Quantcast
Channel: Notepad
Viewing all 4821 articles
Browse latest View live

აბები დაუბრუნეთ აფთიაქებს: აი ხალხური რეცეპტი რომელიც მოგაშორებთ ჭიებს

$
0
0

ჩვენს ორგანიზმში მუდმივად ცხოვრობს და მრავლდება 1 000 ზე მეტი სახეობის მიკროორგანიზმი. სამწუხაროდ, ამ მიკროორგანიზმების უმრავლესობას უარყოფითი გვლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ქლამიდიები, ტრიქომანები, გონოკოკები, სოკოები და მიკოპლაზმები ნელ-ნელა წამლავს ჩვენს ორგანიზმს, რაც ქრონიკული დაავადებების განვითარების წინაპირობაა.

რაც შეეხებათ ჭიებს, მეცნიერული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიო მოსახლეუბის 95% სწორედ ამ პარაზიტებითაა შეპყრობილი. ისინი იკვებებიან ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით და ნელ-ნელა წამლავენ მას.

ხალხური რეცეპტი ჭიების მოსაშორებლად: ვერცერთი აბი ამ საშუალებას ვერ შეედრება”

გაზები, შებერილობა, დიარეა, ტკივილი სახსრებში, გამონაყარი კანზე, სხვადასხვა ალერგიული რეაქციები, ნერვული გაღიზიანება, ძილის დარღვევა, ქრონიკული დაღლილოვა და სხვა ონკოლოგიური დაავადებები სწორედ ამ პარაზიტებითაა განპირობებული.

ხალხური საშუალება ჭიების წინააღმდეგ საბრძოლველად

წელიწადში ორჯერ (ზაფხულსა და შემოდგომაზე) აუცილებელია ორგანიზმის დეზინფექცია, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ. ”Genius”_ის რედაქცია გთავაზობთ ჭიების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშუალებას, რომლის მთავარ ინგრედიენტსაც აბზინდა წარმოადგენს (ლათ. Artemisia absenthium).

1. დილით 1 ს.კ აბზინდას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ ქილას თავსაფარი და დააყოვნეთ 20-30 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ გაფლიტრეთ თქვენ მიერ მომზადებული ნარევი.

2. მიირთვით 100 მლ ეს სასმელი დილით, ჭამამდე 20 წუთით ადრე, ხოლო დარჩენილი 100 მლ – საღამოს.

3. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 3 დღეს. მეტი ეფექტურობისთვის, რეკომენდირებულია ყოველ საღამოს 1 მწიკვი დაფქული მიხაკის მირთმევა და წყლის დაყოლება. აბზინდა კლავს მოზრდილ ჭიებს, ხოლო მიხაკი ანადგურებს მის კვერცხებს.

4. მკურნალობის 3 დღიანი კურსის დამთავრების შემდეგ საჭიროა გამწმენდი ოყნის გაკეთება: 1-2 ჩ.კ მშრალ ბალახს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყოვნეთ და გააგრილეთ სხეულის ტემპერატურამდე.

5. 1 კვირის გასვლის შმედეგ კვლავ მიირთვით აბზინდას ნაყენი 3 დღის განმავლობაში იგივე პრინციპით (ამ სამი დღის შემდეგ ოყნის გაკეთება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს).

აბზინდა – ძლიერმოქმედი მცენარე, რომლის მიღებაც უკუჩვენებითია ორსულთათვის და მეძუძური ქალბატონებისთვის. ამ მცენარის გამოყენება ასევე არ არის მიზანშეწონილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კუჭის წყლულისგან, ენტეროკოლიტისგან, გასტრიტისგან და დაბალი მჟავიანობისგან იტანჯებიან. აბზინდის მიღება დაშვებულია ბავშვებისთვის 12 წელს ზემოთ.


თავის მოვლის კალენდარი: რომელი კოსმეტიკური პროცედურები გჭირდებათ 25, 30, 40, 50 და 60 წლის ასაკში

$
0
0

ესთეტიკური კოსმეტოლოგია ბევრ პროცედურას გვთავაზობს, რათა ქალბატონებმა ყველა საჭიროება დაიკმაყოფილონ. წარმოგიდგენთ რჩევებს, როგორ უნდა მოუაროთ კანს სხვადასხვა ასაკში.

25-მდე

ზოგადად, 20-25 წლის ასაკში კანის ახალგაზრდულ იერზე არ უნდა იდარდოთ. ადამიანის სხეული 24 წლამდე ვითარდება და ასაკის დატყობას 25-ის შემდეგ იწყებს.

25 წლამდე, ძირითადი მოვლისთვის საკმარისია:

  • გაწმენდა;
  • ტონირება;
  • დატენიანება;
  • მზისგან დამცავი კრემი.

25-30

ასაკის პირველი ნიშნებია: სიმშრალე, ნაოჭები, ნაკეცები. ძირითადად ამას სახის გამომეტყველება და ანატომია იწვევს. პრობლემებს ამწვავებს სტრესი, ძილის ნაკლებობა, ხშირი ფრენები. ამ პერიოდის განმავლობაში, სახლის პირობებში მოვლა 4 პრინციპს ითვალისწინებს. თმცა, შეგიძლიათ სალონურ პროცედურებსაც მიმართოთ.

ეფექტური იქნება:

  • მეზოთერაპია ვიტამინით სავსე კოქტეილებით;
  • აირ-ტხევადი პილინგი;
  • ულტრაბგერითი წმენდა;
  • ქიმიური პილინგი (სპეციალისტის მიერ რეკომენდირებული).

არასასურველი ან ნაადრევი პროცედურები 30 წლამდე:

  • ჰიალურონის მჟავის ბიორევიტალიზაცია;
  • სხვადასხვა ტიპის დერმაბრაზიო;
  • ძაფები კორექტირებისთვის;
  • ფილერები;
  • ბოტოქსი.

30-40

ცხოვრების ამ პერიოდში ადამიანმა კოსმეტოლოგს წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ესტუმროს და სახლის მოვლაც აუცილებლად გაითვალისწინოს. ეს შეიძლება მოიცავდეს სახის გიმნასტიკას, ღრმა წმენდას, დატენიანებას და კვებას. ასე მოიყვანთ ფორმაში სახის კუნთებს.

რეკომენდირებულიაპროფესიონალური პროცედურები:

  • მეზოთერაპია, 2-3-ჯერ წელიწადში
  • ბიორევიტალიზაცია, ორჯერ წელიწადში

პროცედურების რაოდენობა მთავარი არაა, მთავარია თანმიმდევრობა.

40-50

40 წლის იუბილის აღნიშვნის შემდეგ, ქალის ორგანიზმში უფრო მკვეთრი ცვლილებებია. მაშნ, როცა ასაკობრივი ცვლილებები სტატიკური ხდება, შეგიძლიათ საქმეში ინექციები ჩართოთ.

კანი ეფექტურად აღდგება შემდეგი პროცედურებით:

  • სხვადასხვა ტიპის ბიორევიტალიზაცია;
  • ძაფები კორექტირებისთვის;
  • ფოტოთერმოლიზის ლაზერი
  • პლაზმა ლიფტინგი.

არ დაიწყოთ ბოტოქსი. ხშირად ქალები, რომლებიც მას მიმართავენ, პროცედურის მძევლები ხდებიან. გაითვალისწინეთ, რომ სხეული ეჩვევა მას და ცოტახანში ნაკლებად ეფექტურად გამოიყურება. იგივე ეხება ფილერებსაც. დიდი რაოდენობისას სახე არაბუნებრივია და პრობლემური ნაწილებიც მკვეთრდება.

50-60

ამ დროს კანის მოვლა წინა პერიოდს ჰგავს. უნდა ეცადოთ პროდუქტები ვიტამინებით იყოს სავსე. სახის გიმნასტიკა ასევე ეფექტურია.

სალონის პროცედურებისან აირჩიეთ ის, რომელიც კანის რეგენერაციას აღდგენს. მაგალითად, პლაზმა ლიფტინგი. რაც შეეხება ბოტოქსს, 50-60 წლის ასაკში მცირე დოზით შესაძლებელია, რათა სახის კუნთებმა ფორმა დაიბრუნონ.

ბოტოქს-ნიღაბი სახამებლისგან: 15 წუთში ისეთ შედეგს მიიღებთ, რომ სალონში სტუმრობას გადაგაფიქრებინებთ.

$
0
0

ბოტოქსზე ყველას სმენია. დღეს ეს სიტყვა სილამაზის ინდუსტრიასთან ასოცირდება, რადგანაც ქალბატონებს 10 წლის მოკლებაში ეხმარებათ. ცოტამ თუ იცის, რომ ეს საშუალება პირვლად 1960 წელს გამოიყენეს სახეზე ჩაქცევების მქონე პაციენტებთან. ბოტულოტოქსინი სახის სიმეტრიას აღადგენდა. მას შემდეგ, ბოტოქსს ბევრი გამოყენება მოუძებნეს, მაგრამ ფასი და რისკები მაინც მაღალია.

ბოტოქსი აქრობს ნაოჭებს შუბლზე, კორექტირებას უკეთებს სახეს, ადუნებს კუნთებს. ჯანმრთელობისთვის საშიში არაა, თუმცა არასწორად გაკეთებულ პროცედურას სახის სიმეტრიის დარღვევა შეუძლია. წარმოგიდგენთ ნაოჭებთან ბრძოლას სახლის პირობებში.

კვერცხის ცილა და სახამებელი კოსმეტოლოგიაში

კვერცხის ცილის შემადგენლობაში შედის თუთია, კალციუმი, ვიტამინები A,B,E,D, ფოლიუმმჟავა, რკინა, ფოსფორი და იოდი. ის ნებისმიერი კანის ტიპისთვისაა სასარგებლო, მაგრამ განსაკუთრებით ცხიმიანისთვის. ასეთი საშუალება ებრძვის ასაკობრივ ცვლილებებს და სახეს ბრწყინვალებას მატებს.

სახამებელს კი ბოტოქსის საუკეთესო ალტერნატივას უწოდებენ. რეგულარული გამოყენებისას ის ღრმა ნაოჭებსაც ებრძვის. რეკომენდირებულია დაამატოთ სახამებელი საშინაო ნიღბებში, მაშინაც კი თუ ახალგაზრდა ხართ. ის გაგიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას.

