepad.

5 სასმელი, რომელიც ჰორმონებს ნორმაში მოიყვანს

$
0
0

იცით, რომ ქალის ჯანმრთელობა და სილამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კვებაზე? ყველაფერი, რაც თქვენს ორგანიზმში ხვდება, ყველა ქსოვილისა და ორგანოს მუშაობაზე აგებს პასუხს. ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ, ბრძენმა ჰიპოკრატემ განაცხადა: “მე ვარ ის, რასაც მივირთმევ”.

როგორ დავარეგულიროთ შინაგანი მდგომარეობა სასმელების მეშვეობით? თურმე, მათი წყალობით ჰორმონალური ფონის გაუმჯობესებაა შესაძლებელი, განსაკუთრებით ქალებში. იმოქმედებენ არა მხოლოდ ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე, არამედ გააუმჯობესებენ სხეულის ფორმებს, გააჯანსაღებენ კანს და თმას.

მიაქციეთ ყურადღება ჯანსაღ სასმელს და აუცილებლად ჩართეთ ისინი რაციონში. წარმოგიდგენთ 5 მაგალითს, რომელთა დალევაც ორგანიზმში სასწაულს მოახდენს. ქალებისთვის რეკომენდირებულია ყოველდღე!

სასარგებლო სასმელები

1. თბილი წყალი ლიმნით
ეს სასმელი ნამდვილი ხსნაა ქალებისთვის ზაფხულის პერიოდში. ის დაგეხმარებათ დაიკლოთ ზედმეტი წონა, ორგანიზმიდან ტოქსინები გამოდევნოთ, იმუნიტეტი, კანის და საკვების მომნელებელი სისტემის მოქმედება გაიუმჯობესოთ. ყველაფერი იმიტომ, რომ ლიმონი ჰორმონ ლეპტინზე ახდენს გავლენას. თუ მისი ბალანსი დარღვეულია, ორგანიზმი ცხიმებს აგროვებს.


სასმლის მომზადება მარტივია: ცხელი წყლის ჭიქაში ნახევარი ლიმნის წვენის ჩაასხით, შემდეგ ოდნავ გააცივეთ და დალიეთ. უმჯობესია ეს მშვენიერი ნატურალური სითხე დილით, უზმოზე მიიღოთ.

2. ჟოლოს ფოთლების ჩაი
ეს სასმელი ქალის რეპროდუქციული სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. ჟოლოს ფოთლები ამაგრებენ საშვილოსნოს კუნთებს, რისი წყალობითაც მენსტრუაცია, მშობიარობა და კლიმაქსი მარტივი ხდება. ეს ჩაი საოცრად გაფხიზლებთ და ყავასაც ენაცვლება.

რეცეპტი უმარტივესია: 1ს.კ. ჟოლოს ფოთლები 200 მლ ცხელ წყალში ჩააგდეთ და 10 წუთი დააყენეთ. იმისთვის, რომ ჰორმონალური ფონი წესრიგში მოექცეს, სჯობს დღეში 3 ჭიქა დალიოთ, დილით ან დღის მანძილზე. მაგრამ, არა ძილის წინ, რადგანაც დიდხანს ვეღარ დაიძინებთ.

3. რძე ქურქუმით
მას ოქროს რძესაც უწოდებენ. სასმელს მწყობრში მოჰყავს ყველა ჰორმონი, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და კურნავს გაციებას.

200მლ ცხელ რძეს დაუმატეთ 1/2 სუფრის კოვზი ქურქუმა. ასევე შეიძლება თაფლი გემოვნებით. ეს სასმელი უმჯობესია ღამით დალიოთ.

4. გვირილის ჩაი
გვირილის ჩაით კუჭისა და ნაწლავის დაავადებებს კურნავდნენ, ხსნიდნენ სპაზმებს. მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, გვირილას ორგანიზმზე გამწმენდი მოქმედება აქვს.

ცხელი სასმელი აძლიერებს ოფლის დენას, რასაც ტოქსინები მოყვება და კუჭის მოქმედება რეგულირდება.

5. პიტნის ჩაი 

ეს მშვენიერი სასმელი საჭმლის მონელების გაუმჯობესებასთან ერთად, დაღლილობას ხსნის. ასევე პიტნა ქალებს უძილობისას ეხმარება, ტკივილის ხარისხს ამცირებს და გაღიზიანებას აქრობს.

The post 5 სასმელი, რომელიც ჰორმონებს ნორმაში მოიყვანს first appeared on Notepad.

დაკვირვების თავსატეხი: აქედან რომელს არ სჭირდება დახმარება?

$
0
0

ყველას გვაქვს გაგონილი ტვინის რეგულარული ვარჯიშის და ჩარჩოს გარეთ აზროვნების შესახებ. კარგია თუ თქვენი სამსახური ამას გაკეთებინებთ, მაგრამ თუ ესე არ ხდება? მაშინ უნდა მიმართოთ მსგავს თავსატეხებს.

შეგიძლიათ გადაჭრათ მათემატიკური პრობლემები ან ამოხსნათ კროსვორდი, იკითხოთ მეტი, მოუსმინოთ კლასიკურ მუსიკას, ითამაშოთ jigsaw puzzle. ყველა ეს აქტივობა თქვენი ტვინის სიცხადეს უწყობს ხელს და მასზე დადებითად აისახება.

დღეს ერთი თავსატეხი მოგიმზადეთ. უბრალოდ შეხედეთ ფოტოს და გაეცით კითხვას პასუხი.

აქედან რომელ ადამიანს არ დაეხმარებოდით? ვის არ სჭირდება შემწეობა?

 

პასუხი თქვენს თვალებში. ცოტა ხანი დაფიქრდით, შეგიძლიათ მეგობართან ერთად განიხილოთ.

რა თქმა უნდა, სწორი პასუხი არის 1!

გააამხვილეთ ყურადღება ერთ დეტალზე: ფეხსაცმელებზე – ის უდევს ადამიანს, რომელსაც თითქოს ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს. რაში სჭირდება ამ კაცს ფეხსაცმელი თუ ფეხები არ აქვს?

The post დაკვირვების თავსატეხი: აქედან რომელს არ სჭირდება დახმარება? first appeared on Notepad.

როცა ოთახში პატარა სივრცეა, აი, როგორ უნდა შეარჩიოთ კარადა

$
0
0

იმისთვის, რომ სახლში სიმყუდროვე იყოს, თითოეულ დეტალს ფუნქციური და ესთეტიკური როლი უნდა ჰქონდეს. ყოველდღიური გამოყენებისთვის ყველა არასაჭირო ნივთი კარადაში უნდა შეინახოთ.

რა გავაკეთოთ თუ სახლში კარადის ადგილი არაა? ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. საჭირო ადგილის მოსაძებნად, უარი თქვით სტერეოტიპზე, რომ კარადა გაბარიტული ავეჯია, აუცილებლად კედელთან უნდა იდგეს და ნახევარი ოთახი დაიკავოს. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. იქამდე, სანამ კარადას იყიდით, დაფიქრდით, რა უნდა შეინახოთ მასში და მოუძებნეთ ადგილი.

ეს ავეჯი შესაძლოა კედლის ტიხარად და შესანახ სივრცედ ერთდროულად გამოგადგეთ. დახურულ ნაწილში საყოფაცხოვრებო ნივთების შესახვას შეძლებთ, ნიშებზე კი ინტერიერის გაფორმებისთვის დეკორატიულ ელემენტებს მოათავსებთ.

ბევრ ბინაში ფანჯრის რაფის ქვეშ თავისუფალი ადგილია. თუ ამ ადგილას გამათბობელი არ გაქვთ განთავსებული, გამოიყენეთ კარადისთვის.

კიდევ ერთი ვარიანტი ფანჯარასთან არსებული ადგილის სამუშაო სივრცედ ქცევაა, ბევრი თაროთი და ყუთით.

არ თქვათ უარი კარადის ტრადიციულ განთავსებაზე – კედლის გასწვრივ. ამ შემთხვევაში კარებებზე გააკეთეთ სარკე, რათა ოთახის სივრცე ვიზუალურად გააფართოვოთ.

ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კუთხის ვარიანტს. კარადა საწოლის თავზე არსებული განყოფილებებით გააფართოვეთ.

ფანჯარასთან არსებული სივრცის გამოყენება მრავალფეროვნად შეიძლება. აქციეთ ის ფუნქციონალურ დასვენების ზონად.

განსაკუთრებით აქტუალურია კარადის განთავსება სააბაზანოში, სადაც თითოეული სანტიმეტრი დათვლილია. ძირითადად ირჩევენ კედლის კარადას სარეცხი მანქანის თავზე.

მსგავსი სახით შეგიძლიათ მოათავსოთ საპირფარეშოშიც. მსგავს კარადაში შეინახავთ სარეცხ ფხვნილებს, ტუალეტის ქაღალდს თუ სხვა საჭირო ნივთებს.

