Quantcast
Channel: Notepad
Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

გიორგი მამარდაშვილი არის კაცი-მთა, რომელიც ევრო 2024-ის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა – The New York Times-ი გიორგი მამარდაშვილს სტატიას უძღვნის.

$
0
0

The New York Times-ი გიორგი მამარდაშვილს სტატიას უძღვნის. ამერიკული გამოცემა აქცენტს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მეკარის კარგ თამაშზე აკეთებს და მის სამომავლო საკლუბო პერსპექტივებზე მსჯელობს.

“ევრო 2024-ზე გმირობების შემდეგ, ელოდება თუ არა ქართველ მეკარეს მსხვილი ტრანსფერი?“ – სვამს კითხვა NYT და აღნიშნავს, რომ ქართველი მეკარის „გმირობები“ ტურნირზე სიურპრიზი არ ყოფილა მათთვის, ვინც გასულ სეზონში “ვალენსიას“ თამაშებს ადევნებდა თვალს.

“გიორგი მამარდაშვილი არის კაცი-მთა, რომელიც ევრო 2024-ის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ სადაც არ უნდა ითამაშოს ქართველმა „ქართულმა კედელმა“, მას მხოლოდ პირველობის სურვილი აქვს.

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ტურნირამდე, მამარდაშვილს რიგი ევროპული კლუბები უკვე აკვირდებოდნენ, თუმცა, ზაფხულში მისმა გამორჩეულმა ასპარეზობამ მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ აჟიოტაჟი გაზარდა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

Trending Articles