მხოლოდ 2 ინგრედიენტი

ბოტოქსის ნიღბის მომზადებისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი – 2 ჩ.კ. სახამებელი და 1 კვერცხის ცილა.

როცა მასა ერთიანი გახდება, წაისვით სუფთა სახის, კისრის დეკოლტის ზონის კანზე, ასევე ხელებზე – ანუ იმ ადგილებში, სადაც კანი მალე ბერდება.

როცა ნიღაბი შეშრება, პირველ ფენას მეორე დაამატეთ, შემდეგ მესამე. როცა ყველა ფენა გაშრება, ჩამოიბანეთ. პროცედურის დროს იყავით მშვიდად და არ ილაპარაკოთ.

21 დღის განმავლობაში პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტარეთ, 3 დღის დასვენების შემდეგ კი 14 დღის მანძილზე. დაბანის შემდეგ დაიდეთ დამატენიანებელი კრემი სქელ ფენად. შედეგი 10 დღეში უკვე თვალსაჩინო იქნება.

დაბანა სახამებლით

ცოტას თუ გაუგია, რომ სახამებელს მგრძნობიარე და დამჭკნარი კანის დასაბანად იყენებენ. 1 ჩ.კ. სახამებელი გახსენით 1 ლ სუფთა ადუღებულ წყალში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე და დაიბანეთ, შემდეგ სახე ჩვეულებრივი სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. დაიდეთ თქვენი სახის კანის ტიპის შესაფერისი კრემი.

ამ იაფიანმა წამალმა ნახევარი აფთიაქი ჩამინაცვლა. აი მისი 7 სასარგებლო თვისება.

$
0
0

ქლორგექსიდინის წყლის ხსნარი — ფართოდ ცნობილი და ხელმისაწვდომი პრეპარატია. ის მედიცინაში შეუცვლელია და ქირურგიასა და კოსმეტოლოგიაში ხშირად გამოიყენება. მას სუნი არ აქვს, კანს არ აშრობს და ცხიმოვან კვალს არ ტოვებს. ყველაზე სასიამოვნოა, რომ ნებისმიერ აფთიაქში ხურდა ფულით შეძლებთ ყიდვას. ამ შეუცვლელ საშუალებას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს.

ყელში ანთებითი პროცესის მკურნალობა
თუ ყელი გტკივათ, ეს წამალი მოგირჩენთ. თავიდან ყელი თბილი (და არა ცხელი) წყლით გაათბეთ. აურიეთ 1 ს.კ. 0.05%-იანი ქლორგეკსიდინის ხსნარი და 2 ს.კ. წყალი. მიღებული სითხით გამოივლეთ ყელი 3-5 წთ-ის მანძილზე. პროცედურის შემდეგ 2 საათის მანძილზე არ მიირთვათ და არ გაიხეხოთ კბილები.

პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკა
თუ ღრძილების ანთება გაქვთ, გამოიყენეთ იგივე ხერხი, რაც ყელის შემთხვევაში, მაგრამ დილა-საღამოს. ასევე ეს საშუალება ანეიტრალებს არასასიამოვნო სუნს პირში და კარიესის წარმოქმნას უშლის ხელს.

თუ ღრძილების პრობლემა არ გაქვთ, ამ ხერხს ხშირად არ მიმართოთ. რეკომენდირებულია სტომატიტის დროსაც.

ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკა
ვენეროლოგები შემთვევით პარტნიორთან დაუცველი სექსუალური აქტის შემდეგ ურჩევენ სასაქესო ორგანო ქლორგექსიდინში ამოვლებული ბამბით გაიწმინდონ. ეს აქტიდან 2 საათის მანძილზე უნდა მოხდეს.

ცხოველთა თვალების მკურნალობა
ქლორგექსიდინით საყვარელ ცხოველს თვალის ანთებას დაუცხრობთ. თვალში არ მოახვედროთ, წამალი დახუჭულ თვალებზე წაუსვით, რათა ჩირქი დაცხრეს.

ფეხიდან არასასიამოვნო სუნის გაქრობა
ფეხსაცმლის არასასიამოვნო სუნისგან რომ გავთავისუფლდეთ, ქლორგექსიდინში ამოვლებული ბამბით გაისუფთავეთ. ყურადრება გაამახვილეთ თითებს შორის ადგილებზე.

გამოყენება სახეზე
ქლორგექსიდინი ანტისეპტიკური ნივთიერებაა, ამიტომაც კოსმეტოლოგები ყველა ქალს ურჩევენ. გაწმენდის ან ინექციის შემდეგ, მისი მეშვეობით გაისუფთავესთ სახე. ასევე, პილინგის შემდეგ პირველი 2 დღის განმავლობაში და ყოველთვის სახის დატენიანებამდე.

ნივთების დეზინფექცია
ტელეფონის ეკრანი ქლორგექსიდინში ამოვლებული ბამბით გაწმინდეთ. ასევე, ხსნარი ჰაერის კონდენსაციის მოწყობილობებისთვისაც გამოდგება. 200-300 მლ გამოიყენეთ, ის არანაირ კვალს არ დატოვებს.

ასევე, ქლორგექსიდინით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სპირტი და პერეკისი ბავშვებში ჭრილობების დასამუშავებლად.

სულ 5 დღეა რაც ამ ნიღბის გამოყენება დავიწყე და ჩემი შვილის კლასელებს დავემსგავსე, ისე ახალგაზრდულად გამოვიყურები.

$
0
0

ასაკთან ერთად, ნაოჭების პრობლემებს ვერ გავურბივართ. მაგრამ, შეგვიძლია დაბერების პროცესი შევაფერხოთ და სახის არასასურველი ცვლილებები დავმალოთ. ჩემი მეგობარი თამარა მრავალი წელია რაც კოსმეტოლოგად მუშაობს. სწორედ მან მასწავლა სუპერეფექტური ნიღბის რეცეპტი, რომლითაც ჩემი უფროსკლასელი ქალიშვილივით გამოვიყურები, თაყვანისმცემლები კი კომპლიმენტებს არ იშურებენ!

ეს ნიღაბი სილამაზის სალონებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამასთან პროცედურა საკმაოდ ძვირი ღირს. თუმცა, მისი სახლში მომზადებაც შეგიძლიათ, რადგანაც კომპონენტები ხელმისაწვდომია. მთავარია სწორი პროპორციები!

საშინაო ნიღაბი გლიცერინით

დაგჭირდებათ
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 100 მლ გლიცერინი
  • 3 გ ასპირინი
  • 100 მლ მინერალური წყალი გაზის გარეშე
  • 3–5 მლ ლავანდას ზეთი

მომზადება

მოხერხებულ ჭურჭელში გადაიტანეთ ჟელატინი და დაასხით ოთახის ტემპერატურის მინერალური წყალი. დატოვეთ ნახევარი საათით.

ასპირინის 1 აბი დაჭყლიტეთ და ფხვნილი დანის წვერით აიღეთ.

ჟელატინი და დანარჩენი კომპონენტები შუშის ჭურჭელში მოათავსეთ, ჩადგით ცხელ წყალში და ხის ჯოხით ურიეთ იქამდე, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

ამოიღეთ ცხელი წყლიდან. 3 კვირა გეყოფათ. მაცივრის კარებზე შეინახეთ.

გამოყენებამდე საჭირო რაოდენობა გაათბეთ ხელში ან წყლიან ქვაბში.

დაიდეთ საღამოს, დაძინებამდე 1.5-2 სთ-ით ადრე გასუფთავებულ სახის და მკერდის კანზე.

ორი ვარიანტია: ან 20 წუთი გაიჩერეთ და მინერალური წყლით ჩამოიბანეთ, სახეზე კი არა ღამის კრემი, არამედ დამატენიანებელი მსუბუქი კრემ-გელი წაისვით.ან არ ჩამოიბანოთ, ნარჩენები ხელსახოცით მოიშორეთ და ასევე დაწექით დასაძინებლად.

ნიღაბი კვირაში ორჯერ წაისვით. საუკეთესო ეფექტისთვის კი ყოველ საღამოს 5 დღის მანძილზე.

ჟელატინი გააუმჯობესებს ცილის და ამინომჟავების ცვლას კანის შრეებში. გაათეთრებს და დადებითად იმოქმედებს მასზე. ლავანდას ზეთი დაგეხმარებათ დაგიმშვიდდეთ გონება და სხეული და მოდუნდეთ. ამასთან, სურნელი უძილობისგან გიხსნით.

ყველა გამოცდილმა და დამწყებმა დიასახლისმა იცის, რომ ჟელატინი აუცილებელი კომპონენტია, ის შეუცვლელი პროდუქტია არამხოლოდ კულინარიაში, არამედ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში, ისევე როგორც ამ ნიღაბში.

ნიღაბის გამოყენებიდან 2 კვირის შემდეგ, სახის ოვალი ჯადოსნური გზით გამიახალგაზრდავდა!

აი როგორ დაიკლოთ 2 კვირაში 10-15 კილოგრამი

$
0
0

20 კილოს დაკლება არარეალურად გვეჩვენება. 2 კვირაში მითუმეტეს. მხოლოდ წყალი უნდა ვსვათ? არა, შეგიძლიათ იკვებოთ. წარმოგიდგენთ ყველაზე რადიკალურ დიეტას, რომელიც 14 დღეს მოიცავს.

არ დაგიმალავთ, ის დიდი სტრესია ორგანიზმისთვის. ამიტომაც, რთული იქნება მენტალურად ძლიერი ადამიანისთვისაც. მის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, გამოიკვლიეთ ჯანმრთელობის პრობლემები. 1 კვირით ადრე შეამცირეთ მიღებული კალორიები.

მენიუ

დღიური რაციონი 4 ნაწილად უნდა გაყოთ: საუზმე, სადილი, ლანჩი და ვახშამი. სასმელებიდან მხოლოდ ჩვეულებრივი წყალი ან მინერალური უნდა გამოიყენოთ.