საძინებელში შეგიძლიათ გამოიყენოთ არამხოლოდ სივრცე საწოლთან, არამედ მის თავზე. პირველ რიგში მას გამოიყენებთ თეთრეულის, ბალიშების და პლედების შესანახად.

გარდერობი შეგიძლიათ კუთხისებრი გააკეთოთ, თუ ტიპიურ მართკუთხას ვერ ატევთ. არასტანდარტული არ ნიშნავს შეუთავსებელს.

არ დაივიწყოთ აივნების და ლოჯების შესახებ. თუ ასეთი ადგილი მოგეძებნებათ, თამამად გამოიყენეთ კარადების მოსათავსებლად.

აირჩიეთ შესაბამისი კონსტრუქცია, რომელიც სასურველია არ გადატვირთოთ.

კარადის სტილის და ფორმის არჩევა მარტივდება მას შემდეგ, რაც მას ბინაში ადგილს მოუძებნით. პარამეტრები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელა სივრცის გამოყოფას აპირებთ მისთვის. ეცადეთ რაც შეიძლება ცოტა ადგილი დაიკავოს.

კარადა ფუნქციური ნივთია, რომელმაც სახლში საქმიანი ფუნქცია უნდა შეასრულოს და არა დეკორატიული. ამასთან, ჰარმონია უნდა მოახდინოს ინტერიერის სხვა ნაწილებთან. ეს გაითვალისწინეთ იქამდე, სანამ კარადის ფერს აირჩევთ.

The post როცა ოთახში პატარა სივრცეა, აი, როგორ უნდა შეარჩიოთ კარადა first appeared on Notepad.

აიღეთ ნედლი კაკალი და ჩაყარეთ მინის ქილაში, რათა თქვენმა სახსრებმა ელასტიურობა დაიბრუნოს. აი რეცეპტი

$
0
0

მარილების სახსრებში ჩალაგება ახალგაზრდა ასაკშიც პრობლემატურია. არასწორი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი, გენეტიკური წინასწარგანწყობა… ორგანიზმში მარილები ფაქტობრივად შეუმჩნევლად ლაგდება. რაც ადრე მიეხედება ამ პრობლემას, პროცესი უფრო სწრაფად და ეფექტურად წავა.

მარილების ჩართვას შეიძლება ვებრძოლოთ ხალხური საშუალებებით, რომლებიც სწრაფად იძლევა სასურველ ეფექტს.

ოხრახუში ლიმონით

ამისთვის დაგჭირდებათ ოხრახუში, ლიმონი და თაფლი.

ინგრედიენტები

  • 250 გ ოხრახუშის ფესვები
  • 150 გ ოხრახუშის ფოთლები
  • 200 გ ლიმონი
  • 300 გ თბილი თხევადი თაფლი

მომზადების წესი

  1. ოხრახუშის ფესვები ლიმონთან ერთად დააბლენდერეთ.
  2. ნარევს დაამატეთ ოხრახუშის ფოთლები, რომლებიც წინასწარ უნდა დაჭრათ და დაამატეთ შემდეგ თაფლი.
  3. ნარევი კარგად აურიეთ.

გამოყენება

მიიღეთ დღეში სამჯერ თითო ჩაის კოვზ. მკურნალობის დაწყების წინ რეკომენდებულია თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა. თუ აღმოგაჩნდათ კენჭები, მაშინ ამ საშუალების გამოყენება არ ღირს.

კაკლის წენგო

ინგრედიენტები

  • 40 ცალი მწვანე კაკალი
  • 2,5 ლ წყალი

მომზადების წესი

  1. მოაცალეთ კაკალს მწვანე გარსი და მოათავსეთ ქვაბში.
  2. დაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  3. ადუღეთ ნახევარი საათი, გააციეთ და დადგით ერთი დღე-ღამით ბნელ ადგილას.

გამოყენება

ამ ნაყენს სვამენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დილით, შუადღით და საღამოს. 7 დღის შემდეგ ნარევი დასრულდება. შეისვენეთ ერთი კვირით და კვლავ გაიმეორეთ იგივე. მკურნალობის კურსი 5 კვირაა. შემდეგ კვლავ შეისვენეთ ერთი თვე და განაგრძეთ მკურნალობა. საუკეთესო ეფექტი მიიღწევა რაციონში კაკლის ყოველდღიური მიღებით.

ეს ნაყენი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც იოდის მაღალი შემცველობა აქვს სისხლში. იოდის დონე მარტივად მოწმდება: გაიკეთეთ ხელზე იოდის ბადე. თუ 8 საათის შემდეგ ის კვლავ სხეულზე დარჩება, ესე იგი, ასეთი მკურნალობა თქვენთვის უკუნაჩვენებია.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

The post აიღეთ ნედლი კაკალი და ჩაყარეთ მინის ქილაში, რათა თქვენმა სახსრებმა ელასტიურობა დაიბრუნოს. აი რეცეპტი first appeared on Notepad.

33 მიზეზი ქოქოსის ზეთის შესაყვარებლად: ახლა მის გარეშე ვერ გაძლებთ

$
0
0

ქოქოსის ზეთი ყველაზე სუფთა ზეთია მსოფლიოში, რომელიც სპეციფიკური მჟავებისგან შედგება. ამ პროდუქტს აფთიაქში ადვილად მიაგნებთ.

ქოქოსის ზეთი სილამაზისთვის

დამატენიანებელი ლოსიონი. საღამოობით, გასუფთავების პროცედურის შემდეგ, ქოქოსის ზეთში ამოვლებული ბამბის ბალიშის წასმა სილამაზის რუტინის დასკვნითი ეტაპი იქნება. დაიმუშავეთ მასაჟის მოძრაობებით, ეცადეთ კანი არ დაჭიმოთ. 1 სთ-ის შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით გაიწმინდეთ.

სახის გამწმენდი ნიღაბი. აურიეთ 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი 1 ს.კ. თაფლთან. დაიდეთ მასა სახეზე და 15-20 წთ გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კრემი ქუთუთოებისთვის. თვალის გარშემო კანი ჩვეულებრივი კრემის ნაცვლად ქოქოსის ზეთით დაიმუშავეთ, ამგვარად გაიახალგაზრდავებთ კანს და სიმუქეც გაქრება.

თმის ნიღაბი. მასაჟური მოძრაობებით შეიზილეთ კრემი თმის ძირებში, შემდეგ მთელს სიგრძეზე გაანაწილეთ. შეიფუთეთ თავი. 30 წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. 1 თვის შემდეგ თავს ვერ იცნობთ: თმა გამაგრდება, მომხიბლავი და მბზინვარე გახდება, ისევე როგორც თმის საშუალებების რეკლამებში.

ქერტლის საწინააღმდეგოდ. წაისვით კრემი თავის კანზე და ღამე დაიტოვეთ. დილით დაიბანეთ.

მზისგან დაცვა. ინდოელი ლამაზმანები ქოქოსის ზეთის გარეშე თავის მოვლას ვერ წარმოიდგენენ. ისინი ამ საშუალებით თმას მზის მავნე სხივებისგან იცავენ.

კრემი გაპარსვის შემდეგ. ყველაზე ნატურალური და ეფექტური.

ტუჩის ბალზამი. ქოქოსის ზეთი ტუჩის კანს ატენიანებს და აახალგაზრდავებს.

სკრაბი ტანისთვის. 2-4 ს.კ. ზეთს 1 ს.კ. ნატურალური ყავა დაამატეთ. აურიეთ, რაიმე ფორმაში მოათავსეთ და მაცივარში შედგით. წყლის პროცედურამდე მოჭერით ნაწილი და კანი დაიმასაჟეთ.

მაკიაჟის მოსაშორებლად. ქოქოსის ზეთი თვალს არ აღიზიანებს და კოსმეტიკას ეფექტურად აშორებს.

დამარბილებელი საშუალება იდაყვისთვის, სოკოსთვის: უბრალოდ წაისვით ზეთი.

ქოქოსის ზეთი კულინარიაში

საჭმელების მოსამზადებლად კოსმეტიკური ქოქოსის ზეთი არ გამოგადგებათ. ეტიკეტზე უნდა ეწეროს, რომ ის საკვებისთვისაა.

შეწვისა და გამოცხობისთვის. კერძებს პიკანტურ არომატს და დაუვიწყარ გემოს სძენს.

სმუზი. ცადეთ ასეთი რეცეპტი: ბლენდერში მოათავსეთ 2ჭიქა ქოქოსის რძე, 20გ ქოქოსის ზეთი, 1 შეკვრა ვანილის შაქარი, 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი, 1/2 ჭიქა კენკრა და 1 ჩ.კ. დარიჩინის ფხვნილი.

