Quantcast
Channel: Notepad
Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

“ერთხელ ქალმა ჩემზე ზუსტად ასე დაწერა –“ვაიმე, ეს გოგო ძალიან მეზიზღება”…ეს კომენტარი მართლა გულზე მომხვდა, რადგან…”–ცნობილი იუმორისტი სიძულვილის ენასა და სოცქსელში ბულინგზე

$
0
0
"ერთხელ ქალმა ჩემზე ზუსტად ასე დაწერა - "ვაიმე, ეს გოგო ძალიან მეზიზღება"... ეს კომენტარი მართლა გულზე მომხვდა, რადგან..." - ცნობილი იუმორისტი სიძულვილის ენასა და სოცქსელში ბულინგზე

XXI სა­უ­კუ­ნე­ში, სი­ძულ­ვი­ლის ენას ციფ­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჭირს უწო­დე­ბენ. სი­ძულ­ვი­ლის ენის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი დე­ფი­ნი­ცია არ არ­სე­ბობს. ეს არის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფე­ბის თუ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ვებგ­ვერ­დებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში ხში­რია უსი­ა­მოვ­ნო, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი ად­რე­სა­ტებს არც იც­ნო­ბენ.

რო­დე­საც რეს­პონ­დენ­ტებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის შე­სა­თან­ხმებ­ლად ვრე­კავ, ზო­გი­ერ­თი იმ პი­რო­ბით მთან­ხმდე­ბა, რომ ინ­ტერ­ვიუ მხო­ლოდ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლებ­ზე იქ­ნე­ბა და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში არ აიტ­ვირ­თე­ბა; ზო­გი­ერთს სურს ატ­ვირ­თვა, მაგ­რამ კო­მენ­ტა­რე­ბის გა­თიშ­ვას მო­ი­თხოვს, რად­გან ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო არ სურს ოჯა­ხის წევ­რე­ბი ანერ­ვი­უ­ლონ ან თა­ვად გა­ღი­ზი­ან­დნენ. ამ სტა­ტი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი ერთ-ერთი პი­რის­გან ასე­თი ფრა­ზაც მო­ვის­მი­ნე: “ჩემ­თვის ეს იმ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა. ისეთ დღე­ში ჩა­მაგ­დეს, გახ­სე­ნე­ბაც აღარ მინ­და”, – და ბო­დი­შის მოხ­დით, ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი თქვა.

ცი­ა­კო ფი­ფია, მსა­ხი­ო­ბი, იუ­მო­რის­ტი:

– ჩემს ინ­ტერ­ვი­ებ­ზე ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი ნაკ­ლე­ბად მი­ნა­ხავს; არც მახ­სოვს, სა­ერ­თოდ მი­ნა­ხავს თუ არა ან ვინ­მეს­გან რამე მწყე­ნო­და. მაგ­რამ ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი ჩემს სკეტ­ჩებ­ზე არის ხოლ­მე. თუ და­წე­რენ; ეს გოგო ვი­ზუ­ა­ლუ­რად არ მომ­წონს, დიდი ცხვი­რი აქვს, პუტ­კუ­ნაა და ა.შ., მარ­თლა არ მექ­ნე­ბა ამა­ზე რე­აქ­ცია, არ შე­ვე­და­ვე­ბი, არ მე­წყი­ნე­ბა. ჩავ­თვლი, რომ მის გე­მოვ­ნე­ბა­ში ვერ ვჯდე­ბი. არც იმა­ზე მექ­ნე­ბა რე­აქ­ცია, ვინ­მემ რომ და­წე­როს უნი­ჭო­აო, მაგ­რამ ერთხელ მქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც მწა­რედ მახ­სოვს: ასა­კო­ვან­მა ქალ­მა ზუს­ტად ასე და­წე­რა, – “ვა­ი­მე, ეს გოგო ძა­ლი­ან მე­ზი­ზღე­ბა”. ეს კო­მენ­ტა­რი მარ­თლა გულ­ზე მომ­ხვდა, რად­გან ავ­ტო­რი ჩემს პი­როვ­ნე­ბას სხვაგ­ვა­რად შე­ე­ხო. ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გი­ნე, სრუ­ლი­ად უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა ასე­თი კო­მენ­ტა­რი რა­ტომ უნდა და­წე­როს?

– მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ხომ არ სცა­დეთ?

