Quantcast
Channel: Notepad
Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

‘სუნიანი’ ფიქრები )))

$
0
0

ოცდამეერთე საუკუნეა გარეთ!

ოცდამეერთე!

ისეთ ხანაში ვცხოვრობთ,როდესაც ადამიანის კომფორტზე ზრუნვამ პიკს მიაღწია!

ყველაფერი გვაქვს იმისათვის,რომ ადამიანმა საკუთარ თავს მინიმალური ძალისხმევის შედეგად მოუაროს და საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად აკურატულ ფორმაში გამოჩნდეს!

თუკი ეს ასეა,მაშ რატომ არის ზოგიერთი იმდენად ბინძური,რომ პირდაპირი გაგებით გული შეგიწუხდბა მათ სიახლოვეს ყოფნისას?რატომ აფრქვევენ ისინი ასეთ საშინელ სურნელს(ნუ,ეს ხომ სურნელი არ არის!)!რატომ არ ფიქრობენ იმას,რომ საზოგადო ადგილებსი მათი გამოჩენა ბევრისთვის აუტანელია!

შეიძლება ვერ მიხვდით ეხლა ამ ჩემ გაბრაზების მიზეზს,ჰოდა მოკლედ გეტყვით.

დღეს მარჯანისვილის ქუჩიდან სახლში  სამარშრუტო ტაქსით წამოვედი და გამიხარდა, რომ ორი თვისუფალი ადგილი შევნშნე სულ უკან.ერთ კუთხეში ახალგაზრდა ბიჭი იჯდა,მეორეში—ახალგაზრდა გოგო,რომ მივუახლოვდი და გოგოსკენ დავჯექი,მაშინვე მეცა ცხვირში აუტანელი ჭუჭყის სუნი,მაგრამ არ შევიმჩნიე.გადიოდა წუთები და ვგრძნობდი, რომ უკვე სუნთქვა მიჭირდა და თავს ცუდად ვგრძნობდი,ბოლოს კუჭისთავიც კი ამეწვა რაღაცნაირად,გულმუცელი ამერია,როგორც იტყვიან ხოლმე(ბავშვობიდან მგრძნობიარე ვარ სურნელების მიმართ).კიდევ კარგი თხელი კაშნე მეკეთა და ცხვირზე ავიფარე,ასე,ჩემი სუნამოს არომატმა ცოტა შევბა მაგრძნობინა,თორემ მაღალქუსლებზე ტრანსპორტში ფეხზე დგომა ხომ იცით როგორ ჭირს,თანაც გვარიანად დაღლილი ვიყავი.20 წუთი გაგრძელდა ეს ‘ტანჯვა’ სანამ ეს ადამიანი ჩავიდოდა!

ეხლა მე თქვენ გეკითხებით : რამ მიიყვანა ახალგაზრდა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა მამაკაცი იმ დონემდე,რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მის გვერდით გაჩერება შეუძლებელია,ისეთი სუნი ასდის!გამოდის, რომ პირადი ჰიგიენის დაცვა,ტანსაცმლის გასუფთავება-გარეცხვა მისთვის ასეთ სირთულეს წარმოადგენს!? რატომ უნდა იყოს ეს რთული? —ის უსახლკაროა? თუ უსახლკაროა —რატომ? ის ხომ ახალგაზრდა მამაკაცია,ავადმყოფობის ნიშან-თვისება იმას არ ეტყობოდა! იმდენად გაჭირვებულია,რომ თავის მოსავლელად არანაირი პირობა არ ქვს?—რაღაცნაირად არ მჯერა და ეგებ თქვენ გამცეთ პასუხი!

ვინც ხშირად მგზვრობს საზოგადო ტრანსპორტით,მას არ გაუკვირდება არც ჭუჭყიანი მგზავრი,არც ალკოჰოლის სურნელით გაჟღენთილი ტანსაცმლიანი ადამიანის,არც შარდისსუნიანი ადამიანის(ხშირად ძალიან მოხუცებულებს რომ აქვთ ხოლმე),არც მაზუთით გაჟღენთილ ტანსაცმლიანი მამაკაცის დანახვა და ‘შეგრძნებაა’ ახალი ხილი….

მაგრამ დღეს ამ ახალგაზრდა ბიჭის ამგვარმა მდგომარეობამ გამაოგნა.თვითონაც,ეტყობა დანაშაულის გრძნობა აწუხებდა,სულ ფანჯარაში იყურებოდა…..

მაგრამ რა დავაშავეთ ჩვენ,უბრალო მგზავრებმა, რომლებსაც ამგვარ ადამიანებთან მგზავრობა გვიწევს?რა იციან მათ, რომ ხშირად ჩემნაირი მგრძნობიარე ადამიანი  რამდენჯერ ჩამოსულა ტრანსპორტიდან და სხვა ტრანსპორტს გაყოლილა, რა იციან, რომ ავმდგარვართ ადგილიდან და ისევ მაღალ ქუსლებზე უხერხულად დგომა გვირჩევნია,’სუნიან’ ადამიანთან ჯდომას,რა იციან, რომ დრეს,სახლში მოსულს,ორი საათი კიდევ თავი და მუცელი მტკიოდა!

კი, კარგი ალტერნატივაა საკუთარი მანქანით მგზავრობა ან ტაქსით სარგებლობა, მაგრამ მთლად მასეც არ არის,არც ჩვენ გვაქვს იმდენი ფუფუნება,თორე საზოგადოებრივი ტრანსპორტიტ ხომ არ ვიმგზავრებდით!

არ მინდა გულცივობაში დამადანაშაულოთ,უბრალოდ ცოტა არ იყოს და ძალიან შევწუხდი დღეს და იმიტომ ვწერ ამ პოსტსაც.

მე მესმის, რომ დღეს ისეთი რთულია ცხოვრება, რომ ადამინებს პურის ფულის შოვნაც უჭირთ და ელექტროენერგიის და გაზის ტარიფის სიდიდის გამო პირად ჰიფიენაზე ისე ვერ ზრუნავენ,როგორც ,ალბათ ,მათაც უნდა.თუმცა ალბათ ამ ადამიანების პირადი არააკურატულობა  უფროა ამ ყველაფრის მიზეზი,არ მეთანხმებით?

იმედია მიხვდებით,რასაც ვგულისხმობ ამ პოსტით!

ვისურვებდი, რომ ჩვენ ქვეყანაში ყველა ადამიანს ისე ეცხოვროს,რომ იმის გასაჭირი არ ქონდეს,რომ დროულად დაიბანოს მაინც და სუფთა ტანსაცმელიც მოეპოვებოდეს!

 


Filed under: ზოგადი, საზოგადოება Tagged: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სუნი, სურნელი, ჭუჭყიანი

Viewing all articles
Browse latest Browse all 4821

Trending Articles