სალათების მოსართავად. ქოქოქსის ზეთი არამხოლოდ გემოს შეუცვლის სალათს, არამედ საშუალებას მისცემს ბოსტნეულს სალათი ვიტამინებით უფრო მეტად გააჯერონ.

მაიონეზისთვის. მაიონეზის მომზადებისას ჩვეულებრივი ნაღების კარაქი ქოქოსით ჩაანაცვლეთ. გემო გაგაოცებთ.

კვერცხისთვის. ქოქოსით დაზეთილი კვერცხი უფრო დიდხანს ინახება.

ქოქოსის ზეთი ჯანმრთელობისთვის

ანთების და ჭრილობების დროს. ქოქოსის ზეთი ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული საშუალებაა. უბრალოდ წაისვით დაზიანებულ ადგილას.

სუნთქვის სიჯანსაღისთვის. არასასიამოვნო სუნი პირში ბაქტერიების ბრალია. ქოქოსის ზეთი მათგან განგათავისუფლებთ და კბილებს ეფექტურად გაწმენდს.

არომათერაპიისთვის.

იმუნიტეტისთვის. ისინი, ვინც ქოქოსის ზეთს საკვებში ხშირად გამოიყენებენ, ძლიერი იმუნიტეტით გამოირჩევიან.

ფარისებრი ჯირკვლისთვის. კვლევები ადასტურებენ, რომ მისი რეგულარული გამოყენება ჯირკვლის ჯანსაღ ფუნქციონირებას განაპირობებს.

ართრიტის დროს. ხშირად დაიმუშავეთ სახსრები, რათა ტკივილი შეგიმცირდეთ.

სოკოვანი ინფექციების დროს. 1 ს.კ. ქოქოსის ზეთს 3 წვეთი ჩაის ხის ეთერული ზეთი დაამატეთ და ყოველ საღამოს დაიმუშავეთ ფეხები.

ანგინის და ყელის ტკივილის დროს. 1 ჩ.კ. საკვები ქოქოსის ზეთი მიიღეთ რათა ყელი დაამშვიდოთ.

მზისგან დამწვრობის დროს. თუ რუჯი ზედმეტი მოგივიდათ, დაამშვიდეთ კანი ამ კრემით.

ქოქოსის ზეთი ბავშვებისთვის და ორსულობის დროს

მკერდისთვის. ძუძუთი კვების შემთხვევაში ქოქოსის ზეთი ნაპრალებს აღადგენს და ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა.

დაჭიმული მუცელი. თუ ქოქოსის ზეთით ორსულობისას მუცელს ხშირად დაიმუშავებთ, სტრიები შეიძლება აღარც გაჩნდეს.

ახალშობილის კანისთვსის. შეგიძლიათ ბავშვის ლოსიონი ქოქოსისზეთით ჩაანაცვლოთ.

საფენის ქვეშ კანისთვის. პამპერსის მორგებამდე, ბავშვს კანი ქოქოსის ზეთით გაჟღენთილი ხელსახოცით გაუწმინდეთ.

ქოქოსის ზეთი სახლის საქმეებისთვის

ჟანგი. ყველაზე არომატული საშუალება ჟანგისთვის!

სამზარეულოს ტექნიკისთვის. ხორცსაკეპი მანქანის ან ბლენდერის დანები გამოყენების შემდეგ ქოქოსის ზეთით გაწმინდეთ და ის დიდხანს დარჩება მჭრელი.

ავეჯის გასაპრიალებლად.

ფეხსაცმელებისთვის. ჩაანაცვლეთ ფეხსაცმლის საწმენდი ქოქოსის ზეთით.

The post 33 მიზეზი ქოქოსის ზეთის შესაყვარებლად: ახლა მის გარეშე ვერ გაძლებთ first appeared on Notepad.

გაითვალისწინეთ, ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს ვერასოდეს მოატყუებთ –უბრალოდ, ცდაც არ ღირს

$
0
0

ალბათ ყველას გვყავს მეგობარი, რომელსაც ვერასდროს მოატყუებს ადამიანი. მათი გამჭრიახი გონება და ინტუიციის მაღალი გრძნობა საშუალებას აძლევთ არაფერი გამოეპაროთ.

ასტროლოგებმა გამოყვეს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც რაც არ უნდა ვეცადოთ ვერ მოვატყუებთ.

ეს ნიშნებია: ქალწული, მორიელი და თევზები.

ეს ადამიანები გასაოცარი ინტუიციით, გამჭრიახობითა და ეშმაკობით არიან დაჯილდოებულნი. სწორედ მათზეა ნათქვამი “ეშმაკზე ერთი დღის ადრე დაიბადა”.

ყოველთვის ხვდებიან, როდესაც სიცრუეს უყვები მაგრამ ამას თავდაჯერებულები, ღიმილით ისმენენ. ისინი შესანიშნავად ერკვევიან ადამიანთა ფსიქოლოგიის რთულ ხვეულებში და ყოველთვის უშეცდომოდ სვამენ დიაგნოზს ამა თუ იმ ინდივიდის ცუდი და კარგი მხარეების შეფასებისას.

The post გაითვალისწინეთ, ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს ვერასოდეს მოატყუებთ – უბრალოდ, ცდაც არ ღირს first appeared on Notepad.

ჩემმა მეგობარმა ცოტაოდენი ეთერული ზეთი ჭიპზე წაისვა –უკვე 1 თვის შემდეგ დაორსულება შეძლო.

$
0
0

ჭიპი ჩვენი ორგანიზმის საოცარი ნაწილია. თითის ანაბეჭდის მსგავსად, არ არსებობენ ადამიანები ერთნაირი ჭიპებით. სწორედ ჭიპია სიმძიმის ცენტრი სხეულზე. დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჭიპის მდებარეობა ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებთანაა დაკავშირებული.

ამ ნიუანსმა შეიძლება გვაჩვენოს რამდენად სწრაფად შეგვიძლია სირბილი ან ცურვა. აფრიკული წარმომავლობის სპორტსმენები ხშირად იგებენ სირბილში შეჯიბრს, რადგანაც ევროპელებთან შედარებით მაღალი ფეხები აქვთ და ჭიპიც 3 სმ-ით მაღლა.

ჭიპი საკრალური ადგილია. მეცნიერება ადასტურებს, რომ მასზე მოქმედებით შინაგან ორგანოებზე მოვახდენთ გავლენას. აი როგორ ხდება ეს პრაქტიკაში…

როგორ გამოვიყენოთ ეთერული ზეთი

ჭუჭყის მოსაშორებლად
მეცნიერები ამბობენ, რომ ჭიპი ადამიანის სხეულის ყველაზე ჭუჭყიანი ნაწილია. ამიტომაც, შხაპის მიღების წინ აუცილებლად უნდა გაასუფთაოთ ეს ზონა ჟოჟობას ან ყურძნის ეთერული ზეთის მეშვეობით. სჯობს ამ მიზნით ბამბის ტამპონი გამოიყენოთ.

საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად
გასაოცარია, მაგრამ ეს მუშაობს. ეთერული ზეთი დაგეხმარებათ გამოასწოროთ კუჭ-ნაწლავის სისტემის მოქმედება. დიარეის, გულისრევის დროს აურიეთ პიტნის ეთერული ზეთი ძირითად ზეთს. მიღებული მასა ჭიპზე დაისხით.

მენსტრუაციის დროს ტკივილის შეგრძნების შესამცირებლად
თუ ამ დროს ტკივილი გაწუხებთ, რამდენიმე წვეთი ეთერული ზეთი წაისვით: კვიპაროსის, შალფეის ან ჯანჯაფილის. ცოტახანი ზურგზე დაწექით, სანამ სპაზმები არ დაცხრება.

ნაყოფიერების ამაღლებისთვის
ეთერული ზეთის რეგულარული გამოყენება აამაღლებს ნაყოფიერებას როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. ამისთვის მოამზადეთ ნარევი: 5 წვეთი ძირითადი ზეთი და 2 წვეთი შალფეის ეთერული ზეთი.

წაისვით ჭიპზე. მისი შემადგენლობა მოდუნებას შეუწყობს ხელს, ჰორმონების და სპერმის გამომუშავებაზე მოახდებს გავლენას და მენსტრუალურ ციკლს დაარეგულირებს.

The post ჩემმა მეგობარმა ცოტაოდენი ეთერული ზეთი ჭიპზე წაისვა – უკვე 1 თვის შემდეგ დაორსულება შეძლო. first appeared on Notepad.

აი, რატომ გამოიყენება “ზელიონკა”მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში.

$
0
0

სპირტის ხსნარი “ბრილიანტის მწვანე” ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგანაც მისი მეშვეობით ჯერ კიდევ ახალდაბადებულ ბავშვს ვურჩენთ ინფექციის კვალს.

ის საშინაო აფთიაქში ყოველთვის მოიპოვება. სასწაულებრივი საშუალება ნებისმიერ გამონაყარს, ჭრილობას, ნაკაწრს შველის.

