Quantcast
Channel: Notepad
Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

ფენოვანი ცომის ამ რეცეპტს სხვაგან ვერ ამოიკითხავთ, ექსკლუზივს გთავაზობთ მეგობრებო

$
0
0

ბევრი დიასახლისი თავს იკავებს ფენოვანი ცომის მომზადებისგან, რადგან თვლის, რომ ეს ხანგრძლივი და დამღლელი საქმეა. თუმცა ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. საჭიროა, მხოლოდ 10 წუთი. არ გჯერათ? ნახეთ ეს რეცეპტი.

გთავაზობთ ფენოვანი ცომის მომზადებას სახლის პირობებში

ფენოვანი ცომის მომზადება

ინგრედიენტები

  • 200 გ მარგარინი
  • ერთი კვერცხი
  • 100 მლ არაჟანი
  • 350 გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1. ფქვილი დასრისეთ მარგარინთან ერთად.

2. გაყავით კვერცხის გული ცილისგან და დაამატეთ გული მარგარინიან ცომში.

3. ბოლოს ვამატებთ არაჟანს. გამოდგება კეფირიც.

4. ახლა მოზილეთ ცომი. ის გამოვა რბილი და ელასტიური. თუ ცომი მკვრივია, დაამატეთ არაჟანი. ხოლო თუ ხელებს ეწებება, ჩააყარეთ ცოტა ფქვილი. შედგით ცომი მაცივარში.

5. ცომი მზადაა. ახლა დადგა დრო მისგან კულინარული შედევრი მოვამზადოთ. მე, მაგალითად, ვამზადებ ფენოვანი ცომისგან ენას. ამისთვის საკმარისია, მზა ცომი გააბრტყელოთ და დაჭრათ სამკუთხედებად.

ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხის ცილა, სხვა ჭურჭელში კი – შაქარი. ამოავლეთ სამკუთხედები ცილაში, შემდეგ შაქარში. დაალაგეთ სამკუთხედები საცხობზე და გამოაცხვეთ ოქროსფერის მიღებამდე.

ეს ხრაშუნები სწრაფად იხარჯება და იჭმევა. ისინი ძალიან გემრიელებია. ამ ცომისგან შეგიძლიათ ყველაფრის მომზადება: ღვეზელის, ნამცხვარის, ხორციანი ცომის. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

მოგეწონათ რეცეპტი? გაუზიარეთ ის მეგობრებს!

The post ფენოვანი ცომის ამ რეცეპტს სხვაგან ვერ ამოიკითხავთ, ექსკლუზივს გთავაზობთ მეგობრებო first appeared on Notepad.

Viewing all articles
Browse latest Browse all 4821