დღე 1–7

  • ორშაბათი: 3 მოხარშული კვერცხი, 5 მოხარშული კარტოფილი.
  • სამშაბათი: 100 გ ხაჭო უცხიმო არაჟნით, 250 გ კეფირი.
  • ოთხშაბათი: 0,5 ლ კეფირი, 2 ვაშლი, 1 ლ დაწურული ხილი.
  • ხუთშაბათი: 400 გ მოხარშული ქათმის ან საქონლის ხორცი, 200 მლ უცხიმო კეფირი ან არატკბილი ჩაი.

  • პარასკევი: 0,5 კგ მსხალი ან ვაშლი, 1 ლ მინერალური წყალი.
  • შაბათი: 300 მლ უცხიმო რძე, კეფირი, 3 მოხარშული კარტოფილი.
  • კვირა: 0,5 ლ კეფირი, მინერალური წყალი

დღე 8–14

  • ორშაბათი: 1 კვერცხი, 200 გ მოხარშული საქონლის ხორცი, 2 პომიდორი, მინერალური წყალი.
  • სამშაბათი: 100 გ მოხარშული საქონლის ხორცი, 2 ვაშლი, ბოსტნეული სალათი კიტრითა და პომიდვრით, უტკბილო მწვანე ჩაი.
  • ოთხშაბათი: 100 გ მოხარშული საქონლის ხორცი, 2 მსხალი ან ვაშლი, 70 გ ჭვავის პური.
  • ხუთშაბათი: 100 გ მოხარშული საქონლის ხორცი, 2 კვერცხი, 0,5 ლ უცხიმო კეფირი, 150 გ ჭვავის პური.

  • პარასკევი: 3 მოხარშული კარტოფილი, 0.5 ლ კეფირი, 0.5 კგ ვაშლი.
  • შაბათი: 2 კიტრი, 300 გ მოხარშული ქათმის ხორცი, უტკბილო ჩაი, 2 კვერცხი.
  • კვირა: 4 მოხარშული კარტოფილი, 2 ვაშლი, 200მლ უცხიმო კეფირი, მინერალური წყალი.

როგორ გამოვიდეთ რადიკალური დიეტიდან

არ მიირთვათ ეგრევე, რაც 14 დღე შესრულდება. რეჟიმიდან ნელ-ნელა გამოდით. დაიწყეთ დღე შვრიით და დაწურული წვენით. სადილი დღის ყველაზე კალორიულ კვებად აქციეთ.

საღამოს მიირთვით ხილის ან ბოსტნეულის სალათა. თუ 5 დღე მსგავსად განაგრძობთ, ორგანიზმი წონას არ მოიმატებს. არ შეყწვიტოთ წყლის სმა, ტკბილი ნამცხვრებისგან თავი შეიკავეთ.

დიეტის მეშვეობით 10, 15 ან მეტ კილოგრამს დაიკლებს. დამოკიდებულია ადამიანის წონაზე: ჭარბწონიანები 15 კგს და მეტს მოიშმორებენ, ისინი კი ვინც 80 კილოგრამამდე იწონის, 10 კგ-დან.

რა მოხდება თუ შავი ქლიავის ჩირს ყოველდღე შეჭამთ?

$
0
0

იცოდით, რომ ხარისხიანი შავი ქლიავი რბილი უნდა იყოს? პირველად ამ საოცარ ხილს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში კასპიის ზღვის მიდამოებში მიაგნეს.

შავი ქლიავი ტკბილეულის, დესერტის, სალათების, ხორცისა და ბოსტნეულის კერძებისთვის, კომპოტისთვის და ღვეზელების შიგთავსისთვის გამოიყენება. ამ ხილს ორგანიზმის სამკურნალოდაც იყენებენ.

შავი ქლიავის შემადგენლობა: ვიტამინები და მინერალები

შავი ქლიავის ვიტამინთა შემადგენლობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი რაციონში არდამკვიდრება უბრალოდ დანაშაულია!

ვიტამინები 100გრამ ხმელ ქლიავში

A, რეთინოლი — 38,713 მკგ

B5, პანტოტენატი — 0,419 მგ

C, ფოსფორმჟავა — 0,577 მგ

B1, თიამინი — 0,049 მგ

B6, პირიდოქსინი — 0,203 მგ

E, ალფა-თოკოფეროლი — 0,427 მგ

B2, რიბოფლავინი — 0,184 მგ

PP, ნიკოტინმჟავა — 1,879 მგ

B9, ფოსფორმჟავა — 3,904 მკგ

B4, ჰოლინი — 10,093 მგ

მაკროელემენტები 100გრამ ხმელ ქლიავში

ფოსფორი — 68,773 მგ

მაგნიუმი — 40,836 მგ

კალიუმი — 731,294 მგ

ნატრიუმი — 1,944 მგ

კალციუმი — 42,106 მგ

ფთორი — 3,966 მკგ


საშუალო ზომის ხმელი ქლიავი 15 გრამს იწონის. ეს ნიშნავს, რომ 1 ხილში მხოლოდ 36 კილოკალორიაა. სტანდარტულ 200 მილილიტრიან ჭიქაში 250 ხმეი ქლიავი ეტევა. ამ პორციის ენერგეტიკული შემადგენლობა 660 კილოკალორიაა.

შავი ქლიავის სარგებლიანობა ორგანიზმისთვის

ვიტამინების კონცენტრაცია და მიკროელემენტების რაოდენობა ქლიავის ჩირში უფრო მეტია, ვიდრე ნედლ ქლიავში.

შავი ქლიავის ჩირი საოცრად მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემისთვის. დიეტოლოგები მას ხშირად ნიშნავენ. თუ ყოველდღე 5 ქლიავს მიირთმევთ, კუჭ-ნაწლავთა სისტემის დაავადებები სამუდამოდ დაგავიწყდებათ. ასევე, წონას დაიკლებთ.

ოსტეოპოროზის დროს

შავი ქლიავი გეხმარებათ ძვლების სისუსტე თავიდან აიცილოთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ქალებისთვის მენოპაუზის დროს. ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ რომ ყოველდღე 10 ხმელი ქლიავის მიღება ოსტეოპოროზის განვითარებას ხელს შეუშლის და თიაქარს აგარიდებთ.
“კარიერის განმავლობაში უამრავი სახეობის ხილი მივიღე, მაგრამ არც ერთი არ უახლოვდება ეფექტით შავ ქლიავს. ძვლების ჯანმრთელობისთვის ყველაზე მთავარი სწორედ ქლიავია.”-აღნიშნავს ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი ბაჰრამ არჯამანდი.

ყაბზობის დროს

ხმელი ქლიავი ეფექტური დამამშვიდებელი პროდუქტია. ყაბზობის დროს საკმარისია ყოველი საკვების მიღებამდე 3 ჩირი მიირთვათ ან ნახევარი ჭიქა მისგან დამზადებული ნახარში დალიოთ.

გულისთვის

ნივთიერებები, რომლებიც მათი მიღებისას ორგანიზმში ხვდება, გულსისხლძარღვთა სიმტკიცეს, გულის კუნთის სიძლიერეს და გულისცემის დარეგულირებას უწყობს ხელს. რაციონში ხშირი მოხმარებისას გულის დაავადებების რისკი შესამჩნევად მცირდება.

თირკმელებისთვის

ხმელი ქლიავი სიმსივნეს ებრძვის, თირკმელების მუშაობას აუმჯობესებს და ტოქსინებს გამოდევნის.

მეხსიერებისთვის

შავი ქლიავი მდიდარია A ვიტამინით, რომელიც მეხსიერებაზე მოქმედებს. პროდუქტის გამოყენება დადებითად აისახება ადამიანებზე, რომლებიც კომპიუტერთან დიდ დროს ატარებენ ან თვალის ოპერაცია გადაიტანეს.

ავიტამინოზისას

ნედლი ქლიავი სასარგებლო ნივთიერებათა წყაროა. ადამიანები, რომლებიც ყოველდღე 3-4ცალს მიირთმევენ, ვიტამინების დეფიციტისგან გამოწვეულ დაავადებებს იცილებენ თავიდან.

ანგინის დროს

შავი ქლიავის ნაყენი ანგინის, სტომატიტის და მსგავსი დაავადებების დროს მისწრებაა.

დაბერების პროცესის შესაფერხებლად

შავი ქლიავი ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი და წარმატებულად იბრძვიან თავისუფალი რადიკალების ნეგატიური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. ყოველდღიური გამოყენება შეაფერხებს ორგანოების, ქსოვილის დაბერებას.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ორგანიზმში მოხვედრისას იმუნურ სისტემას შესამჩნევად მტკიცეს ხდის.

ნერვული სისტემის სწორად ფუნქციონირებისთვის

ამცირებენ სტრესის ზემოქმედებას, არეგულირებენ ნერვულ სისტემას, ხსნიან დაძაბულობას, უძილობას და გაღიზიანებას.

მაზოლებთან საბრძოლველად

მშრალ ქლიავს ხარშავენ ცხიმიან რძეში 7წთ, ყოფენ შუაზე. პირველ ნაწილს იდებენ მაზოლის ადგილას, როცა გაცივდება, მეორე ნაწილით ანაცვლებენ. პროცედურის ხანგრძლივობა 10 წუთია.

პოტენციის ასამაღლებლად

გახდომისა და სხეულის წმენდისთვის

გახდომასთან ერთად, შავი ქლიავიასუფთავებს კუჭს და ორგანიზმიდან ზედმეტ წყალს გამოდევნის. კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელი კალიუმის შემცველობაა, რომელიც ნივთერებათა ცვლას აუმჯობესებს, რაც წონაზეც აისახება.

მიღების წესი

დღის ნორმა 100გრამზე მეტი არ უნდა იყოს.

გამოიყენეთ დღის პირველ ნახევარში.

არ შეურიოთ სხვა დამამშვიდებენ საშუალებებს.

დაბალანსებული, ჯანსაღი დიეტის დროს ხმელი ქლიავი საკვების მიღებებს შორის მშვენიერი სასუსნავია. ის შიმშილის გრძნობას აქრობს.