როგორ ჩამოვიბანოთ “ბრილიანტის მწვანე”

ის ძვირი არაა და თან ანტისეპტიკური საშუალებაა, მაგრამ თუ კანზე წავისმევთ ან შემთხვევით იატაკზე დაგვესხმება, ლაქა დიდიხანს დაგვამახსოვრებს თავს.

სინამდვილეში მისი მშორება არც ისე რთულია, როგორც ჩანს. ეფექტური საშუალებები არსებობს, უბრალოდ ოპტიმალური ვარიანტი უნდა აარჩიოთ და სწორად გამოიყენოთ.

როგორ მოვიშოროთ კანიდან
როცა მისით დამუშავებული ჭრილობა ხორცდება, ფიქრობთ რა უყოთ სიმწვანეს. შეგიძლიათ არც არაფერი მოიმოქმედოთ. ადამიანის კანი რეგულარულ განახლებას ახორციელებს და ლაქაც ადრე თუ გვიან გაქრება.შეგიძლიათ ისარგებლოთ მათეთრებლით.

აიღეთ ბამბა და ცოტაოდენი საშუალება დაასხით. მოიწმინდეთ ბრილიანტის მწვანით შეღებილი ადგილი და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.ქლორზე ალერგიის მქონე ადამიანებმა სპირტი ან ნებისმიერი ალკოჰოლი უნდა გამოიყენონ. დაასველეთ ბამბა მათში და გაისუფთავეთ გამწვანებული ადგილი. ეს მეთოდი ყველა მარტივი და უნივერსალურია, მაგრამ მშრალ და მგრძნობიარე კანს არ გამოადგება.

ბავშვის მგრძნობიარე კანის შემთხვევაში ხელსახოცი დაგჭირდებათ, რომელსაც წყალბადის ზეჟანგში ან ქლორგექსიდინში დაასველებთ. ეს პრეპარატები უსაფრთხოდ მოქმედებენ.

როგორ გავისუფთაოთ კანი ჩუტყვავილას შემდეგ
გამოცდილი ხერხია გამოიყენოთ ცხიმიანი კრემი, სჯობს საბავშვო. მას გვერდითი ეფექტები არ აქვს, არ იწვევს სიწითლეს და ალერგიას, კარგად ჩამოიბანება საპნით. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე მცირე ინტერვალით.

როგორ გავასუფთაოთ ავეჯი
ბოთლთან არაფრთხილი დამოკიდებულების შედეგად, შეიძლება ავეჯიც მწვანედ შეგვეღებოს. ამ შემთხვევაში ის თავისით ნამდვილად არ გაქრება. უნდა იმოქმედოთ.საუკეთესო საშუალებაა გამათეთრებელი. დაადეთ ის ლაქას და დატოვეთ 5-10 წთ.

შემდეგ აიღებთ ჯაგრისი ან ღრუბელი და გაწმინდეთ ლაქა.თუ მათეთრებელი არ გაქვთ, სპირტით დატენიანებული ხელსახოცი გამოიყენეთ. ავეჯზე, რომელიც ლაკითაა დამუშავებული, მწვანე ლაქას ჩვეულებრივი საშლელითაც გააქრობთ. კონკრეტული ადგილი წინასწარ სველი ხელსახოცით დაამუშავეთ.

თუ რბილ ავეჯზე დაგესხათ, ლაქების ამომყვანი გამოიყენეთ. შემდეგ სველი მაგიდის საწმენდით გაასუფთავეთ და ნახევარი საათით დატოვეთ, შემდეგ მორეცხეთ.

როგორ ამოვიყვანოთ სიმწვანე იატაკიდან
პირველ რიგში აიღეთ მშრალი საწმენდი ან ქაღალდი და ზედმეტი სითხე მოაშორეთ. ამასთან, გვერდებზე არ გაგივრცელდეთ. შემდეგ ცოტაოდენ წყალში გახსენით თხევადი საპონი, სარეცხი ფხვნილი ან ჭურჭლის სარეცხი საშუალება და მწვანე ლაქა მიღებული ხსნარით საგულდაგულოდ გაწმინდეთ.თუ სიმწვანე მთლიანად არ გაქრება, ღრუბელზე ლაქების მოსაშორებელი საშუალება დაასხით და 10-15 წთ დატოვეთ. ის გაშრება და სხველი ხელსახოცით მთლიანად ჩამოშორდება.

როგორ ამოვიყვანოთ ტანსაცმლიდან
თუ ჯინსზე დაგესხათ, განუზავებელი აცეტონით გაჟღინთეთ. შემდეგ გარეცხეთ. ლაქას მოაშორებთ მტკიცე ნაჭერით.თუ ბრილიანტის მწვანე თეთრ ქსოვილზე მოხვდა, აიღეთ ბამბა, დაასველეთ წყალბადის ზეჟანგში და ლაქა გაჟღინთეთ. 10 წთ-ის შემდეგ გარეცხეთ თბილ წყალში დიდი რაოდენობის სარეცხი ფხვნილით.

The post აი, რატომ გამოიყენება “ზელიონკა” მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. first appeared on Notepad.

აუცილებლად ვღეჭავ ხმელ მიხაკს. შედეგისთვის ვემადლიერები ექიმს.

$
0
0

მიხაკის სამკურნალო თვისებები ჩინურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ეს სუნელი უნიკალური შემადგენლობის წყალობით ბევრ დაავადებას კურნავს. მასში შედის პროვიტამინი A, ჯგუფი B-ს ვიტამინები, ვიტამინი C,E, ომეგა 3, ეთერული ზეთები და სხვადასხვა მინერალები.

ექიმის რჩევით ქრონიკული ანგინისგან განვთავისუფლდი. მან მომიწოდა ყოველდღე ხმელი მიხაკი დამეღეჭა და საშინელმა ფარინგიტმა როგორც იქნა დამტოვა.

ხმელ მიხაკს ბევრი სხვა სუპერ თვისება აქვს. ამ ყველაფრის გაგების შემდეგ მის ყიდვას აუცილებლად გადაწყვეტთ.

როგორ მივიღოთ ხმელი მიხაკი

პარაზიტებისგან განთავისუფლებისთვის
ხმელი მიხაკის რამდენიმე კვირტი დაღეჭეთ საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე. ეს დღეში ორჯერ გააკეთეთ. ორგანიზმი პარაზიტებისგან რამდენიმე დღეში სრულად გაიწმინდება.ერთი კვირტი 20%-ით ეთერულ ზეთს შეიცავს. მისი შემადგენლობის წყალობით მცენარე ძალიან ეფექტურია.

პირის ღრუს მკურნალობა
თამამად ჩაანაცვლეთ კევი ხმელი მიხაკის კვირტებით. თუ მას ყოველდღე დაღეჭავთ, სტომატიტი და ღრძილების ანთება დაგავიწყდებათ. მასში შემავალი ეთერული ზეთი არასასიამოვნო სუნს გააქრობს. ეს ეფექტური საშუალება კაპიკები ღირს!თუ ანგინის ან ყელის ანთების პირველ ნიშნებს აღმოაჩენთ, რამდენიმე პატარა მიხაკი დაღეჭეთ. ყელი მომენტალურად შეწყვეტს ტკივილს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებისთვის
ამისათვის დაღეჭეთ 2 მიხაკის კვირტი 1 ჩ.კ. თაფლთან ერთად საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე. თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულის დროს არ მიიღოთ, სხვა შემთხვევაში რეკომენდირებულია. მიხაკი გახდომაში სწრაფად დაგეხმარებათ.

კიბოს პროფილაქტიკისთვის
მისი შემცველობის წყალობით მიხაკი შეანელებს კიბოს უჯრედების განვითარებას და შეაფერხებს ახლების გაჩენას. ოჯახები, სადაც ადამიანებს კიბო უკვე ჰქონდათ გადატანილი, მიხაკის პროფილაქტიკა საუკეთესოა.

წნევის მომატებისთვის
თუ დაბალი წნევა გაქვთ, ცადეთ მიხაკი. რამდენიმე ხმელი კვირტი დაღეჭეთ და ეფექტი უკეთესი იქნება, ვიდე ყავის შემდეგ. გაგივლით თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ადამიანებს ნორმალური წნევით, ასევე შეუძლიათ ხანდახან ყავა მისით ჩაანაცვლონ. არამხოლოდ აფხიზლებს, არამედ ორგანიზმის ძალებს ასტიმულირებს.

მიხაკის სასარგებლო თვისებები შთამბეჭდავია. მათ კიდევ ერთი – დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ. ნერვული სისტემის მუშაობას არეგულირებენ.

იმისთვის, რომ მიხაკის ხარისხი გაარჩიოთ, ჩააგდეთ წყალში ძალის დატანებით. ხმელი მიხაკი ან უნდა ჩაიძიროს, ან ვერტიკალურად ცურვა დაიწყოს.

