ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა. ტრაგიკული შემთხვევას ეხმიანება ცნობილი ბლოგერი და მომღერალი გივიკო დიდია, რომელიც გურიიდან არის.
“ჩოხატაური… უმძიმეს ავარიას ჩოხატაურელი ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 კი დაშავებულია. ერთი დაღუპული ჩემი მეგობრის ძმაა. გარდაცვლილები ჩემთანაც არიან ოჯახში ნამყოფი , ჩემს ძმასთან მეგობრობდნენ… ვუსამძიმრებ ჩემს ჩოხატაურს უდიდეს ტრაგედიას…. რა უნდა ვუთხრა მათ ოჯახს, ახლობლებს … გამძლეობას გისურვებთ…” – წერს გივიკო დიდია.