განტვირთვის დღე შავ ქლიავზე

ორგანიზმის გაწმენდისთვის განტვირთვის დღე აუცილებელია. ამ დღეს სჯობს სახლიდან არ გახვიდეთ, ფიზიკურად არ დაიტვირთოთ და ბევრი სითხე სვათ.

დაგჭირდებათ 25-30 ხმელი ქლიავი და სუფთა წყალი, არატკბილი ჩაი და ბალახის ნაყენი. ყოველ 2 საათში 3-4 ქლიავი უნდა მიირთვათ, დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.

დღის განმავლობაში 3ლიტრაზე ნაკლები სითხე არ დალიოთ. თუ საღამოს ძლიერ შიმშილს იგრძნობთ, კეფირი ან უცხიმო იოგურტი მიიღეთ.

რულეტის რეცეპტი ბეკონითა და შავი ქლიავით

სულ რაღაც ნახევარი საათი დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ეს გემრიელი და ჯანსაღი კერძი მოიმზადოთ.

ინგრედიენტები

12 ბეკონი ან ქათმის გული (200 გ)

12 ხმელი ქლიავი კურკის გარეშე

6 შუაზე გაჭრილი ბერძნული თხილი

12 კბილის საწმენდი

მომზადება

აიღეთ თითო-თითო ბეკონის ფენა მორიგეობით.

ბერძნული თხილის ნახევარი და ჩირი ბეკონზე ერთმანეთის თავზე მოათავსეთ. დაახვიეთ ბეკონი და გაუკეთეთ ხის კბილის საწმენდი.

მოათავსეთ ერთად. მიკროტალღურ ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წუთი დატოვეთ.

დიეტოლოგი ანრი შენო: “ამის შემდეგ, ცხიმს აღარ მოიმატებთ, ღიპი აღარ გაგეზრდებათ, წონა 65 კგ-მდე შემცირდება”

$
0
0

ექიმ ანრი შენოს ისინიც იცნობენ, ვინც დიეტოლოგიისგან შორსაა. ამ სფეროში ის მართლაც ღმერთია. მასთან მისული ყველა ადამიანი გამოემშვიდობა ზედმეტ კილოგრამებს.

ანრი შენო

შენო გამაჯანსაღებელ ცენტრში მონაკოს პრინცესა, ლუჩიანო პავაროტი და ყატარის ემირიც კი ყოფილან. ანრის კლიენტებს შორის მოხვედრილან ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებიც: სილვიო ბერლუსკონი, რუსი პოლიტიკოსები, მიხეილ სააკაშვილი.

რაშია ფრანგის მეთოდიკის აზრი? პირველ რიგში არა გახდომა, არამედ ტოქსინებისგან განთავისუფლება. იტალიის სამედიცინო ცენტრში Palace Merano გთავაზობენ კვების ინდივიდუალურ რეჟიმს, მწვანილებზე დამზადებულ სასმელებს და სხვა პროცედურებს.

ანრი შენოს მიერ შემუშავებული ენერგეტიკული დიეტა სწრაფი დიეტაა. ის დამყარებულია ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სწორ ბალანსზე, ასევე კალორიული კერძების უარყოფაზე.

რა თქმა უნდა, ყველას არ აქვს შანსი ცნობილი დიეტოლოგის კლინიკას ესტუმროს, რადგანაც 1 კვირის ღირებულება 3000 ევროს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ მისი მეთოდის დაცვა სახლის პირობებშიც შეიძლება.

დიეტის ძირითადი წესები:

ხილი ძირითად საკვებამდე უნდა მიიღოთ და არა მის შემდეგ. ამ შემთხვევაში ორგანიზმს ენერგიით დამუხტავს. ხილისთვის იდეალური დრო საუზმეა. უარი თქვით ყურძენზე,  ნესვზე, ლეღვზე, გადამწიფებულ ბანანზე. სარგებელს მოგიტანთ ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ფორთოხალი, მანდარინი, ატამი, კივი, მარწყვი, გრეიფრუტი და მანგო.

საკონდიტრო ნაწარმი საერთოდ არ მიირთვათ, შაქარი მინიმუმამდე დაიყვანეთ, მარილი სუნელებით ჩაანაცვლეთ.

ყავა დღის საუკეთესო დასაწყისი არაა. იდეალური ცხელი სასმელი მწვანე ჩაია.

რეგულარულად დაკავდით სპორტით. კვირაში მინიმუმ ერთხელ შეასრულეთ დილის აერობიკა. არ დაგავიწყდეთ საღამოს ფეხით გავლა.

ყოველ დღეს ჩაატარეთ მედიტაცია. გონებამ უნდა დაისვენოს და მოდუნდეს.

რაციონში დაამატეთ სხვადასხვა ფაფები.

ღვინო სჯობს საღამოს დალიოთ. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და მისი მცირე დოზით მიღება სარგებელს მოგიტანთ.

გადამწყვეტ როლს თამაშობს არამხოლოდ რას ჭამ, არამედ როდის. საუკეთესო პერიოდი 12-დან 20 საათამდეა.

ყოველ 7 წელიწადში ორგანიზმში მეტაბოლიზმი იცვლება, ამიტომაც რეგულარულად გადახედეთ რაციონს.

ანრი შენოს აზრით დაბერების პროცესი ორგანიზმის ტოქსინებით დაბინძურებასთანაა კავშირში. მათ წლების განმავლობაში ვაგროვებთ არაბალანსირებული კვებით, ცხოვრების სტილით, გარემო პირობების ზეგავლენით რაც ენერგეტიკულ და ფუნქციონალურ დისბალანსს იწვევს.

ამიტომაც, ჯანმრთელობის აღდგენის პროცესი ორგანიზმის გასუფთავებით იწყება.


მსოფლიო მედიცინის სწავლული: “კარტოფილის წვენი განკურნავს გასტრიტს, გულძმარვას, მოარჩენს ღვიძლს და გულს, დააბრუნებს თმას მელოტ თავზე”

$
0
0

კარგია, როცა ყველაზე სასარგებლო ნივთირებები ხელმისაწვდომია. წარმოგიდგენთ კარტოფილის წვენს, რომელიც სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.

კარტოფილის წვენის სასარგებლო მახასიათებლები

აძლიერებს იმუნიტეტს

კარტოფილის წვენში ვიტამინი С-ა, რომელიც იმუნიტეტზე მოქმედებს. დალიეთ 1 ჭიქა წვენი დღეში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

მოქმედებს თმის ზრდაზე

მომხიბვლელი თმის საიდუმლო მარტივია: გახეხეთ რამდენიმე კარტოფილის ნაჭერი, მიღებული მასიდან გამოწურეთ წვენი და თმის ძრებსა და თავის კანზე წაისვით. 20წთ-ის შემდეგ დაიბანეთ. მსგავსი პროცედურა კვირაში ორჯერ ჩაიტარეთ.

ატენიანებს კანს

გახეხეთ სუფთა კარტოფილი და მარლის მეშვეობით წვენი მიიღეთ. მშრალი კანი მასში ამოვლებული ბამბის ტამპონით დაიტენიანეთ.

ამშვიდებს ტკივილს სახსრებსა და ზურგში

ამ პროდუქტის წვენი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება. მას ართრიტის მკურნალობის დროსაც იყენებენ.

გულის მუშაობას აუმჯობესებს

კარტოფილის წვენი გულისთვის სასარგებლოა, რადგანაც ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

სახის მოვლის საშუალება

წარმოგიდგენთ უნივერსალურ ნიღაბს: უბრალოდ წაისვით კარტოფილის წვენი სახესა და კისერზე. 30 წუთის შემდეგ თბილ რძეში ამოვლებული ბამბის ტამპონით გაისუფთავეთ. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.

გასტრიტის წინააღმდეგ

გულძმარვას და გასტრიტს ციკლებით მკურნალობენ: მიიღეთ წვენი 10 დღის განმავლობაში და შემდეგ 10 დღე შეისვენეთ. დილით საუზმემდე ნახევარი საათით ადრე უნდა დალიოთ.

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტისთვის

კარტოფილის წვენი მათ ტოქსინებისგან გაანთავისუფლებს!

აუმჯობესებს საკვების მომნელებელ სისტემას

სპეციალისტების განცხადებით, კარტოფილის წვენის რეგულარული გამოყენება მოგიხსნით შეშუპებას და დიარეას

ენერგიას გმატებთ

ასეთი ძლიერი ბიოსტიმულატორი, როგორიც კარტოფილის წვენია, ყველას დაეხმარება, ვისაც ძალების აღდგენა უნდა.

ვასუფთავებთ ძარღვებს და სისხლს! ინსულტი გაქრება თუ ამ საშუალების 15 გრამს მიიღებთ.

$
0
0

ხშირად 40 წლის ასაკში ვაწყდებით ისეთი სიმპტომებs, როგორებიცაა დაღლილობა, ხშირი თავის ტკივილი და უმადობა. ასევე ზოგიერთს აწუხებს წნევა და ტკივილი გულის არეში. ხშირად ეს სიმპტომები სისხლძარღვების კედლებში ქოლესტერინის დალექვაზე მიუთითებს.

წარმოგიდგენთ ხალხურ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ გაწმინდოთ ძარღვები და სისხლი ცუდი ქოლესტერინისგან. მომზადება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, მხოლოდ 7 ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები
  • 200 გ ღვინო
  • 200 გ სტაფილოს წვენი
  • 200 გ ბოლოკის წვენი
  • 200 გ ლიმნის წვენი
  • 200 გ წითელი ჭარხლის წვენი
  • 200 გ წყალი
  • 15 ნივრის კბილი
  • 200 გ ნატურალური თაფლი
მომზადება

მოამზადეთ წვენი სტაფილოსგან, წითელი ჭარხლისგან, ბოლოკისგან და ლიმნისგან.

გაასუფთავეთ ნიორი და დაჭყლიტეთ. მიღებული მასა გააზავეთ თბილ ადუღებულ წყალში.

ერთ დიდ ჯამში ყველა წვენი ერთმანეთში აურიეთ.

დაამატეთ წითელი ღვინო და თაფლი, გადაიტანეთ მასა შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში 1.5 თვის მანძილზე.

