Jon Gruber-ის განცხადებით მას უტყუარი ინფორმაცია გააჩნია იმის შესახებ, რომ კომპანია Apple-ს ლაბორატორიაში უკვე მიმდინარეობს Mini Ipad-ის ტესტირება. მინი იმის გამო, რომ მისი ეკრანის დიაგონალი სულ რაღაც 7,85 შეადგენს. სწორედ ამ ქმნილებაზე დადის უკვე რამდენიმე თვეა ჭორები. გრუბერის განცხადებით მისი ეკრანის გაფართოება 1024х768 პიქსელს შეადგენს. ფუნქციურად იგი ჩვეულებრივი მოდელის ნაირი იქნება. თამაშების და პროგრამების დაყენებაც ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი. გრუბერს არ დაუკონკრეტებია მის სტატიაში, თუ რატომ გეგმავს კომპანია ამ შემცირებული მოდელის გამოშვებას. თუმცა ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ იგი ფასით იქნება ნაკლები, რაც კონკურენციას გაუწევს Amazon Kindle-ს.