Quantcast
Channel: Notepad
Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

თრომბი დაუნდობელია, მასთან ხუმრობა არ შეიძლება. აი რა იწვევს თრომბს და როგორ ვებრძოლოთ.

$
0
0

იშემიურ ინსულტს შეიძლება თამამად ვუწოდოთ XXI საუკუნის მთავარი მკვლელი. რამდენ ადამიანს აინვალიდებს ის და რამდენს უსწრაფებს სიცოცხლეს. მაგრამ ის თავისით არ ჩნდება, არამედ არის სისხლძარღვის თრომით დაცობის შედეგი, ამიტომ სწორედ თრომბების წარმოქმნა არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში და დროულად აღმოვაჩინოთ საფრთხე.

ჩვენ მოგიყვებით რატომ ჩნდება თრომბები და როგორ უნდა დავიცვათ მათგან თავი.

თრომბები სისხლძარღვებში

დაზიანებული სისხლძარღვის თრომბით დახშობის უნარი – ორგანიზმის ერთ-ერთი დამცველობითი რეაქციაა, რომელიც არ უშვებს სისხლის უკონტროლო კარგვას. მაგრამ ისინი საფრთხეს მაშინ წარმოადგენენ, როცა ამა თუ იმ მიზეზით მათი რაოდენობა მკვეთრად იზრდება. თრომბები ადამიანის სისხლგამტარ სისტემაში ჩნდება სისხლის შენელებული მოძრაობის დროს, ასევე სისხლის მაღალი სიბლანტისა და სისხლძარღვთა შიდა ზედაპირის მთლიანობის დარღვევისას.

თრომბი განთავსდება არტერიებში, ვენებში და გულშიც კი. არახელსაყრელი მდგომარეობების დროს თრომბი შეიძლება მოწყდეს და ეს გახდეს ინსულტის მიზეზი. ასევე შენელებული სისხლის მიმოქცევა ვარიკოზული დაავადების, ჭარბი წონისა და ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის თანმხლები პროცესია.

მომატებული რისკის ჯგუფში იმყოფებიან მჯდომარე სამუშაოს მქონე ადამიანები და ისინი, ვინც მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფებიან. ამ ჯგუფში შედიან ორსულები და ქალები, რომლებიც ჰორმონულ კონტრაცეპტივებს იღებენ.

დაფიქრება მართებთ მწეველ ადამიანებსაც, ვინაიდან ნიკოტინი ტრომბოქსანს გამოათავისუფლებს, რაც სისხლის შედედების მძლავრი ფაქტორია. უნდა დაფიქრდნენ მკაცრი დიეტის მოყვარულებიც: საკვების შეზღუდვა იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას და შედეგად სისხლის სიბლანტის გაზრდას.

თრომბის წარმომნის პროფილაქტიკა

1. თქვენს ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც სისხლის შედედებას ამცირებენ. ასეთია ალუბალი, მწვანე ჩაი, თინუსი, მარცვლოვანი და ზღვის პროდუქტები, პარკოსანი მცენარეები, კაკალი და ბოსტნეული.

2. დაუთმეთ სპორტს მინიმუმ ნახევარი საათი დღეში, განსაკუთრებით, თუ მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური დატვირთვები, ფეხით სეირნობა, კარდიო და დილის ვარჯიშები, ცეკვა.

3. აუცილებლად სვით წყალი, ლიტრა-ნახევარი ან ორ ლიტრამდე დღეში – ეს არის სუფთა წყლის ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის, განსაკუთრებით თუ გიყვართ ყავა ან ხშირად მიირთმევთ ცხიმიან საკვებს.

4. უარი თქვით მარგარინსა და მის შემცველ საკვებზე. არ მოიხმაროთ ჭარბად ცხიმიანი საკვები და სუბპროდუქტები.

5. ანტითრომბული მოქმედება აქვს შემდეგ პროდუქტებს: ჭინჭარს, პიტნას, სალბს, ასფურცელას, უკვდავას. შეგიძლიათ მიიღოთ მათი ნახარში ან დაამატოთ  ჩაიში.

6. ყურადღება მიაქციეთ თქვენს წონას. ჭარბი წონის მქონე ადამიანები ხშირად იტანჯებიან თრომბების წარმოქმნით.

 

თრომბის წარმოქმნის პროცესი ძალზე იშვიათად (მექანიკური ტრავმის, დაცემის, გარეგანი დაზიანებების შედეგად) გვხვდება ჯანმრთელ სისხლძარღვებშიც. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ კვებას, რეჟიმს, უარი თქვით თამბაქოზე, პერიოდულად ჩაიტარეთ სისხლის გამოკვლევები და ეწვიეთ კარდიოლოგს, რათა დროულად გამოვლინდეს ორგანიზმში არსებული დარღვევები.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს სასარგებლო სტატია!


Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

Latest Images

Trending Articles


დედის სადღეგრძელო - Dedis sadgegrdzelo


სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმების ციკლის –„ქართული ორიგინალური დრამატურგიის...


რამდენი ლარით დაჯარიმდებით ცხიმების კანალიზაციაში ჩასხმისთვის –შემოწმება იწყება


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ივნისი


„ისტორია მხოლოდ წიგნის ფურცლებზე არ იწერება”–შინდისის გმირის შვილის, მარიამ...


ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


„ტიტუშკების“ ორგანიზაციის ლეგალიზაცია ხდება…რეჟიმი გადადის ღია ტერორზე“...


თოჯინა რობერტი / Robert the Doll / Кукла Роберт (2015) - რუსულად


მეგობრობის სადღეგრძელო


ყველაფერი ლილი ჩოუ-ჩოუს შესახებ / All About Lily Chou-Chou / Все о Лили...


ზუთხის მწვადი


აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე საერთაშორისო...


„დამიჭირეთ ახლა, ვთქვი სიმართლე!“ –რას ამბობს ხალხი ბათუმში ფეისბუქის...


„შუახევში დაგვახვედრეს პროვოკატორები“ –გიორგი შარაშიძე გახარიას პარტიიდან


რატომ ჩაქრა მთელ ქვეყნაში დენი 4 საათით –ინტერვიუ ენერგეტიკოსთან


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ივლისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 ივლისი


Кремень / კაჟი (ქართულად)


როგორ დააფინანსებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს –სამინისტრო ახალ მოდელზე საუბრობს


სანამ დავიძინებ / Before I Go to Sleep / Прежде чем я усну (2014)



Latest Images