მიიღეთ სასმელი 1 ს.კ. დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. პროცედურის ხანგრძლივობაა 45 დღე. 2 კვირის შემდეგ უკვე შეატყობთ, რომ ორგანიზმის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

წამლის რეგულარული მიღების შემდეგ გაივლის თავის ტკივილი და დარეგულირდება სისხლის წვენა. დაგეხმარებათ გამოდევნოთ სხეულიდან მარილები და ტოქსინები. სანამ მიიღებთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გადააგდეთ ვალერიანი. არსებობს უფრო ეფექტური საშუალება.

$
0
0

სტრესი 21-ე საუკუნის წყევლაა. ვცდილობთ ყველაფერი მოვასწროთ: გადავწყვიტოთ პრობლემები სამსახურში, გავუძღვეთ სახლის საქმეებს, მოვაგვაროთ ბავშვების და ოჯახის წევრების პრობლემები… შედეგად ვხდებით დაძაბული, გვაწუხებს უძილობა და ადვილად ვღიზიანდებით.

ბევრი ადამიანი ცდილობს ნერვული ბალანსი შეინარჩუნოს და საკუთარ თავს დამამშვიდებელ პრეპარატებს უნიშნავს. ამის გაკეთება კატეგორიულად აკრძალულია, რადგანაც ბევრი მათგანი საძილე ეფექტით გამოირჩევა.

ამასთან, დამამშვიდებელი საშუალებების მოხმარება შეჩვევას იწვევს. ადამიანი წამალს ოდნავი ემოციური დისკომფორტით იღებს. ამირომაც გირჩევთ, ნატურალურ საშუალებებს მიმართოთ.

დამამშვიდებელი ბალახი

მელისა
ეს მცენარე ძლიერი დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა და არც მიჩვევას იწვევს. უნიშნავენ იმ პაციენტებს, რომლებსაც უძილობა და ძლიერი შფოთვა ახასიათებთ.

სასმლის მოსამზადებლად, თერმოსში 60გ ხმელი ბალახი 0.5 ლ მდუღარე წყალში მოათავსეთ. 2 საათი დადგით და შემდეგ დღეში 3-ჯერ 100-100 გ მიირთვით.

ჟენშენი
ეს მცენარე სტრესის და ნერვული დაძაბულობის საუკეთესო მტერია. მაღალი აქტივობის შემდეგ გამოწვეულ დაღლას მშვენიერი მოკავშირით დაამარცხებთ. ჟენშენს იყენებენ ადამიანები, რომლებიც ნერვოზისა და დეპრესიის მიმართ მიდრეკილნი არიან. ყოველდღე, დღეში ორჯერ, 20 წვეთი გამოიყენეთ. მკურნალობის კურსი 1 თვეს მოიცავს.

სვია
ამ მცენარის ფიჭვი უნდა მოხარშოთ იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს ემოციურ დაძაბულობასთან დამოუკიდებლად გამკლავება არ შეუძლია. დამამშვიდებელი ჩაის მოსამზადებლად 1 ჭიქა მდუღარე წყალში 1 ს.კ. ხმელი ფოთლები მოათავსეთ. დალიეთ ძილის წინ.

ვიღებთ 3 ინგრედიენტს და ჭაღარა ქრება, თითქოს არც ყოფილა. ხალხური რეცეპტი მართლაც შესანიშნავია.

$
0
0

გახსოვთ ერთ დროს პრაქტიკულად ყოველ მეორე ქალს სურდა თმის ფერის შეცვლა, შეღებვა მონაცრისფროდ? არ ქონდა მნიშვნელობა ასაკს, ყველას მოსწონდა ეს ტონალობა.გავიდა წლები და ახლა ყველას ბუნებრივი ფერის შენარჩუნება სურს მაქსიმალურად დიდხანს.

თ მათ მხარეს ხართ, არსებობს საშინაო ნიღბები, რომლებიც ჭაღარას გაჩენას ებრძვიან. საიდუმლო იდეალურად შერჩეულ ინგრედიენტებში და მათ რეგულარულ გამოყენებაშია.

რეცეპტი

მზადდება 15 წუთში. დროის დიდი ნაწილი ჯანჯაფილს მიაქვს, რადგანაც არა მისი ფესვი, არამედ წვენი გვჭირდება. აიღეთ საწური და შეუდექით საქმეს.

დაჭერით ჯანჯაფილის ფესვი და როცა წვენი გაუვა, აურიეთ 1 ჩ.კ. თაფლთან და 1ს.კ. ზეითუნის ზეთთან.

შეიზილეთ თავში. დაიდეთ მთელ სირგძეზე და დაიტოვეთ 40 წთ. შემდეგ დაიბანეთ თავი. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-3ჯერ. სასურველ შედეგს მოთმინება სჭირდება, მაგრამ ასეთი საშუალებით მიაღწევთ.

ჯანჯაფილი, ზეითუნის ზეთი და ცხიმიანი თაფლი — ყველაზე ეფექტური ნარევი

ბევრს აინტერესებს რატომ უნდა შევურიოთ ერთმანეთში ეს პროდუქტები? ყველა მათგანი მდიდარი ვიტამინური და მინერალური შემადგენლობით გამოირჩევა. ჭაღარა თმაზე დადებისას კი ეფექტი საოცარია.

ჯანჯაფილი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს და მაგნიუმს. ისინი კვებავენ თმის ფოლეკულებს, აჯანსაღებენ, აღადგენენ და ქერტლის პრობლემას ხსნიან. ჯანჯაფილი ცნობილია იმით, რომ ჭაღარას ნატურალურ ფერად აქცევს.

თაფლი თმის დატენიანებას არეგულირებს, კვებავს და ბრწყინვალებას სძენს. დაიდეთ თმაზე, დაიცადეთ 1 სთ და ჩამოიბანეთ. რაც შეეხება ზეითუნიის ზეთს, ის მდიდარია A,E ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც არამხოლოდ ფარავენ ჭაღარას, არამედ კურნავენ.

ჭაღარას გაქრობაში თუთია დაგეხმარებათ. სტრესი და ნერვიულობა მის ნაკლებობას იწვევს. ამიტომაც თმები ბუნებრივ სილამაზეს და ფერს კარგავენ. თუთიას დიდი რაოდენობით შეიცავს ქათმის ხორცი, ყველი და სხვა რძის პროდუქტები, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ვაშლი, მსხალი და კარტოფილი.

2 დღიანი დიეტა: დაიკელით 3 კილო შაბათს და კვირას. ეს ხომ უმარტივესია.

$
0
0

მაშინ როცა 1 კვირიან, 2 კვირიან, 1 თვიან ან მეტხნიან დიეტებს იცავენ, თქვენ შეგიძლიათ 2 დღეშიც გახდეთ. წარმოიდგინეთ, პარასკევს ჩვეულებრივ გამოდიხართ ოფისიდან, ორშაბათს კი უამრავ კომპლიმენტს იღებთ. ეს ცვლილება კი მხოლოდ შაბათს და კვირას ხდება. ორ დღეში გახდომა რეალობაა.

ამასთან, არც მსხვერპლის გაღება გიწევთ: არანაირი შიმშილი, მკაცრი შეზღუდვა, მხოლოდ წყლის მიღება და აშ. უბრალოდ აირჩიეთ სწორი პროდუქტები და ზომიერად მიიღეთ. სპეციალურად არაფრის მომზადება გჭირდებათ.

დიეტის მენიუ

შაბათი

  • საუზმე: სენდვიჩი ჭვავის პურისგან და ყველის ნაჭრისგან, 200გ ხაჭო.
  • სადილი: ბოსტნეულის სალათა კიტრისგან, პომიდორისგან და მწვანილისგან მცენარეულ ზეთში, 200გ სიმინდის კონსერვი.
  • ვახშამი: 200 მლ კეფირი, 100 გ თევზი ორთქლზე.

კვირა

  • საუზმე: მწვანე ჩაი დამატკბობლის გარეშე, 2 სუხარი.
  • სადილი: 2–3 მოხარშული აკრტოფილი, სალათი კომბოსტოსგან და დაკონსერვებული სიმინდისგან მცენარეულ ზეთში.
  • ვახშამი: 100 გ ქათმის მკერდი, მოხარშული კვერცხი, 200 მლ კეფირი, პომიდორი.

დაგვეთანხმებით, ეს დიეტა არც ისე რთულია, მაგრამ გაოცდებით იმდენად ეფექტური. ვინ იტყვის უარს 1.5 კგ-ს დაკლებაზე 1 დღეში? საბოლოოდ 3 კილოგრამს დაიკლებთ და არც იშიმშილებთ.

კანმა დაბერება დაიწყო? ვიტამინი Е-ს სწორად გამოყენება დავიწყე და მეგობრები შოკში ჩავაგდე

$
0
0

ვიტამინი Е რეპროდუქციული სისტემის ვიტამინებს მიეკუთვნება და ქალისთვის ძალიან სასარგებლოა. მის გარშე ვერცერთ გინეკოლოგიურ დაავადებას ვერ განკურნავთ. ის აუცილებელია კვერცხუჯრედის განვითარებისთვის. როცა ქალი მის ნაკლებობას არ განიცდის, თავს ჯანმრთელად და ლამაზად გრძნობს.

ვიტამინი E ნაოჭების გაჩენას აფერხებს და კანს შიგნიდან კვებავს და ატენიანებს. თუ მას რეგულარულად და საჭირო რაოდენობით გამოიყენებთ, დაბერების პროცესს 5-10 წლით გადადებთ. ვიტამინი E მშვენიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედებს იცავს. მისი ნაკლებობის დროს იმუნიტეტი სუსტდება.

ტოკოფეროლი, ვიტამინი E-ს შემადგენელი ნაწილი, ტოქსინებს გამოდევნის და ქსოვილის რეგენერაციაში აქტიური წვლილი შეაქვს, ასევე ჰორმონების მუშაობას არეგულირებს.

ვიტამინ E-ს შემდეგი პროდუქტები შეიცავენ: სოიოს, ხორბლის, მცენარეული, სიმინდის ზეთი, ნუში, მარგარინი, ნიგოზი, სიმინდი, ქოქოსის და ზეითუნის ზეთი, ლობიო, ბარდა, ქაცვი, ასკილი, შვრია და აშ.

