Quantcast
Channel: Notepad
Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

ვიღებთ მანდარინს, წყალს და ვანილს და სუფრაზე უგემრიელესი რახათ-ლუხუმი გვექნება

$
0
0

თუ 170 სახეობის აღმოსავლურ ტკბილეულს ერთ ტორტში მოაქცევთ, რახათ ლუქუმი მასზე მოთავსებული ალუბალი იქნება. გასაოცარია, რომ ერთ-ერთი ცნობილი არაბული დესერტი მხოლოდ და მხოლოდ XVIII საუკუნეში სტამბულში გაჩნდა.

სახლში რახათ ლუხუმის მომზადება ისევე ხდება, როგორც ჟელესი. თუმცა, შეგიძლიათ იფანტაზიოროთ, დაუმატოთ მზესუზირა ან თხილი გემოვნებით.

ინგრედიენტები

მანდარინი 7ც

წყალი 800მლ

შაქარი 600გ

შაქრის პუდრა 100გ

ლიმნის მჟავა 0.25 ჩ.კ

ვანილი

სახამებელი 130გ

მომზადება

ვამზადებთ შაქრის სიროფს. ამისთვის შაქარი 600მლ წყალში გახსენით და  ლიმნის მჟავა დაუმატეთ. ნელთბილ ცეცხლზე 10 წუთი ხარშეთ.

ამ დროს მოამზადეთ მანდარინის წვენი. დაჭყლიტეთ მანდარინი ბლენდერში და საცერის გამოყენებით მისგან ფაფას მიიღებთ.

მიღებული მანდარინის წვენი აურიეთ 200მლ წყალს და სახამებელს. დადგით მასა ცეცხლზე და როცა ადუღდება შაქრის სიროფი და ვანილი დაამატეთ.

ლუხუმი 20-30 წთ ხარშეთ ერთიან კონსისტენციამდე. შემდეგ მოხერხებულ ფორმაში მოათავსეთ და მაცივარში 1 საათით დატოვეთ.

როცა გაცივდება, გადმოიღეთ, დაჭერით კუბიკებად და აგორავეთ შაქრის პუდრაში.

შაქრის პუდრის ნაცვლად შეგიძლიათ ქოქოსის ფანტელებიც გამოიყენოთ. ისინი აუცილებელია რათა ტკბილეული თითებზე და ჭურჭელზე არ მიგეკროთ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

Trending Articles