– რო­გორ არ ვცა­დე, მივ­წე­რე, – ქალ­ბა­ტო­ნო, თქვენს ნათ­ქვამს ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ გე­ზი­ზღე­ბით? მა­ინ­ტე­რე­სებს, ოდეს­მე ცუ­დად შე­გე­ხეთ ან გა­გი­გი­ათ, რომ ვინ­მეს ცუდი გა­ვუ­კე­თე? ჩემ­და­მი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გორ გა­გიჩ­ნდათ-მეთ­ქი? ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო, როცა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­ვა ვცა­დე. არც ერთი სხვა შემ­თხვე­ვა გულ­თან ახ­ლოს არ მი­მი­ტა­ნია.

– იმ ქალ­ბა­ტონ­მა გი­პა­სუ­ხათ?

– არა, შვი­ლო, მე შენ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, როლი არ მომ­წონს, რო­მელ­საც ას­რუ­ლე­ბო, – სულ სხვა რამე თქვა. ვუ­თხა­რი, რომ სათ­ქმე­ლი არას­წო­რად ჰქონ­და გად­მო­ცე­მუ­ლი. ბევ­რს და­უ­წე­რია, პერ­სო­ნა­ჟი არ მომ­წონ­სო და ეს გა­სა­გე­ბია, არ მწყინს.

– ოჯა­ხის წევ­რე­ბის რე­აქ­ცია რო­გო­რია?

– ყვე­ლამ იცის, ისეთ სფე­რო­ში ვტრი­ა­ლებ, ცუ­დიც და­ი­წე­რე­ბა და კარ­გიც. მიკ­ვირს, ადა­მი­ა­ნებს ცუ­დის წერა უფრო რა­ტომ სი­ა­მოვ­ნებთ? სა­კუ­თარ თავ­ზე ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად არ გა­მო­მიც­დია, მაგ­რამ ახ­ლა­ხან ბაბი კირ­კი­ტა­ძის შემ­თხვე­ვა ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, ვი­ნერ­ვი­უ­ლე. ამ გო­გოს რას გა­და­ე­კიდ­ნენ?! რამ­დე­ნი და რო­გო­რი ნე­გა­ტი­ვის ტალ­ღა იყო მისი მი­სა­მარ­თით, ვე­ღარ ვით­ვლი. ამას არ იმ­სა­ხუ­რებს. ამ კო­მენ­ტა­რე­ბის დამ­წე­რებს წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, ადა­მი­ანს ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან რა შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს?

– ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბი ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბი­დან უფრო ხში­რად იწე­რე­ბა თუ…

– ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, უმე­ტე­სად ტრო­ლე­ბი წე­რენ. მათ ყუ­რა­დღე­ბას სა­ერ­თოდ არ ვაქ­ცევ. ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, ამ ცხოვ­რე­ბის­გან ვერ იღე­ბენ სი­ა­მოვ­ნე­ბას, გაჟ­ღენ­თი­ლი არი­ან ბოღ­მით, ნე­გა­ტი­ვით და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ან­თხე­ვენ ათას­გვარ სი­სა­ძაგ­ლეს. ძა­ლი­ან მინ­და, ყვე­ლამ იპო­ვოს სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა და მერე ნაკ­ლე­ბი ღვარ­ძლი და­ინ­თხე­ვა, ნაკ­ლე­ბი ცუდი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რე­ბა.

– ცი­ა­კო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენი პრო­ფი­ლი სა­ჯა­როა, ამის გამო უსი­ა­მოვ­ნე­ბა არ შე­გქმნია?

– სა­ჯა­როა, ყვე­ლას შე­უძ­ლია ნა­ხოს ყვე­ლა­ფე­რი. უსი­ა­მოვ­ნე­ბა არ შემ­ქმნია, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ ფო­ტო­ებს იღე­ბენ და ყალბ გვერ­დებს ქმნი­ან. ერთხელ ჩემი ფო­ტო­ე­ბი დადო ვი­ღა­ცამ, მა­ღა­ზია გავ­ხსე­ნიო და უნ­დო­და, ჩემი სა­ხე­ლით ემუ­შა­ვა. იმას ვერ მიხ­ვდა, რომ ამას მეც მე­ტყოდ­ნენ? ძა­ლი­ან ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სხვი­სი ფო­ტო­ე­ბით ყალბ გვერ­დებს აკე­თე­ბენ და მერე ვი­ღა­ცებს სწე­რენ, 10 და 20 ლარი ჩა­უ­რი­ცხონ…

წყარო: https://www.ambebi.ge/


Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

Trending Articles