ვიტამინ E-ს ძირითადად ცხიმიანი საკვები შეიცავს, ამიტომაც დიეტაზე მყოფი ქალები მის ნაკლებობას განიცდიან. არადა, მის გარეშე ნორმალური ნივთიერებათა ცვლა წარმოუდგენელია. E-ს დეფიციტი კანის მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას.

ვიტამინი E-ს ნაკლებობის ნიშნებია: მშრალი თმა და კანი, ნაოჭები, დეპრესია, აპათია… გამოდის, ის არამარტო ფიზიკურ, არამედ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას.

რა უნდა ვქნათ, თუ საკვებთან ერთად ამ ვიტამინს ვერ ვიღებთ? შეგიძლიათ ის სინთეტიკური სახით დალიოთ. შეიძინეთ აფთიაქში კაფსულების სახით და მიიღეთ შეფუთვაზე დატანილი დოზის მიხედვით. დღიურმა ნორმამ 15 მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს.

არ მიიღოთ ვიტამინ D-სთან ერთად, ვიტამინი E-ს მიღება სასურველია ვიტამინ A-სა და C-ს კომპლექტში.

იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ, ცხიმიან საკვებთან ერთად მიიღეთ დღის პირველ ნახევარში. არ მიაყოლოთ ყავა, რძე ან წვენი.

ფეხზე სოკოს ეთერული ზეთი კურნავს, აი რეცეპტი

$
0
0

სოკო უეცრად ჩნდება. ხშირად ადამიანები ამ დაავადებას თავისებურად უმკლავდებიან: ქალები დეფექტებს ფრჩხილის ლაქებით მალავენ, მამაკაცები ხშირად ცვლიან წინდებს და წარმატებულად იკავებენ ქავილს.

პრინციპი “თავისით გაივლის” სოკოს შემთხვევაში არ მუშაობს, რადგანაც ის ძალიან მტკიცეა. თუ ოჯახში ვინმე სოკოთია დაავადებული, სხვა წევრებზე გავრცელების შანსი 35-75 %-ია. სოკოს კვალი რჩება პირსახოცზე, ხალიჩაზე, ფეხსაცმელსა და ყველა საგანზე, რომელსაც დაავადებული ეხება. ხელებზე სოკო იშვიათად გვხვდება, წარმოგიდგენთ მასზე მოქმედების საშუალებებს ფეხების შემთხვევაში.

სოკოს საშინაო მკურნალობა

ადამიანის ტანი და მისი გარემო მუდამ სავსეა მიკროორგანიზმებით. ჩვენ იმუნიტეტს აქვს ძალა წინააღმდეგობა გაუწიოს მას. მაგრამ, საკმარისია სოკომ თავი კომფორტულად იგრძნოს, გავრცელებას აქტიურად განაგრძობს. ხშირ შემთხვევებში სოკო აბანოებში, საუნებში, სპორტულ დარბაზებში ვიზიტისას ჩნდება. ასევე, ამის გამომწვევი მიზეზებია ხელოვნური ფრჩხილების ტარება, გელ-ლაქების წასმა, მუდამ დახურული ფეხსაცმელი და აშ.

შინაგანი დარღვევები, როგორებიცაა ტკბილეულის, რძის პროდუქტების, თხილის გადაჭარბებული მოხმარება ორგანიზმს სოკოს გაჩენის მიმართ მგრძნობიარეს გახდის. პირველივე ნიშნების აღმოჩენისას, სასურველი ზომები უნდა მიიღოთ, რათა მან უფრო სერიოზული ხასიათი არ მიიღოს.

დარიჩინის ეთერული ზეთი ფრჩხილების სოკოს წინააღმდეგ

ფრჩხილებზე სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ  გადამოწმებული სამკურნალო საშუალება დარიჩინის ეთერული ზეთია. როგორც ცნობილია, დარიჩინი სისხლში შაქრის შემცველობას არეგულირებს – ბაქტერიების კვების წყაროს. დარიჩინი ფრჩხილებს ასევე სწრაფ აღდგენაში ეხმარება. საიმედო შედეგისთვის, დარიჩინი ჩაის ან ნახარშის სახით მიიღეთ, დაამატეთ კერძებს, ასევე წაისვით დაზიანებულ ფრჩხილებზე.

დარიჩინის ეთერული ზეთის მიღების ხერხები
  1. მოიჭერით დაზიანებული ფრჩხილები რაც შეიძლება მოკლედ ან წაისვით სამკურნალო ლაქი.
  2. ჩადეთ ფეხები აბაზანაში ან სათლში და ზეთი ბამბის ტამპონით წაისვით. თუ კანი დაზიანებულია, შესაძლოა ზეთმა წვა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში მიახმარეთ მცენარეული ზეთი.
  3. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-ჯერ 2 თვის მანძილზე.

ალტერნატიული ხერხი: რამდენიმე წვეთი დარიჩინის ეთერული ზეთი ჩაასხით ცხელ წყალში ზღვის მარილით. ფეხები 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. მსგავსი აბაზანები კვირაში ორჯერ მიღეთ.

ეთერული ზეთი ჩაის ხისგან ფრჩხილების სოკოს წინააღმდეგ

არცერთი ეთერული ზეთი არ შეედრება ჩაის ხეში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს. მასში 40 უნიკალური სამკურნალო ნივთირება შედის, რომლებიც ვირუსებსა და ბაქტერიებს ებრძვიან. ჩაის ხის ეთერული ზეთის რეგულარული მოხმარება ფრჩხილებზე გაჩენილ ავადმყოფობას საბოლოოდ უშველის. ზეთს ნებისმიერ აფთიაქში მოძებნით.

ჩაის ხის ეთერული ზეთის მიღების ხერხები
  1. დაასხით ჩაის ხის ეთერული ზეთის რამდენიმე წვეთი ხელსახოცზე.
  2. დაიბანეთ ფეხები საპნით და კარგად გაიშრეთ. დარწმუნდით, რომ ფრჩხილები მოკლედაა მოჭრილი. ხელსახოცი დაზიანებულ ფრჩხილზე დაიდეთ და შეიხვიეთ.
  3. მსგავსი კომპრესი ყოველდღე გამოფხიზლებისას და საღამოს, ძილის წინ დაიდეთ.

ალტერნატიული ხერხი: ვაშლის ძმარი აურიეთ წყალთან პროპორციაში 1:4ზე. გააჩერეთ ფეხები ნახევარი საათის მანძილზე. დაავადებული ადგილები ჩაის ხის ზეთით დაიმუშავეთ. მსგავსი მკურნალობა კვირაში 2-ჯერ ჩაიტარეთ ავადმყოფობის საბოლოო გაქრობამდე.

ორეგანოს ეთერული ზეთი ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ

ორეგანოს ან თავშავას ბალახი სოკოს წინააღმდეგ საუკეთესო და ეფექტურია. მათ ბუნებრივ ანტიბიოტიკს უწოდებენ, რომლებიც პათოლოგიურ მიკროორგანიზმებს აქრობენ. ეს ეთერული ზეთი იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა კანი ცოტათი გააღიზიანოს. ამიტომაც დაამშვიდეთ ზეითუნის ან ჟოჟობას ზეთით.

ორეგანოს ეთერული ზეთის მიღების ხერხები
  1. 3 წვეთი ეთერული ზეთი 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთთან აურიეთ.
  2. საშუალება დაზიანებულ ფრჩხილზე წაისვით და ეცადეთ ფეხსაცმელს, წინდებს და ხალიჩას არ შეეხოს.
  3. ორეგანოს ზეთით ფრჩხილები 2-3 კვირა დაიმუშავეთ. ეს დრო სოკოს აღმოსაფხვრელად საკმარისია.

ალტერნატიული ხერხი: ორეგანოს ეთერული ზეთის მიღება კაფსულებშიც შეიძლება, როგორც საკვების დანამატი. საჭირო დოზა ექიმს დაეკითხეთ.

მიხაკის ეთერული ზეთი ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ

მიხაკს შესანიშნავი სამკურნალო პოტენციალი აქვს. ეთერულ ზეთს გამაყუჩებელი, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური მახასიათებლები გააჩნია. მიხაკის ზეთი სოკოვანი ინფექციისთვის საზარელი სიზმარია. პირველივე წასმისას ქრება ქავილი, წვა, ანთება…

მიხაკის ეთერული ზეთის მიღების ხერხები
  1. 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ან კოსმეტიკურ ზეთში 5 წვეთი მიხაკის ზეთი დაამატეთ.
  2. ბამბის ტამპონით მიღებული მასა დაავადებულ ფრჩხილზე ღამით წაისვით. დილით კომპრესი ახლით ჩაანაცვლეთ.
  3. პროცედურის კურსი საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ჩაიტარეთ.

არატრადიციული მედიცინის საშუალებები ძირითად მკურნალობასთან ერთად, დამხმარედ უნდა გამოიყენოთ.


“ჯანჯაფილი უფრო ძლიერია, ვიდრე იბუპროფენი: სწრაფად აქრობს ტკივილს სახსრებში, კურნავს გასტრიტს და წყლულს”

$
0
0

ბოლო დროს ჯანჯაფილი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, როგორც კვებით, ასევე სამკურნალო ინდუსტრიაში. რამ გამოიწვია ამ მცენარის ფესვების მიმართ მსგავსი ინტერესი?

ჯადოსნური მცენარის სამშობლოდ ინდოეთს მიიჩნევენ, რადგანაც სწორედ ამ ქვეყნის უძველეს წყაროებშია მოხსენიებული ჯანჯაფილი, როგორც უნივერსალური სამკურნალო საშუალება.

ჯანჯაფილის მიღება სამკურნალო მიზნებით

ჯანჯაფილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ვირუსული დააავდებების და გაციების დროს აუცილებელია. გრიპის პირველივე ნიშნებისას დალიეთ ცხელი ჩაი ჯანჯაფილითა და თაფლით და გამოჯანმრთელების პროცესიც უმალ დაიწყება.

