ინგლისის კანონებში შესაძლოა ცვლილება შევიდეს, კერძოდ ეს ცვლილება პლასტიკურ ქირურგიას და ექიმების საქმიანობას შეეხება. ამ კანონის თანახმად დაწესდება სიმბოლური გადასახადი, რომლის გადახდაც მოუწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებენ. ხალხში ეს ინფორმაცია მალევე გავრცელდა და ხუმრობით მას ”მკერდის გადასახადი” უწოდეს.
სინამდვილეში ამ კანონის შემოღებას დადებითი მხარე გააჩნია. საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ყველას შეუძლია, მიუხედავად იმისა, ესაჭიროება თუ არა პაციენტს იგი. სწორედ ამის გამო პაციენტებსაც და ექიმებსაც დამატებით გადასახადის გადახდა მოუწევთ, თუ ამ ოპერაციის გაკეთებას დააპირებენ. ადამიანებს, რომლებსაც აუცილებელი პლასტიკური ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ, არ მოუწევთ ამ გადასახადის გადახდა.
განაგრძე კითხვა:
ბოლო ინფორმაციებით კანონი ძალაში მომავალი წლიდან შევა. ექსპერტების აზრით პლასტიკური ოპერაცია დაახლოებით 20%-ით გაძვირდება და სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 500 მილიონი ფუნტი სტერლინგით შეავსებს.
რა თქმა უნდა ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ ექიმები. პირველი ექიმი, რომელმაც პროტესტი გამოთქვა არის ცნობილი ქირურგი პატრიკ მალუჩი. ძალიან მაინტერესებს, როგორ უნდა განსაზღვროს შესაბამისმა ორგანომ ესაჭიროება თუ არა ადამიანს ამ ოპერაციის გაკეთება. ან საერთოდ რა უფლება აქვთ. რომ ადამიანის მაგივრად წყვეტენ, თუ როგორი სახის ოპერაცია ესაჭიროება მას. როგორ უნდა გაარკვიონ არა ექიმებმა სურათების სახით, თუ როგორი ტიპის ოპერაცია ესაჭიროება ადამიანს და რამდენად უნდა დაიბეგროს იგი, აცხადებს ექიმი მის მოხსენებაში.
ექიმებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ პროტესტით გამოვიდნენ. ცნობისთვის ინგლისი პლასტიკური ოპერაციების რაოდენობით ლიდერია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ერთი წლის მანძილზე საშუალო დანახარჯი 2.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგია.
↧
პლასტიკური ოპერაცია სახელმწიფოს სასიკეთოდ
↧