თუ მიხაკი ჰორიზონტალურად ცურავს, მაშნ სამკურნალო თვისებები არ აქვს. მასში შემავალი ეთერული ზეთები გამქრალია.

The post აუცილებლად ვღეჭავ ხმელ მიხაკს. შედეგისთვის ვემადლიერები ექიმს. first appeared on Notepad.

ვერმიშელის მომზადება ერთი შეხედვით ძალიან მარტივია. თუმცა არსებობს მისი ისეთი რეცეპტებიც, რომელიც შედარებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოდის. ამისათვის მას უბრალოდ დაუმატეთ სოუსი. აი რეცეპტი

$
0
0

ვერმიშელი უყვართ ბავშვებსაც და მოზრდილებსაც. მას ნებისმიერი სოუსი უხდება. დღეს კი განსხვავებულ სამარხვო რეცეპტს შემოგთავაზებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვერმიშელი იხარშება, მას მაინც სჭირდება წინასწარ მოხალვა. ამისათვის უბრალოდ მშრალ ტაფაზე უნდა დაყაროთ და ოქროსფერის მიღებამდე ურიოთ დაბალ ცეცხლზე.

ინგრედიენტები

  • ერთი ჭიქა წვრილი ვერმიშელი
  • ორი ცალი ბულგარული წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 4 ს. კ. ზეთი
  • 4 ცალი პომიდორი
  • ერთი ცალი ბადრიჯანი
  • ნახევარი ჩ. კ. ხმელი სუნელი
  • წიწაკა ჩილი გემოვნებით
  • მარილგემოვნებით

მომზადება

  1. ბოსტნეული გარეცხე და დაჭერი კუბებად. გადაიტანე ბლენდერში. მანდვე ჩაამატე საკმაზი და მარილი. დააბლენდერე ერთგვაროვან მასამდე. უნდა გამოგივიდეს 2,5 ჭიქა სოუსი.

  1. ვერმიშელი მოხალე ზეთში ოქროსფრამდე. დაამატე ბლენდერის მასა და ხარშე დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად ურიე.

  1. ხარშე მანამდე, სანამ სითხე არ აორთქლდება.

წინასწარ მოხალვა საჭიროა იმისთვის, რომ ვერმიშელმა ფორმა შეინარჩუნოს მეორე დღესაც კი. თუმცა თუ რბილი სახით გნებავთ, შეგიძლიათ ჯერ მოხარშოთ და მერე დაასხათ ასევე მოხარშული სოუსი.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

The post ვერმიშელის მომზადება ერთი შეხედვით ძალიან მარტივია. თუმცა არსებობს მისი ისეთი რეცეპტებიც, რომელიც შედარებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოდის. ამისათვის მას უბრალოდ დაუმატეთ სოუსი. აი რეცეპტი first appeared on Notepad.

აი რა მოხდება თუ დღეში 1 მუჭა თხილს და კაკალს მიირთმევთ

$
0
0

თხილი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ცილებითა და საჭირო ცხიმებით მდიდარი პროდუქტი მეტაბოლიზმს მოწოდების სიმაღლეზე ამყოფებს. დიეტოლოგები გვირჩევენ სხვადასხვა სახეობის თხილი რაციონში ჩავრთოთ, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან მომენტს არ ითვალისწინებენ:

დღის მანძილზე მკაცრად აღრიცხული თხილის პორცია უნდა მიიღოთ, რათა ჯანმრთელობის პრობლემებს გაექცეთ. განსაკუთრებით აქტუალური იქნება ეს ინფორმაცია კვების მომნელებელი სისტემის პრობლემის მქონე და წონის დაგდების მსურველი ადამიანებისთვის. მათთვის, ვისაც სუსტი ღვიძლი აქვს.

რამდენი თხილი უნდა ვჭამოთ დღეში

ცხიმებით მდიდარი თხილი
ცხიმები, რომლებიც თხილის შემადგენლობაშია, ძალიან სასარგებლოა. გახსოვდეთ: თხილი კალორიულია, ამირომაც მომცრო პორციებით უნდა მიირთვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტ კილოგრამებს მოიმატებთ.

სელენით გაჯერებული თხილი
თუ თხილის დიდ პორციას მიირთმევთ, ორგანიზმში სელენის დიდი დოზა მოხვდება, ეს კი კუნთების ტკივილის და ანთებას გამოიწვევს.

თხილი ღვიძლისთვის მძიმე პროდუქტია, ამიტომაც სიფრთხილით მიეცით ის 12 წლამდე ბავშვებს. დღეში 1 მუჭაზე მეტი არა!

თხილი მძიმე ნივთიერებებს შეიცავს
თუ დროთა განმავლობაში საკვების მიღების შემდეგ სიმძიმეს გრძნობთ, თხილის მიღების დოზა შეამცირებთ. ძალიან ბევრი თხილი ცუდად გადამუშავდება.

თხილი სასარგებლოა კუნთებისთვის, ახდენს თავის ტვინის სტიმულრიებას, მათი მოხმარება სასიკეთოდ აისახება კანისა და თმის მდგომარეობაზე. მთავარია დაიცვათ წესები – დღეში 1 მუჭაზე მეტი არ მიიღოთ. არ გადატვირთოთ სხეული.

The post აი რა მოხდება თუ დღეში 1 მუჭა თხილს და კაკალს მიირთმევთ first appeared on Notepad.

ალოე ვერას წვენი –ძლიერი ნატურალური ბიოსტიმულატორი – 6 რეცეპტი თერაპიისთვის

$
0
0

ალოეს კოქტეილი ნამდვილი განძია მათთვის, ვისაც ენერგიით დატვირთვა და ვიტამინური თერაპია სურს. ალოეს სამკურნალო თვისებები მთელ მსოფლიოშია დადასტურებული. წარმოგიდგენთ 6 ორიგინალურ და სასარგებლო რეცეპტს.

სასმელები

ჩაი ალოეთი

ალოე ვერა ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალებაა. დაამატეთ მცენარის წვენი ჩაიში ყოველდღე. 200მლ ჩაიზე 1 ჩ.კ. ალოე გამოიყენეთ. ის არამხოლოდ გააძლიერებს იმუნურ სისტემას, ასევე დააჩქარებს მეტაბოლიზმს.

მატონიზირებელი წყალი
გამოსაფხიზლებელი დილის ნაყენი ალოეთი ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში ტონუსში ამყოფებს. აურიეთ 1 ს.კ. ლიმნის წვენი და 1 ს.კ. ალოე ადუღებულ წყალთან. გაათბეთ ცეცხლზე, სანამ ინგრედიენტები არ გაიხსნება. გააცივეთ და დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი. მიიღეთ საუზმემდე 30წთ-ით ადრე.

კოქტეილი გახდომისთვის

ეს წვენი სჯობს სადილის შემდეგ დალიოთ. ანანასი ცხიმებს წვავს, კიტრი ატენიანებს, ალოე კი საჭმლის გადამამუშავებელ სისტემას ამსუბუქებს. საბოლოოდ გახდომისთვის მშვენიერ საშუალებას ვიღებთ. 1 ჭიქა წყალზე აიღეთ 1/2 კიტრი, ანანასის ნაჭერი და 1 ს.კ. ალოე. აურიეთ ბლენდერში სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ.

გამწმენდი სმუზი

ძალიან გემრიელი და ვიტამინებით სავსე ელექსირის რეცეპტი მოიცავს 1 მწვანე ვაშლს, 1 კიტრს, 1 მსხალს, 1/2 ალოეს ფოთოლს და ქურქუმას. ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და აურიეთ. სმუზი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად

მრავალკომპონენტიანი წვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს და ინფექციებს ებრძვის. მის მოსამზადებლად 2 ჭიქა ყურძენი, 3 კივი, 1 ფორთოხალი, 5 სალათის ფოთოლი, 1 ალოეს ფოთოლი და 2 ჭიქა წყალი დაგჭირდებათ. გაასუფთავეთ ხილი ქერქისგან და მოათავსეთ ბლენდერში. მიიღებთ სმუზს, რომელიც სადილამდე 30წთ-ით ადრე უნდა მიირთვათ.

ალოე მარწყვით და ფორთოხლით

ეს სასმელი ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის და საკვების მონელების სისტემას გააუმჯობესებს. ფორთოხლის, ალოეს და მარწყვის შეხამება ძლიერ ანტიოქსიდანტს განაპირობებს. აიღეთ 4 მარწყვი, 1 ფორთოხლის წვენი, 1 ს.კ. ალოე და 1/2 ჭიქა წყალი. მოათავსეთ ყველაფერი ბლენდერში და აურიეთ. მშვენიერი დილის კოქტეილი მზადაა!