ორგანიზმის იმუნურ სისტემას თავარ არ შეუძლია მსგავს დატვირთვას გაუმკლავდეს, ასე რომ ჯანჯაფილის ფესვის ჩაი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მუშაობას ადამიანის იმუნიტეტს.

ოსტეოართროზის დროს. სახსრებში ტკივილი საოცრად შემსუბუქდება.

ხერხემლის დაავადებების დროს. რევმაატიზმს ჯანჯაფილის ნაყენის აბაზანები შველის. ასევე ჯანჯაფილის აბაზანებს ნერვული გადატვირთვის დროსაც უნიშნავენ.

ჯანჯაფილის ფხვნილსა და ნაყენს შინაგანად, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს იყენებენ. მაგალითად, გასტრიტის დროს. პროდუქტი შველის ვირუსულ ჰეპატიტსა და დიზენტერიასაც.

სტომატოლოგიაში ჯანჯაფილს იყენებენ როგორც ტივილგამაყუჩებელ საშუალებას. ჯანჯაფილი ერთადერთი საკვები დანამატია, რომელსაც ჭამის შემდეგ უწევენ რეკომენდაციას. ანსეპტიკური დანიშნულების გამო ეთერული ზეთი აჯანსაღებს პურუს ღრუს და გვერდით ეფექტებს არ იწვევს.

ჯანჯაფილის დაღეჭვის დროს ნერწყვის ფერმენტები ანტიოქსიდანტებით ჯერდება. მსგავსი სახით კუჭში მოხვედრა გასტრიტისგან და წყლულისგან დაგიცავთ.

გინეკოლოგიაში ჯანჯაფილის ფესვზე მომზადებული წამალი უნაყოფობას, მიომებს და საშვილოსნოს კიბოსაც კი კურნავს.

ჯანჯაფილის ქიმიური შემადგენლობა ცალკე მოსახსენიებელია: კალიუმი, მაგნიუმი, მარგანეცი, სპილენძი, თუთია, რკინა, ფოსფორი, ამინომჟავები, ვიტამინები B და C და ეთერული ზეთები ამ საოცარ ფესვებს სამკურნალო თვისებებით აჯერებენ. ჯანჯაფილში შემავალი ყველა ელემენტი ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ, მივალთ დასკვნამდე, რომ ჯანჯაფილი – ეს ნამდვილი პანაცეაა!

იოჰანა ბუდვიგი: ,,მე აღმოვაჩინე ეს წამალი 60 წლის წინ. აიღე ხაჭო რამდენიმე კოვზი.”

$
0
0

ექიმი იოჰანა ბუდვიგი – გამოჩენილი ქალი მეცნიერი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სწავლობდა სიმსივნურ დაავადებებს და დაუღალავად ცდილობდა, კიბოს წარმოშობის მიზეზების გარკვევას.

და მაინც იპოვა ჯანმრთელობის წყარო. მან შეიმუშავა მარტივი დიეტა, რომელსაც მრავალი თანამედროვე ონკოლოგი უნიკალურად და საკმაოდ ეფექტურად მიიჩნევს. აღმოჩნდა, რომ სელის ზეთი და ხაჭო საუკეთესო ნარევია კიბოს მკურნალობისთვის.

გთავაზობთ ორგანული მიუსლების მომზადების რეცეპტს იოჰანა ბუდვიგის მიხედვით. ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი ასეთი დიეტა შეუფასებლად სასარგებლოა.

დიეტა კიბოს დროს:

შეისწავლა რა ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანთა მდგომარეობა, ბუდვიგმა აღმოაჩინა მასში პათოლოგიური მოყვითალო-მომწვანო სუბსტანციის არსებობა. გამოიკვლია რა, რომ ეს ნივთიერება წარმოიქმნება სისხლში ჟანგბადის უკმარისობის შედეგად, მან დაიწყო ექსპერიმენტული გზებით იმ დიეტის შერჩევა, რომელიც თავიდან აგვაცილებს პათოლოგიას. კიბოს მკურნალობის შესწავლისას ექიმმა ბუდვიგმა გამოარკვია, რომ ჟანგბადი – ყველაზე მძლავრი იარაღია ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში.

ბუდვიგის მიერ შემუშავებული ანტისიმსივნური პროტოკოლი უფრო უკეთ და სწრაფად ასტიმულირებს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას, ვიდრე მკურნალობის სხვა საშუალებები. მან დაამტკიცა, რომ არსებობს ცხიმოვანი მჟავების რიგი, რომელთა გარეშეც ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს არ შეუძლიათ სრულყოფილად სუნთქვა. ამასთან, ორგანიზში მრავალი პროცესი ნელდება ამ სასარგებლო ცხიმოვანი მჟავების დეფიციტის გამო.

ბუდვიგის ანტისიმსივნური პროტოკოლი შედგება ორი ეტაპისგან: პირველი ეტაპი ეს არის მკურნალობა ხაჭოს, სელის მარცვლების და თაფლის ნარევით, ხოლო მეორე – დიეტით. სასარგებლო, ჟანგბადით გაჯერებული საშუალების მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 150 გრამი სუფთა ხაჭო. 5 სუფრის კოვზი სელის ზეთი, 3 სუფრის კოვზი დაფქული სელის მარცვლები და 1 ჩაის კოვზი თაფლი.

მომზადება:

  1. ხაჭო და სელის ზეთი შეურიეთ ხელით ან ბლენდერის დახმარებით. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი ათქვეფილი, ნაღების მსგავსი მასა. თუ ზეთი არ გაიხსნა, შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმ სუფრის კოვზი რძე.
  2. დააქუცმაცეთ სელის თესლი საფქვავშიდა დაამატეთ ხაჭოსა და ზეთის ნარევს. მნიშვნელოვანია! არ იყიდოთ უკვე დაფქული თესლი და არ დაფქვათ ადრე. სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ახალდაფქული სელის თესლი.
  3. დაუმატეთ ნარევს ერთი ჩაის კოვზი თაფლი და გულმოდგინედ აურიეთ. სამკურნალო მიუსლი ბუდვიგის რეცეპტის მიხედვით უნდა ჭამოთ მაშინვე, რადგან მზა ნარევი ინახება არაუმეტეს 20 წუთისა! მრავალი ადამიანი ამზადებს ნარევს საღამოს, დგამენ მაცივარში და დილით იღებენ, ამის გაკეთება კი არაფრით შეიძლება, არანაირ დადებით ეფექტს ასეთი ნარევისფან ვერ მიიღებთ.

ბუდვიგის პროტოკოლის მეორე ნაწილი ეს არის დიეტა. თავი პაციენტებს მან ურჩია:

  1. თავი შეიკავეთ სუფთა ცხოველური ცხიმებისგან
  2. ისწავლეთ შაქრის არგამოყენება
  3. დალიეთ თბილი ჩაი დღეში სამჯერ. პიტნის, ვარდის ფურცლების და ყურძნის ჩაი – საუკეთესო არჩევანია. ნაყენის დასატკბობად შესაძლოა ცოტა თაფლი გამოიყენოთ
  4. გადაეჩვიეთ კარაქის და მარგარინის გამოყენებას საკვებში.
  5. შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატების მიღება მაქსიმალურად.
  6. მიიღეთ საკვები დანამატები ქლოროფილით და დალიეთ მწვანე ნაყენები.
  7. ყოველდღიურად მიიღეთ C ვიტამინი, მაგრამ არაუმეტეს 5 გრამისა დღეში.
  8. ყოველდღიურად მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური, ცივი დაწნეხვის ქოქოსის ზეთი
  9. მოერიდე სოიოს პროდუქტებს, ხოლო სუფრის მარილი შეცვალე ზღვის მარილით

ეს ნაყენი ბევრმა გამოიყენა და შედეგად ბევრის ჯანმერთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. სცადე შენც დაუყოვნებლივ!

ერთ თვეში 87 კილოდან 65 კილოზე ჩამოვედი. უბრალოდ დაამატეთ ეს პროდუქტები რაციონში.

$
0
0

იდეალურ ფორმებზე ნებისმიერი ზედმეტი წონის მქონე ადამიანი ოცნებობს. ამისთვის საჭიროა სწორი კვება და ფიზიკური ვარჯიში. მათთვის კი, ვინც ახლა წონის კლების პროცესშია, გვაქვს პროდუქტების სია, რომლებიც მათი მთავარი იარაღი გახდება!

გთავაზობთ ცხიმის მწველი პროდუქტების ჩამონათვალს, ჩაამატეთ რაციონში და ისინი იდეალურ ფორმას დაგიბრუნებენ!

ცხიმის მწველი პროდუქტები

1. ხაჭო, მაწონი, კეფირი, იოგურტი

კალციოტრიოლი – ჰორმონია, რომელიც უჯრედებს ზედმეტი ცხიმისგან ათავისუფლებს. ეს ჰორმონი კი რძის პროდუქტებში შედის. უცხიმო რძის საკვები მისწრებაა მათთვის, ვინც დიეტაზეა. ისინი ბევრ ცილას შეიცავს და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

2. იმბირი 

ეთერზეთები, რომლებიც იმბირშია, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ორგანიზმს მეტი ენერგიის ხარჯვაში ეხმარება. იმბირი ასევე ძალიან უხდება კანს.

3. კომბოსტო

მიირთვით ყველა სახის კომბოსტო – თეთრი, ყვავილოვანი და ბროკოლი. სამივე მათგანი ეფექტურად წვავს ცხიმებს, რადგამ შეიცავს ბევრ უჯრედისს და გამოაქვს ორგანიზმში დაგროვილი არასაჭირო ნივთიერებები. ის ასევე შეიცავს ინდოლ-3-კარბინოლს – ნივთიერებას, რომელიც ქალის ორგანიზმში ესტროგენების დონეს ანორმალიზებს.

4. კიტრი
დაბალკალორიული პროდუქტი, რომელიც ბევრ წყალს შეიცავს. დიეტაზე მყოფებისთვის ის ნამდვილად საოცარი პროდუქტია. ის შეიცავს საჭირო ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. მიირთვით კიტრი გაუფცქვნელი.

