ჩვენ დავინტერესდით, ვინ არის ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელმაც არ დაიზარა და მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე ხეზე ავიდა. როგორც გავარკვიეთ, ის 24 წლის აკაკი ნიკაჭაძეა, რომელიც ზესტაფონიდან ჩამოვიდა იმ იმედით, რომ ბილეთს გადამყიდველებისგან მაინც შეიძენდა, თუმცა ვერ მოახერხა და როგორც ამბობს, ერთადერთი გზა ხეზე აძრომა იყო.
“გადამყიდველების იმედად ვიყავი. გაგებული მქონდა, რომ ამ თამაშზე გადამყიდველები ბევრი იქნებოდნენ ამ თამაშზე, რადგან ცოტა ხალხი იყო, თუმცა რატომღაც ეს გადამყიდველები ვერ ვნახე, ამიტომ გადავწყვიტე, დაცვისთვის მაინც მიმემართა, მაგრამ არც დაცვამ შემიშვა. დაცვა გაძლიერებული იყო და შეპარბაც ვერ მოვახერხე. ერთი გზა ის მქონდა დარჩენილი, რომ ხეზე ავსულიყავი და იქიდან მეყურებინა თამაშისთვის.
გული იმაზე მწყდება, რომ ტელევიზიებმა ჩემი ვიდეო დადეს და ერთი ნაკრების მაისურის ჩუქება არ იკადრეს” – ამბობს აკაკი ნიკაჭაძე.