ალოე ვერას წვენი ნებისმიერი დიეტის მშვენიერი დანამატია. თუ ორგანიზმის გასუფთავება, რამდენიმე კილოგრამის დაკლება და ჯანმრთელობის გაუმჯობესება გსურთ, გადადით დაბალანსებულ კვებაზე ნაკლები ცხიმით.

ამ სასმელებისთვის სჯობს ალოეს ძველი ფოთლები გამოიყენოთ. გამოიყენეთ მხოლოდ სირბილე ან წვენი. ფოთლის გარსი გადააგდეთ.

The post ალოე ვერას წვენი – ძლიერი ნატურალური ბიოსტიმულატორი – 6 რეცეპტი თერაპიისთვის first appeared on Notepad.

დაასხით თბილი სპრაიტი ცომს –ღმერთო, ეს ხომ საუკეთესო ბლინია მსოფლიოში

$
0
0

თუ ბლინებს კეფირით ამზადებთ, კეფირი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ცივის შემთხვევაში ბლინები ისეთი არ გამოვა, როგორიც საჭიროა. კიდევ ერთი ხრიკი – ბლინის ცომმა 15 წუთის განმავლობაში უნდა “დაისვენოს”. ეს აუცილებელია. ასევე, ბლინები ნელთბილ ცეცხლზე, დახურული სახურავით მოამზადეთ!  როგორ ვხდით ჩვენს ბლინებს ფუმფულას? ვიყენებთ სოდას ან საფუარს.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ხრიკი ბლინის ცომზე დამატებული ცოტაოდენი გაზირებული სასმელი – სპრაიტია. დამერწმუნეთ, დესერტი იმაზე ასმაგად უკეთესი გამოგივათ, ვიდრე ყოველთვის. უფრო ფუმფულა, უფრო არომატული, მოკლედ ყველაფერი უფრო კარგი. ამაში უმარტივესი რეცეპტი დაგეხმარებათ:

ინგრედიენტები
  • 0,5 ჭიქა ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ცომისთვის
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 120 გ ნაღების კარაქი
  • 0,5 ჭიქა არაჟანი
  • 1 ჭიქა სპრაიტი
მომზადების ხერხი

აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.

დაამატეთ მდნარი კარაქი, არაჟანი და სპრაიტი.

აურიეთ ყველა ინგრედიენტი, რათა ცომი მსუბუქი და ჰაეროვანი გამოვიდეს და არა წებოვანი.  სურვილის შემთხვევაში დაამატეთ ცოტაოდენი ფქვილი. დადეთ მაგიდაზე და ფრთხილად გაშალეთ.

გამოიყვანეთ ფორმები.

შეწვით ბლინები ნაღების კარაქში.

ფუმფულა ბლინები საფუარის გარეშე მზადაა!

ისინი საოცრად გემრიელია და აუცილებლად უნდა გასინჯოთ!

The post დაასხით თბილი სპრაიტი ცომს – ღმერთო, ეს ხომ საუკეთესო ბლინია მსოფლიოში first appeared on Notepad.

ოტო ვარბურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი: “არანაირ ავადმყოფობას, არც კიბოს არ შეუძლია ტუტე გარემოში იარსებოს”

$
0
0

ბევრი დიეტოლოგის აზრით, ტუტოვანი დიეტები შაქრის, ალკოჰოლის, ცხიმების და სხვა მავნე პროდუქტების შემცირების ხარჯზე აღწევს შედეგს. გამოდის, რომ ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის მჟავაწარმომქმნელი პროდუქტების გამოყენება უნდა შეამციროთ და ტუტე რეაქციის მქონე კერძები გაზარდოთ? წარმოგიდგენთ კვების მთავარ პრინციპებს სახლის პირობებში. გაიუმჯობესეთ განწყობა დღეიდან!

მჟავა-ტუტოვანი ბალანსი

დილა დაიწყე ლიმნიანი წყლით

ლიმნის წვენი უზმოზე დაგეხმარებათ გამოფხიზლდეთ და საკვების მომნელებელი სისტემა გააქტიუროთ, დაატენიანოთ ორგანიზმის უჯრედები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მსგავსი სასმელი მჟავების სავალალო მოქმედებას ანეიტრალებს. ამასთან, ლიმონში ბევრი ანტიოქსიდანტი და ვიტამინია, რომლებსაც ორგანიზმზე დადებითი გავლენა აქვთ.

გაექეცით მჟავაწარმომქმნელ პროდუქტებს

ეს იმას არ ნიშნავს, რომ რძის პროდუქტებზე, ხორცზე, ბრინჯზე, შოკოლადსა და ყავაზე საერთოდ უარი უნდა თქვათ. მაგრამ მათი მოხმარება 20-30 %-ით უნდა შეამციროთ. ეს პროდუქტები არაა სასარგებლო არც ჯანმრთელობისა და არც ფიგურაზე.

მიიღეთ ბიო დანამატები

ამ გასუფთავებითი პროცესის მომხრეები დარწმუნებულები არიან, რომ სპეციალური ბიო დანამატების გარეშე, რაციონს ვერ მოვიაზრებთ. დიეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ ხმელ იონჯას, უნდა გაექცეთ ხორბალსა და ქერს, მიიღოთ წყალმცენარეები და არ დაივიწყოთ მაგნიუმი, თუთია და კალციუმი.

სელის ზეთი ყველა კერძში

სელის ზეთის ყოველდღიური ოპტიმალური რაოდენობაა 2-3 სუფრის კოვზი. დაამატეთ სასარგებლო ზეთი სალათებში, სუპებში, ცხელ კერძებში. სმუზს მოუხდება არა ზეთი, არამედ დაფქული მარცვლები.

გაექეცით შაქარს

რაფინირებული შაქარი ის პროდუქტია, რომელზე უარის თქმასაც პირველ რიგში გვირჩევენ, რადგანაც ყველაზე მჟავაწარმომქმნელი პროდუქტია. თუ ძალიან გსურთ ტკბილი, ყურადღება ბუნებრივ შაქრის შემცვლელ პროდუქტებზე გააკეთეთ: აგავას ნექტარი, მიწავაშლას სიროფი, ქოქოსის შაქარი..

გამოიყენე მწვანილები

შეურიეთ სხვადასხვა მწვანილი(როზმარინი, კამა, ორეგანო, რეჰანი). ნიორი, ლიმონი და სუნელები, მოათავსეთ ბოთლში და დაასხით ზეთი. მეორე დღეს არომატული პორციაა მზადაა.

დაამატეთ ომეგა 3 რაციონში

სისუსტე, ნივთიერებათა ცვლის შენელება, წონის მატება, ულამაზო კანი, ცუდი საკვების გადამუშავება და ტვინის დაბერება – ყველაფერი ეს ორგანიზმში ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობის ბრალია. თევზის ცხიმიანი სახეობები, სელის მარცვლები, კანაფი – ომეგა 3-ის საუკეთესო ბუნებრივი წყაროებია.

ნუში წასახემსებლად

გემრიელი თხილი მდიდარია მიკროელემენტებით, რომლებიც ორგანიზმში ტუტე გარემოს ქმნიან. ნუში დიდი რაოდენობით ვიტამინ E-ს შეიცავს და ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან იცავს.ნუში ეხმარება ღვიძლის და ელენთას მუშაობას, ასუფთავებს სისხლს და მასში შაქრის შემცველობას ამცირებს. ნუშის რეგულარული გამოყენების დროს უმჯობესდება გონებრივი საქმიანობა და ქრება უძილობა.

შეიყვარეთ ისპანახი

ისპანახი ტუტე პროდუქტების მეფეა, ამიტომაც ის ყველა სამზარეულოში უნდა იყოს. ეს მწვანილი დაგეხმარებათ კერძები და სასმელი ვიტამინი A და K-თი, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით გაამდიდროთ.

მსგავსი პროდუქტები:

ბროკოლი, სატაცური, ნიახური, კიტრი, სტაფილო, პომიდორი, ბარდა, ყველა ტიპის თხილი, კომბოსტო, ყაბაყი, მარცვლეული. ორგანიზმის გასუფთავებისთვის ძალიანს სასარგებლოა ციტრუსები, ავოკადო, მწვანილი და საზამთრო.

ამბობენ, რომ ყველა დაავადება, მათ შორის კიბო მავნე მჟავების ბრალია. ეს გამასუფთავებელი პროცესი ყოველ შემთხვევაში, ძალიან სასარგებლოა. გაიუმჯობესეთ განწყობა დღეიდან!

The post ოტო ვარბურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი: “არანაირ ავადმყოფობას, არც კიბოს არ შეუძლია ტუტე გარემოში იარსებოს” first appeared on Notepad.

ეს 6 პროდუქტი თქვენს ღვიძლს ტოქსინებისგან ასუფთავებს.