5. დარიჩინი

აქვეითებს შაქრის დონის შემცირებას, ეს კი ცხიმების აკუმულაციას უწყობს ხელს. ის შეგიძლიათ ყველა პროდუქტში ჩაამატოთ.

6. გრეიფტუტი

შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, აქვეითებს ინსულინის დონეს სისხლში. ასევე მძლავრი ნაღველმდენია. მეტი სარგებლობისთვის, გრეიფრუტი მწარე კანთან ერთად მირთვით.

7. მწვანე ჩაი

ის ახურებს ორგანიზმს და ეხმარება სწრაფ მონელებაში. მასში შემავალი თიამინი შლის კანქვეშა და ვისცელარულ ცხიმსაც.

8. წყალი

წყალი ორგანიზმს მარილებისგან წმენდს. რაც მეტს სვამთ, უფრო იოლად იკლებთ წონაში.

9. ჟოლო

ჟოლო ნაკლებ შაქარს შეიცავს, სხვა კენკრებთან შედარებით. გამოყოფს კუჭის წვენს და სასარგებლოა მისი კვების შემდეგ მირთმევა.

10. მდოგვი

მწარე საკვები გამოყოფს კუჭის წვენს. სასარგებლოა ხორცისა და თევზის მირთმევა მდოგვით, ასევე მისი სალათებში დამატება.

11. ფორთოხალი

მდიდარია უჯრედისით, იდეალური ვარიანტია ჯანსაღი ხემსისთვის. შლის ცხიმებს ეთერზეთების წყალობით.

12. ნუში

ნუში მხოლოდ 40%ით გადამუშავდება, შეითვისება მხოლოდ ცილა. ამიტომ მისით დანაყრება შესანიშნავი აზრია.

13. პირშუშხა

ის მდოგვივით ეფექტურად ამუშავებს რთულ პროდუქტებს.

14. ლობიო

მასში ბევრი ცილაა, ეს კი ცხიმების წვისთვის განსაკუთრებით საჭიროა. მიირთვით პარკოსნები, ისინი გამიშრობაში დაგეხმარებიან.

15. ქოქოსი

ქოქოსის ზეთი სასარგებლო მიკროელემენტებითაა გაჯერებული, აძლიერებს საჭმლის მონელების პროცესს.

16. ანანასი

ის გვანაყრებს სწრაფად, აუმჯობესებს კუჭის წვენის გამოყოფას. საუკეთესო გასახდომი საშუალებაა.

17. პაპაია 

მიიღეთ პაპაიას ნაჭერი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. მისი ფერმენტები წონის კლებაში დაგეხმარებათ.

18. წითელი ღვინო

მასში არსებული ფერმენტები ხელს უშლის ცხიმების დალექვას. 0,5 ჭიქა წითელი ღვინო ჭამის შემდეგ ძალიან სასარგებლოა.

19. ვაშლი და მსხალი

ასუფთავებს ნაწლავებს, სწრაფად ანაყრებს. შეარჩიეთ ისინი ხემსისთვის.

20. შვრიის ფაფა

უხდება კუჭ-ნაწლავს და კარგად წვავს ცხიმებს.

დაუთმეთ ყურადღება ამ პროდუქტებს და მალე იგრძნობთ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს. გაუზიარეთ ეს სასარგებლო სია თქვენს მეგობრებსაც!

მარჯვენა ფერდში სიმძიმე ვიგრძენი, მივხვდი ღვიძლს შველა ჭირდებოდა და ეს რეცეპტი გავიხსენე.

$
0
0

როცა ღვიძლი ავადდება, მარჯვენა ფერდში სიმძიმეს ვგრძნობთ, პირში სიმწარეს, გულისრევას ჭამის შემდეგ. ღვიძლი წმენდს ორგანიზმს, ამიტომ მასზე უნდა ვიზრუნოთ, რათა სხვა ორგანოებიც არ დაავადდეს.

არსებობს ცნება ,,ცხიმოვანი ღვიძლი” – როცა ღვიძლი უჯრედებში ცხიმოვანი მჟავები გროვდება. მისი გამომწვევი მიზეზებია:

  • კალორიული და ცხიმიანი საკვები
  • ალკოჰოლი
  • წონის უეცარი დაკარგვა/ჭარბი წონა
  • დიაბეტი
  • ორსულობა
  • მეტაბოლიზმის დარღვევა
  • ქიმიოთერაპია
  • კორტიკოსტეროიდები

ღვიძლმა ტკივილი არ იცის, რადგან მასში ნერვული დაბოლოებები არ არის, ამიტომ დაავადება უსიმპტომოა. ადამიანი გრძნობს დაღლილობას, მუცლის არეში დისკომფორტს…

ღვიძლი ერთადერთი აღდგენადი ორგანოა. ხშირად მისი გაცხიმოვნება შექცევადია. ჩვენ გეტყვით, ღვიძლის წმენდის წესებს ორგანიზმის დაზიანების გარეშე.

ბოსტნეულის კოქტეილი

ინგრედიენტები

  • 2 ჭარხალი
  • 2 ლიმონი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება

1. ათქვიფეთ ბლენდერში ჭარხალი წყალთან, გადაწურეთ.

2. ჭარხლის წვენში 2 ლიმონი ჩაწურეთ.

3. სვით სამჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი – 7 დღე.

გემრიელი სასმელი ღვიძლისთვის

ვაშლში შემავალ პექტინს გამოაქვს ტოქსინები, იმბირი და ლიმონი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

ინგრედიენტები

  • 2 ლიმონი
  • 250 მლ ვაშლის წვენი
  • 250 მლ ოხრახუშის წვენი
  • 0,5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 0,5 კბილი ნიორი
  • 0,5 ს.კ. დაფქული იმბირი
  • 100 მლ ბაბუაწვერას ან გვირილას ჩაი

მომზადება

  1. ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერში.
  2. გადაასხით შუშის ბოთლებში და შედგით მაცივარში.
  3. მიიღეთ ჭამამდე 2 საათით ადრე, 5 დღე.

მიუხედავად ამ სასმელების სამკურნალო თვისებებისა, მათ მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ფრთხილად უნდა იყვნენ თირკმლების დაავადების, ართრიტის, დაქვეითებული წნევის, სისხლში შაქრის მაღალი დონის მქონეები.

ღვიძლის წმენდა ერთადერთი ეფექტური მეთოდი არ არის. ცხიმოვანი ჰეპატოზი რომ არ განვითარდეს, უნდა შეზღუდოთ ალკოჰოლის მიღება, იკვებოთ ჯანსაღად და წონა შეინარჩუნოთ ნორმის ფარგლებში.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!

მთავარი ექიმი: ,,პირველი 1,5 ლ 16:00 საათამდე დალიეთ!” 90 კგ ვიყავი, ახლა 75 ვარ, კვლავ ვაგრძელებ კლებას…

$
0
0

ზაფხული ახლოვდება და წონაში კლების საკითხიც აქტუალურია. ბედნიერების ძიებაში ქალები მზად არიან ექსპერიმენტების ჩასატარებლად, რათა სასურველ შედეგს სწრაფად მიაღწიონ.

თუმცა საჭიროა ყველაფერს გონივრულად მივუდგეთ, განსაკუთრებით, ჯანმრთელობას.

გვსურს ერთი მარტივი ჭეშმარიტება შეგახსენოთ: სწორი გახდომის მთავარი შემადგენელი არის წყლის აუცილებელი რაოდენობის მიღება.

შეგახსენებთ: მოზრდილმა ადამიანმა დღეში 1,5-2 ლ სუფთა წყალი უნდა დალიოს (30 მლ სითხე 1 კგ-ზე). პირველი 1,5 ლ უნდა მიიღოთ 4 საათამდე.

გთავაზობთ სუპერ სასმელის რეცეპტს, რომელიც ჩვეულებრივ წყალზეა დამზადებული. ის ფიგურის კორექტირებაში დაგეხმარებათ და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს.

წყალი ,,სასი” ორგანიზმის გასაწმენდად

ამ ვიტამინურმა სასმელმა სახელწოდება ამერიკელი ქალის – სინტი სასისგან – მიიღო, რომელიც ამ ელექსირის ავტორია,

ინგრედიენტები

  • 2 ლ სუფთა (წყაროს ან ბოთლის წყალი)
  • 1 ს.კ. გახეხილი იმბირის ფესვი
  • 1 კიტრი
  • 10-12 პიტნის ფოთოლი
  • 1 საშუალო ლიმონი

მომზადება

1. დაჭერით თხელ რგოლებად კიტრი და ლიმონი. გაასუფთავეთ იმბირი და გახეხეთ. აურიეთ ყველაფერი და დაასხით წყალი.

2. პიტნის ფოთლები ხელებით დაგლიჯეთ.

3. სასმელი დადგით მაცივრის ქვედა თაროზე 10-12 საათით (სჯობს, მთლი ღამით).

4. შეგიძლიათ, წყალი გადაწუროთ. დილით, უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა სასი. დანარჩენი კი ცოტ-ცოტა მთელი დღის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია: სასმლის სითბოში გაჩერება არ შეიძლება, ის კარგავს სასარგებლო თვისებებს.

ვინც სასმელი გასინჯა, აღნიშნავს, რომ ის კარგად კლავს წყურვილს და აქვს გამამხნევებელი, მატონიზირებელი ეფექტი.

სასის წყალში ლიმნის გარდა შეგიძლიათ მანდარინის, ან ფორთოხლის დამატებაც. ასევე სალბის რამდენიმე ფოთლის. სასმელი უნდა დალიოთ 4 დღის განმავლობაში, ნებისმიერი დიეტის დაწყებამდე, ეს გახდომის პროცესს დააჩქარებს.

სასმელი რეკომენდებული არ არის, ვისაც აქვს ალერგია რომელიმე ინგრედიენტზე ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს.

ცხელ სეზონზე სასის წყალი ნამდვილი საჩუქარია. მასზე უკეთ არაფერი აგრილებს. გაუზიარეთ მეგობრებს ამ მარტივი და სასარგებლო სასმელის რეცეპტი, ისინი მადლობელნი დაგრჩებიან.

Viewing all 4821 articles
Browse latest View live