Quantcast
Channel: Notepad
Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

Intel Atom-ის პროცესორები უკვე Nissan-ის ავტომობილებში

$
0
0

კომპანია ინტელის განცხადებით 2013 წლიდან იგი კომპანია ნისანის მიერ გამოშვებულ მანქანის კომპიუტერულ სისტემების პროცესორების ერთადერთი მიმწოდებელი გახდება. შეგახსენებთ, რომ აქამდე ინტელს ხელშეკრულება აქვს დადებული უკვე Toyota-სთან. სამომავლოდ კომპანია გეგმავს პროცესორების შეთავაზებას ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა მერსედესი და BMW.
Tom Stinman (Intel Intelligent Systems ვიცე პრეზიდენტი) – ის განცხადებით დღევანდელობაში მანქანაში ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები ახალ ხილს არ წარმოადგენს და იგი ისეთივე აუცილებელია, როგორც მაგალითად სახლში პერსონალური კომპიუტერის არსებობა. მისი განცხადებით ატომის ტიპის პროცესორი უფრო მრავალფუნქციურს გახდის მანქანას. კომპანიის განცხადებით პარალელურად დაიწყება ტესტირებები კონცეპტუალურ მანქანებზე. ტომის აზრით მათი მთავარი ამოცანა კომპიუტერების, ტელეფონების და Gadget-ის ტიპის ტექნოლოგიების მაქსიმალური ინტეგრირებაა მანქანებში. ცნობილი გახდა, რომ პირველი მანქანა, რომელიც ამ პროცესორს მიიღებს იქნება Infinity L, რომელსაც რევოლუციური ორ ეკრანიანი ბორტის ტიპის კომპიუტერი ექნება.


Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

Trending Articles