$
0
0

ღვიძლი ჩვენი სხეულის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა. ის მუდამ გვეხმარება გავთავისუფლდეთ ტოქსინებისგან, რომლებიც ორგანიზმში იკარგებიან. მავნე საკვების, ალკოჰოლის და სტრესის გამო, ღვიძლს უფრო და უფრო ურთულდება საქმის წარმოება. ამიტომაც, დროდადრო ეს ორგანო უნდა გავწმინდოთ.

წარმოგიდგენთ 6 პროდუქტს, რომელიც მარტივად გაასუფთავებს თქვენს ღვიძლს. დიეტის დროს უარი თქვით ალკოჰოლზე, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა, რაციონიდან ამოიღეთ ცხიმიანი, მარილიანი, შემწვარი და შებოლილი. ნუ შეჭამთ ბევრ შაქარს, ჩაანაცვლეთ ის თაფლით.

პროდუქტები ღვიძლისთვის

ნიორი
ნიორს ბევრი სასარგებლო თვისება აქვთ, ერთ-ერთი ღვიძლის გასუფთავებაა. ამ ფუნქციას ის ანტიოქსიდანტების და მინერალების წყალობით ფლობს. წნევის დასარეგულირებლად და სისხლძარღვების გასასფუთავებლად სელინი აუცილებელია, რასაც ნიორი შეიცავს.

გრეიფრუტი
თუ მას ზომიერად მიიღებთ, ღვიძლს ყველაფერი წესრიგში ექნება. ეს ციტრუსი გლუტატიონის ბუნებრივი წყაროა. ის მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, რომელიც ღვიძლს კვებავს და იმუნიტეტს აძლიერებს. შეგიძლიათ უბრალოდ ჩააგდოთ ჩაიში ლიმნის ნაცვლად.

ჭარხალი
ჭარხალი არამხოლოდ კუჭის პრობლემების დროსაა სასარგებლო, არამედ მნიშვნელოვანია ღვიძლის სწორი მუშაობისთვის. ეს ბოსტნეული მის უჯრედებს აღადგენს.

ზეითუნის ზეთი
ღვიძლის გასუფთავებისთვის სალათებში ზეითუნის ზეთი დაამატეთ. მას გამაძლიერებელი ზემოქმედება აქვს. შეგიძლიათ უზმოზეც დალიოთ. მისი პროდუქტებში დამატება სავსებით ჩვეულებრივი ამბავია.

თაფლი
მართალია ტკბილზე უარი უნდა თქვათ, მაგრამ თაფლზე არა. დიეტოლოგები გვირჩევენ საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე 1 ჩ.კ. თაფლი მივიღოთ, დღეში ორჯერ. თაფლის აქტიური კომპონენტები ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებს აღადგენენ და მასში მიმდინარე პროცესებს გააუმჯობესებენ.

ქურქუმა
ღვიძლს აღმოსავლური სუნელი უყვარს. დაამატეთ კერძებში, განსაკუთრებით ხორციანში. ქურქუმა გააჯანსაღებს ამ ორგანოს.

ეცადეთ რაციონში დაამატოთ აქედან რომელი პროდუქტი მაინც და შენიშნავთ როგორ გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა.

The post ეს 6 პროდუქტი თქვენს ღვიძლს ტოქსინებისგან ასუფთავებს. first appeared on Notepad.

ანწლის წვენი, თაფლი და ეს ინგრედიენტი. აი საუკეთესო საშუალება სეზონური გაციებისას.

$
0
0

როცა პატარა ვიყავი, ჩემი უფროსი და ხშირად ცივდებოდა და ავადმყოფობდა. ექიმები ამბობდნენ, რომ სუსტი იმუტიტეტი ჰქონდა და აუმრავ წამალს უნიშნავდნენ. დიდად არაფერი ეხმარებოდა. მაგრამ ერთ დღეს, ყველაფერი შეიცვალა… სტუმრად ბებიის ნათესავი გვეწვია. ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაში იყო და ენერგიის მოზღვავებასაც გრძნობდა. ამასთან, მან საიდუმლო რეცეპტიც იცოდა.

ამ წამლის ერთ კვირიანი მიღების შემდეგ, ჩემი და გაციებისგან გათავისუფლდა და ნახევარი წლის შემდეგ ვერავინ იტყოდა, რომ წარსულში ხშირად ავადმყოფობდა.

ანწლის წვენი

შავი ანწლი ორგანიზმში ყველა ვირუსს კლავს და იმუნურ სისტემას აუმჯობესებს.

ჯერ კიდევ ძველ დროში ანწლის თვისებებს “მედიცინის მამა” ჰიპოკრატე აღნიშნავდა. მაშინ ეს მცენარე საკრალური იყო, რომელიც ადამიანებს ჯანმრთელობას ჩუქნიდა. სლავებში დღემდე გავრცელებულია თავის ტკივილის ანწლით მოშუშება.

ანწლი ხალხურ მედიცინაში ბევრ მტერთან საბრძოლველად გამოიყენება. თაფლთან და ლიმნის წვენთან ერთად ეს სასმელი ვირუსებისგან გაგანთავისუფლებთ, გაციების პრობლემას მალე გადაჭრის და ძლიერ ჯანმრთელობას გაჩუქებთ.

წარმოგიდგენთ სეზონური გაციებისა და სხვა დაავადებებისთვის სასწაულებრივ რეცეპტს. ამის მერე არაფერი წარმოადგენს თქვენთვის საფრთხეს.

ინგრედიენტები
  • 450 მლ ანწლის წვენი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 4 ს.კ. ლიმნის წვენი

მომზადება
  1. ჩაასხით ანწლის წვენი ქვაბში და დაამატეთ ლიმნის წვენი. მიიყვანეთ მასა ადუღებამდე.
  2. დუღილის შემდეგ, 30 წუთი ცეცხლს დაუკელით. ამის შემდეგ ცოტა გააცივეთ.
  3. დაუმატეთ სუფრის კოვზი თაფლი და საფულდაგულოდ აურიეთ.
  4. უკეთესი ეფექტისთვის მიირთვით თბილი.

წვენის მომზადებისას მხოლოდ წმიფე ნაყოფი უნდა გამოიყენოთ. დაუმწიფებელში ძლიერი მჟავები შედის.

აღსანიშნავია, რომ ბუნებაში წითელი ანწლიც არსებობს, ის საშიშია, ამიტომაც ეს ორი სახეობა ერთი და იგივედ არ მიიჩნიოთ!

შავი ანწლის სასმელი არამხოლოდ გაციებას კურნავს. ეს ანტივირუსული საშუალება გულ-სისხლძარღვთა, კვების მომნელებელ და კანის დაავადებათა დროს საუკეთესო მოკავშირეა. სიროგიფს გამოყენება დიდი ხნის სიცოცხლის გარანტიაა.

The post ანწლის წვენი, თაფლი და ეს ინგრედიენტი. აი საუკეთესო საშუალება სეზონური გაციებისას. first appeared on Notepad.

აი, როგორ უნდა გავრეცხოთ წული და ჰაეროვანი ფარდები უბადლოდ.

$
0
0

მსგავს პრობლემას ბევრი დიასახლისი აწყდება. ახალ, თეთრ, მსუბუქ და ჰაეროვან წულს გარეცხვის შემდეგ ვეღარ ცნობთ? საიდან ჩნდება არასასიამოვნო დაბურული ფერი და სიძველის ეფექტი?

არსებობს სწორი ხერხი გაექცეთ დელიკატური ქსოვილების დაზიანებას გარეცხვის შემდეგ…

როგორ გავრეცხოთ წული?

იმისთვის, რომ მან ბრწყინვალება შეინარჩუნოს, ყურადღება წყლის ტემპერატურაზე გაამახვილეთ. ის დაახლოებით 30-35 გრადუსამდე უნდა იყოს გამთბარი. უფრო მაღალი ტემპერატურა ქსოვილის სტრუქტურას დაამახინჯებს.

შემდეგი ეტაპი დამარილებაა: დაამატეთ წყლიან ტაშტს ნახევარი კილო მარილი. გააჩერეთ ფარდები ამ ხსნარში ნახევარი საათით. პროცედურის დროს გაქრება ლაქები და წული იდეალურ შეფერილობას მიიღებს. შემდეგ ის წყალში გაავლეთ, ოღონდ ამ მიზნისთვის არა ცხელი, არამედ ცივი ან ოდნავ თბილი წყალი გამოიყენეთ.

საბოლოოდ წული სინთეტიკური ქსოვილებისთვის განკუთვნილი თხევადი საშუალებით გარეცხეთ. უბრალოდ გამდინარე წყალში მოათავსეთ, არაა საჭირო ხელით ხახუნი.

ასევე, წულისთვის ძველი ბრწყინვალების დასაბრუნებლად, ცივ წყალში ძმარი ჩაასხით, პროპორციით 1 სუფრის კოვზი თითო ლიტრზე.

