Quantcast
Channel: Notepad
Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

აი, როგორ მოამზადოთ უნაზესი კრემი “შარლოტა”–ცხობის დროს უგემრიელესი დანამატია.

$
0
0

კრემი ,,შარლოტა” კვერცხისა და რძის ცხიმიანი კრემი. ის ხშირად გამოიყენება ბისკვიტებზე წასასმელად. მისით შეგიძლიათ მორთოთ ტორტი, ის საკონდიტრო ფაბრიკის მორთულობას დაემსგავსება.

სამწუხაროდ, ეს დესერტი ყველას არ გამოსდის პირველივე ჯერზე, მაგრამ თუ ზუსტ წესებს დაიცავთ, შესანიშნავი კრემი გამოვა.

ინგრედიენტები
  • 200 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 100 მლ რძე
  • კონიაკი და ვანილი გემოვნებით
მომზადება
  1. კრემის პროდუქტები წინასწარ მოამზადეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  2. თასში ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად, ჩაასხით რძე. აურიეთ.
  3. მომზადებული ნარევი ქვაბში გადაიტანეთ და გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე. თან ურიეთ, სანამ მასა გასქელდება. არ აადუღოთ. ნარევი გააციეთ.
  4. დაარბილეთ კარაქი, ათქვიფეთ ის მიქსერით, გათეთრებამდე. არ შეწყვიტოთ თქვეფა და თანდათან დაამატეთ კვერცხისა და რძის ნარევი.
  5. ბოლოს, სურვილისამებრ, ჩაასხით კონიაკი ან რომი.

ტკბილეული მიირთვით მაშინვე ან შეინახეთ მაცივარში, დახურულ ჭურჭელში, არაუმეტეს 4 დღისა. გემრიელი კრემი შეგიძლიათ ეკლერის, შუს მოსართავად გამოიყენოთ, ასევე უხდება მაფინებს, კიევურ, პრაღულ ტორტს.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!


Viewing all articles
Browse latest Browse all 4821