The post აი, როგორ უნდა გავრეცხოთ წული და ჰაეროვანი ფარდები უბადლოდ. first appeared on Notepad.

საშინელი მტრის წინააღმდეგ წარმოგიდგენთ ნამდვილ მეთოდს: პირდაპირ მინდვრებიდან და ბაღებიდან!

$
0
0

პაპილომა კანის კეთილთვისებიანი სიმსივნური გამონაზარდია. ძუძუს თავის ფორმა აქვს და ღია ყავისფრიდან მუქ ტონალობაში გადადის. პაპილომას მიზეზი პაპილომას ვირუსია. ის უკიდურესად გადამდებია. შეიძლება გადავიდეს როგორც სქესობრივი გზით, ასევე ყოველდღიური სიტუაციით: ხელის ჩამორთმევით, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, სხვისი ჰიგიენის ნივთით… ამას კანზე სხვადასხვა მიკროტრავმა მოყვება.

როცა უსიამოვნება სახეზე ან თვალების გარშემო იჩენს თავს – აუცილებლად სპეციალისტს უნდა მიმართოთ. დანარჩენ შემთხვევებში ბუნებრივ ხერხებს მიმართეთ.

წინასწარ კონსულტაციისთვის მიმართეთ დერმატოლოგს, ზოგიერთი პაპილომა ტენდეციურ ხასიათს ატარებს და მალე პატარავდება და ქრება.

როგორ გავაქროთ პაპილომა სახლის პირობებში?

ხალხური საშუალებები

ქრისტესისხლას წვენი
ყველაზე ცნობილი მეთოდი… ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები, რადგანაც ის ასუფთავებს კანს. პაპილომას გარშემო კანი ბავშვის კრემით დაიცავით, ხოლო თვითონ დაზიანებულ ადგილზე ყოველ 2-3 სთ-ში წვენი წაისვით.

კარტოფილის წვენი
პაპილომათი დაზიანებული კანის ნაწილები შეგიძლიათ ამ წვენით დაამუშავოთ. ეს დღეში 2-3-ჯერ უნდა გააკეთოთ. შედეგი უკვე 1 კვირაში იქნება შესამჩნევი. მკურნალობა მის შემცირებამდე ან საბოლოო გაქრობამდე უნდა ჩაიტაროთ.

ვიტამინი Е
ვიტამინი E-დან ზეთი გამოწურეთ და პრობლემურ ადგილას დღეში 2ჯერ დაიწვეთეთ. შედეგს 1-2 კვირა უნდა ელოდოთ. საუკეთესო ეფექტისთვის ვიტამინი ნიორთან აურიეთ და რამდენიმე ღამე დადგით.

ბაბუაწვერას ნაყენი
თუ პაპილომა ზაფხულის პერიოდში გაჩნდა, ბაბუაწვერას მიმართეთ. ჭურჭელში მოათავსეთ მოკრეფილი ყვავილები და დაასხით სამმაგი ოდეკოლონი. დააყენეთ 2 კვირა ბნელ ადგილას. ამ ხსნარით პაპულომა დღეში 5-ჯერ დაიმუშავეთ საბოლოო გაქრობამდე.

ჯანჯაფილი
დაზიანებული ადგილი 2 კვირის მანძილზე ნედლი ჯანჯაფილით დაიმუშავეთ.

ჩაის ხის ზეთი
ჩაის ხის ზეთის 2-3 წვეთი ბამბაზე დააწვეთეთ და პაპილომაზე ფრთხილად დაიდეთ. 10 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ დაიკეთეთ.

ვაშლის ძმარი
პროცედურის წინ პაპილომასთან არსებული კანი კრემით ან მცენარეული ზეთით დაიმუშავეთ. შემდეგ ბამბა ვაშლის ძმარში დაალბეთ და პაპილომაზე დაიდეთ.
ბამბა პლასტირის მეშვეობით დაიფიქსირეთ და 30 წუთი გაიჩერეთ. 6-7 საათში პროცედურა გაიმეორეთ. შედეგს საშუალოდ 5 დღე სჭირდება.

ლიმნის წვენი
ლიმონი ლიმონმჟავას შეიცავს, რომელიც პაპილომის პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ბამბა ლიმნის წვენში დაასველეთ და დაზიანებულ ადგილას დაიდეთ. აცადეთ შეიწოვოს. დღეში 2-3 ჯერ გააკეთეთ იგივე 2-3 კვირის მანძილზე, სანამ კანი არ გასუფთავდება.

თავშავას ზეთი
თავშავა ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. ზეთის 2-3 წვეთი ქოქოსის ზეთის 4-6 წვეთში აურიეთ. მასა პაპილომაზე გაანაწილეთ. პროცედურა დღეში სამჯერ გაიმეორეთ. პაპილომა გახმება და ჩამოვარდება.

The post საშინელი მტრის წინააღმდეგ წარმოგიდგენთ ნამდვილ მეთოდს: პირდაპირ მინდვრებიდან და ბაღებიდან! first appeared on Notepad.

ტესტი: აირჩიეთ დოქი და გაიგეთ რა გელით უახლოეს მომავალში

$
0
0

თუ კარგ ხასიათზე არ ხართ, დაგეხმარებით განწყობა ამ ტესტის მეშვეობით აიმაღლოთ.

ის საინტერესოა და გიკარნახებთ რა გელით უახლოეს მომავალში;

ჩვენ ავარჩიეთ 5 ჯადოსნური დოქი, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.

განეწყვეთ სათანადოდ, მოუსმინეთ შინაგან ხმას, გააკეთეთ არჩევანი. დოქი უნდა აირჩოთ მხოლოდ 1.

რომელზე გააკეთეთ არჩევანი?

დოქი 1

ინფორმაცია ეძღვნებათ მათ, ვინც შემოქმედებითაა დაკავებული. როგორც წესი, ისინი რომანტიკული ადამიანები არიან.

მათ უყვართ ნათელი ცხოვრება და განსაკუთრებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მათ ცხოვრებაში ფანტასტიკური მოვლენები მიიზიდონ. მაგრამ, ვარსკვლავები გირჩევენ ცოტაოდენი სიფრთხილე გამოიჩინოთ.

ბევრი მოვლენა იქნება, მაგრამ ყველა მათგანი სათანადოდ არ დალაგდება. ცხოვრების კარდილანურად შეცვლაში თეთრი ვირთხა დაგეხმარებათ.

 

დოქი 2

ეს დოქი სავსეა რომანტიკითა და ვნებით. უახლოეს მომავალში სიყვარული და ბედნიერება გელით.

ცხოვრება ჯადოსნურად დაგილაგდებათ. უეცარი განცდები გაგახსენდებათ და ყოფილი გულგატეხილობიდან კვალიც არ დარჩება.

მათ, ვინც არჩევანი ამ დოქზე გააკეთა, ოჯახურ ბუდეზე უნდა დაფიქრდეს. მალე გთხოვენ ხელს.

 

დოქი 3

თქვენს ცხოვრებაში ნეგატიური მოვლენები და ემოციები არ იქნება. ყველაფერი კარგად მიდის.

ერთ ადგილას არ დგახართ და ახალი წარმატებებისკენ სვლას განაგრძობთ. უახლოეს პერიოდში გაგახარებთ მოვლენა, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენს ოჯახთან.

შესაძლოა ეს იყოს სადღესასწაულო ღონისძიება, ბავშვის დაბადება ან ქორწილი. ნებისმიერ შემთხვევაში ცხოვრება არ იქნება მოსაწყენი, პირიქით, პოზიტიური.

 

დოქი 4

ეს დოქი სავსეა სიბრძნით. თქვენ დაიმსახურეთ ბრძენის სახელი და ცხოვრება გაძლევთ საშუალებას გაუზიაროთ ეს სიბრძნე მთელ სამყაროს.

დაფასება საინტერესო იქნება : გაემგზავრებით მოგზაურობაში.

იქ შეიძენთ ახალ ცოდნას და გაუზიარებთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც საინტერესოები იქნებით.

 

დოქი 5

ზოგიერთისთვის ეს დოქი ყველაზე ბედნიერი იქნება. მასში იპოვნით ფინანსურ კეთილდღეობას და წარმატებას უახლოესი პერიოდისთვის.

ეს პერიოდი დაგაჯილდოვებთ ძალისხმევისთვის, რომელიც გამოამჟღავნეთ, ღვაწლისთვის, რომელიც კომპანიისთვის გაიღეთ.

თქვენ გაიმარჯვეთ, რაც ნიშნავს, რომ ფულადი ჯილდო დაიმსახურეთ. სანამ ფულს დახარჯავთ, დაფიქრდით, შესაძლოა შეგიძლიათ მათი რაოდენობის გაზრდა.

The post ტესტი: აირჩიეთ დოქი და გაიგეთ რა გელით უახლოეს მომავალში first appeared on Notepad.
Viewing all 4821 articles
Browse latest View live